სიძეს თავხედობა ეყო ეღალატა და გართობილიყო თავისი ცოლის ფულით!

0
237

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ქალი საკუთარი დის ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.ჩემი და ძალიან ადრე გათხოვდა, მისი ქმარი ცოტა უფროსი იყო. ეს მისი პირველი სიყვარული იყო, პირველი მამაკაცი. მისგან ორი შვილი გააჩინა. ქმარი, თითქოსდა, ცუდი ადამიანი არ იყო – მშვიდი, დამთმობი, შვილები უყვარდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მათ ცხოვრებაში, საოჯახო საქმეების გაკეთებასაც არ ერიდებოდა. მართალია, სახლში ფული ცოტა მოჰქონდა, თუმცა დირექტორად მუშაობდა ერთ-ერთ ორგანიზაციაში. თანამდებობა ,,ხმამაღალი” ჰქონდა, ხელფასი კი – მცირე. ჩემი დაც თავიდან ძალიან ცოტას გამოიმუშავებდა, მრავალი წლის განმავლობაში ღარიბულად ცხოვრობდნენ, მაგრამ მეგობრულად. სამი წლის წინ, ჩემი და ახალ სამსახურში გადავიდა, დაიწყო სახლში სულ უფრო და უფრო ბევრი ფულის მოტანა. თუმცა, არასოდეს არ დაუწუწუნებია, ყველაფერს ხომ საკუთარი შვილებისა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის აკეთებდა. ქმრისთვისაც საჭირო იყო ძვირადღირებული კოსტიუმებისა და საათების ყიდვა, ის ხომ დირექტორია. ქმარი არასოდეს არ ამბობდა ამაზე უარს, ძალიან მოვლილ და რესპექტაბელურ მამაკაცად გადაიქცა.

მერე, როგორღაც მოვიდა და თქვა, რომ ძველი მანქანით სიარული აღარ შეეფერებოდა და ჩემმა დამ მას ახალი მანქანაც უყიდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მანქანით ის კეთილსინდისიერად ატარებდა ბავშვებს სხვადასხვა წრეებზე, დასასვენებლად, თვითმფრინავის ბილეთებს ყიდულობდა, ხომ უნდა ეჩვენებინა ბავშვებისათვის ქვეყანა. პრაქტიკულად იდილია ჰქონდათ. მაგრამ, ქორწინებიდან გაქრა ს***ი, სრულიად გაქრა, თითქოს მოკვეთეს. ის თავად ცდილობდა პროცესის ინიცირებას, მაგრამ ქმარი მიანიშნებდა სექსუალურ დისფუნქციაზე, რომ ვითომდა ძალიან საპასუხისმგებლო და დაძაბულმა სამსახურმა საკუთარი შედეგები გამოიღო (მისი თქმით). თუმცა, პირდებოდა, რომ აუცილებლად წავიდოდა ექიმთან.

რამდენიმე თვის წინ, მას მისი ქმრის ძველი ტელეფონის რეანიმირება დასჭირდა. ქმარი დაკავებული იყო და მან ბავშვებთან ერთად სცადა ამ ტელეფონის ხელახლა გამოცოცხლება. და აი, მან აღმოაჩინა მრავალი საძიებო შეკითხვა: ელიტური ბინების დღიური გაქირავება მისი ოფისის რაიონში, რეგულარული შეკვეთები სპეციალიზებული მაღაზიებიდან, შეკითხვები 50 წელს გადაცილებული საყვარლების შესახებ, კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა განქორწინება. ამ აღმოჩენამ ჩემი და დათრგუნა. აღელვებულმა დამირეკა და მეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყო, პირდაპირ ეთქვა ყველაფერი თუ არ მოეწყო სკანდალი ბავშვების თანდასწრებით. იგი ცუდად იყო და აკანკალებდა ქმრის ღალატის გამო. მე ვურჩიე დამშვიდებულიყო და “ცივი გონებით” მიეღო გადაწყვეტილება. მან თავი ხელში აიყვანა, გაიგო, რომ საუბარია ქალზე, რომელიც მის ქმართან ერთად მუშაობს, ის მასზე უფროსია, მასაც უფროსის თანამდებობა უკავია. იგი გათხოვილია, ჰყავს შვილები და ქმარი, რომელიც უმეტეს დროს მივლინებებში ატარებს. მან ეს ყველაფერი მაჩვენა, მიმოწერის ნაწილიც კი იყო დარჩენილი, გასაგები იყო, რაც ხდებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში იგი მას ღალატობდა, ეს ქალი ერთხელაც კი არ გამოჩენილა კორპორატიულ შეკრებებზე, სადაც ჩემი და თავის ქმართან ერთად დადიოდა. ანუ, მათ ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. იგი ცდილობდა, ჩემს დას არ შეემჩნია და თუ რამე მოხდებოდა, ის ვერაფერს ვერ დაუკავშირებდა. ვითომდა, იგი უცხო ქალია.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს დას ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ქალურობასა და სასურველობაში, მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა, იტანჯებოდა, ძალიან ძლიერ განიცდიდა ს***-ის არარსებობას. ცდილობდა ამის მიღწევას ყველა შესაძლო გზით, თუმცა ქმარი ეუბნებოდა, რომ არ სურდა, მაგრამ თუ ეს ასე საჭირო იყო, ეცდებოდა. გასაგებია, რომ ასეთი სიტყვების შემდეგ მას აღარ სურდა გაგრძელება. და საქმე, როგორც ყოველთვის, ღალატში იყო.

ქმარს სკანდალი მოუწყო, ის პატიებას სთხოვდა, ეხვეწებოდა, რომ არ დაშორებოდა, ეუბნებოდა, რომ “ეშმაკმა შეაცდინა”, რომ ის ახლავე გაწყვეტდა იმ ქალთან ურთიერთობას. და აი, მან დაუჯერა, თუმცა არ აპატია, მაგრამ დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ არ დაშორებოდა. რა თქმა უნდა, დაიწყო მისი გაკონტროლება, ასე ვთქვათ მას “უთვალთვალებდა”. თითქოსდა, ისეთი არაფერი ხდებოდა, მათ ურთიერთობაში ინტიმიც დაბრუნდა. ერთად უნდა წასულიყვნენ დასასვენებლად, ჩვენს მშობლებთან უნდა გაფრენილიყვნენ. მან უარი განაცხადა, თქვა, რომ სამსახურში რთული სიტუაციაა და არ გამოუშვებდნენ. ჩემი და მარტო გაფრინდა შვილებთან ერთად. თუმცა, ვერ მოითმინა, ბავშვები მშობლებთან დატოვა და თვითონ უკან დაბრუნდა, რათა ქმრისთვის ისევ ეთვალთვალა. დიდხანს, რომ არ აგიხსნათ, გასაგებია, რომ მან ისევ დაიწყო იმ ქალთან სიარული. ძვირადღირებულ რესტორანში იყვნენ, ისევ წავიდნენ ელიტურ აპარტამენტებში.გასაგებია, რომ მას უნდოდა ქმრისთვის მთელი სახე დაეკაწრა, მაგრამ თავი შეიკავა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ამ ელიტარულ ბინებს იგი მისი ფულით ქირაობდა და არა საკუთარი სამ თეთრიანი ხელფასით. აქ იყო ძვირადღირებული საჩუქრებიც, მან გადაამოწმა ბარათის ხარჯები, შეამოწმა თითოეული თანხა. მაგრამ, ეს ყველაფერი ხდებოდა მათ პირველ ჩხუბამდე.

ერთის მხრივ, მას უნდა მიირბინოს ბავშვებთან და უთხრას, თუ როგორი პირუტყვია მათი მამა, მაგრამ მეორეს მხრივ, არ სურს ბავშვების ტრავმირება ამ გარჩევებით. შემდეგ, ცუდად გრძნობს თავს, მირეკავს და ჩხუბობს, რომ ვიღაც “ბებერი” მას ჯობია, რომ მისი ფული დახარჯეს და მას დასცინეს. მერე, მშვიდად რეკავს და ამბობს, რომ უნდა ჩამოართვას ყველაფერი, რაც მისი ფულით იყო ნაყიდი. იგი მთხოვს, რომ დავამშვიდო, რომ შემდეგ შური იძიოს. ითხოვს რჩევებს, როგორ იძიოს მასზე შური. ამ ყველაფერთან ერთად, სურს, საკუთარ ოფისში შეარცხვინოს, რათა შერცხვეს საკუთარი ქვეშევრდომების თვალებში ჩახედვის.