
ერთობლივი ცხოვრება ყოველთვის საერთო სარეცელს არ მოიაზრებს, თუმცა, ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ერთი შეხედვით, არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო, როგორც საყვარელ ადამიანთან ჩახუტებული ძილი, თუმცა, რომანტიკური განწყობა ყოველთვის ტკბილ და მტკიცე ძილს არ გულისხმობს.
სომნოლოგთა (მეცნიერები, რომლებიც ძილსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლიან) კვლევების მიხედვით, დღევანდელ რეალობაში, წყვილთა 25%-ს ცალ-ცალკე საწოლში სძინავთ. საუბარი მათზეა, ვინც ერთად ცხოვრობს. მათგან 10%, ასე რომ ვთქვათ, უფრო შორს წავიდნენ და ღამეებსაც ცალ-ცალკე ოთახებში ატარებენ. რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ასე უფრო კომფორტულია.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ვინც საწოლს იყოფს, ჯერ კიდევ თვალსაჩინო უმრავლესობაში არიან, პარტნიორთა დაახლოებით 26% აღიარებს, რომ მარტო გაცილებით უფრო მშვიდად და მტკიცედ სძინავთ. მათ შორისაც კი, ვინც უპირატესობას ღამის ერთად გატარებს ანიჭებს უპირატესობას, 13%-ს საყვარელ ადამიანთან ჩახუტებულს სძინავს, 63%-ს კი პარტნიორის მხარეს გადასვლის სურვილი უჩნდება.
საინტერესო ისაა, რომ სტანდარტიდან გადახრილების სტატისტიკას, ძირითადად, ქალები ავსებენ, რამდენადაც მათ უფრო ხშირად უსვამენ უძილობისა და ძილის სხვა აშლილობების დიაგნოზს, ვიდრე მამაკაცებს. საქმე ისაა, რომ ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც ცირკადული რიტმებითაა განპირობებული, ქალებში უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომაც, გამთენიოს მათ უჭირთ ძილი.

შესაძლო გენდერული დაყოფის წინაპირობების მიხედვით, მეცნიერებმა უკვე განსაზღვრეს წამყვანი მიზეზების დუეტი. პირველ რიგში, ქალებს ახასიათებთ ფხიზელი ძილი, დედობრივი უნარის წყალობით – არ აქვს მნიშვნელობა, დედაა თუ არა. მეორეც, მამაკაცი უფრო მიდრეკილია ხვრინვისკენ, ვიდრე მშვენიერი სქესი, რომლის სიფხიზლე აქაც ასრულებს თავის როლს: ხვრინვისგან გაღვიძების შანსი ქალებში ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში, რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია ცალკე ტერიტორიაზე გადასვლისა.
მიუხედავად ამისა, არსებობს სერიოზული მიზეზიც იმისთვის, რომ წახვიდეთ კომპრომისზე, საერთო საწოლისთვის – მხურვალე სექსისა და ინტიმური საუბრების გარდა. საქმე ისაა, რომ ჩახუტებული წოლა, სექსის შემდეგ, მანამდე ან ნაცვლად, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ტაქტილური კონტაქტი საყვარელი ადამიანის სხეულთან, ორგანიზმში გამოიმუშავებს ოქსიტოცინს, მიჯაჭვულობის ჰორმონს, რომელიც გვეხმარება მოდუნებაში, უსაფრთხოებისა და ბედნიერი უშფოთველობის შეგრძნებაში. გარდა ამისა, ოქსიტოცინი ამსუბუქებს ტკივილს, მუხტავს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. თუმცა, რაც მთავარია, იგი ჩაძინებაში გვეხმარება.
საწოლის საუბრებსა და ცალკე საძინებელს შორის სწორი არჩევნის გასაკეთებლად, გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ ერთად გამოძინებაში:
1. დიდი საწოლი
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არ წაართვათ საკუთარ თავს სივრცე, რომელსაც, წლების განმავლობაში, მარტო დაძინების დროს მიეჩვიეთ. რაც უფრო დიდია საწოლი, მით უკეთესად გამოიძინებთ.
2. კარგი ლეიბი
თუ ლეიბის არჩევაში პარტნიორიც გეთანხმებათ, გაგიმართლათ. თუ სხვადასხვა ვარიანტს ირჩევთ, შეიძინეთ ორი ერთსაწოლიანი ლოგინი, რომელთათვისაც ინდივიდუალურად შეარჩევთ ლეიბებს, და გააერთიანეთ ისინი.

3. საკმარისი საბანი
ღამით სიცივისგან გაღვიძებულს აღმოგიჩენიათ, რომ პარტნიორმა ისევ გადაწია საბანი? ან, მოგწონთ ბუმბულის საბნის ქვეშ წონა, მას კი მხოლოდ ბამბის გადასაფარებელი უნდა? შეიძინეთ ორი ცალკეული საბანი და ცხოვრებაც საგრძნობლად დალაგდება.
4. საძინებლის ტემპერატურა
თუ საყვარელ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ღია ფანჯარაში წოლა მოსწონს, თქვენი სიყვარული ბუმბულის საბნის მიმართ სავსებით გასაგები გახდება. მეორე მხრივ, ეს უსამართლობაა – ერთობლივ საძინებელში ორივესთვის კომფორტული ტემპერატურა უნდა იყოს, რაც დაწვრილებით უნდა განიხილოთ.