შვილი და რძალი ერთი წლით შემოვუშვი საცხოვრებლად და ახლა არ ვიცი როგორ გავაგდო

0
27

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში,  ქალბატონი საკუთარი ოჯახის ისტორიას ჰყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.ვაჟი ერთი წლის წინ დაინიშნა, მისი ცოლი ქორწილის შემდეგ მალევე დაფეხმძიმდა, ახლა მათი შვილი 3 თვისაა. მე და ჩემს მეუღლეს გასაქირავებელი ბინა გვაქვს. მალე პენსიაზე გავდივართ, სიღარიბეში ცხოვრება არ გვინდა და ამიტომ, ამ ბინას ვაქირავებდით. როდესაც ვაჟმა დაქორწინება გადაწყვიტა, გაჩნდა კითხვა, თუ სად იცხოვრებენ ახალგაზრდები. მე და ჩემმა მეუღლემ შევთავაზეთ დროებით ეცხოვრათ იმ ჩვენს ბინაში, სანამ ფეხზე არ დადგებოდნენ. მოვილაპარაკეთ ვადაზე – ერთი წელი. მათ გაუხარდათ, გეგმავდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში იპოთეკის პირველი შენატანისთვის დაზოგავდნენ თანხას. მაგრამ, ვერაფერი ვერ დაზოგეს, რადგან საცხოვრებლად გადმოსვლისთანავე თავი ბინის მეპატრონეებად იგრძნეს და შვილის გაჩენა გადაწყვიტეს (თუმცა ადრე გეგმავდნენ, რომ 2-3 წელს მოიცდიდნენ).

ახლა კი მე და ჩემმა მეუღლემ ახალგაზრდებს ვუთხარით, რომ ერთი წელი უკვე გავიდა. ისინი კი ამბობენ, რომ “რანაირები ხართ? ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გვაგდებთ?” და რაღაც ამდაგვარი… მე ვფიქრობ, რომ მათთვის უნდა მეთქვა “თუ ქორწინებისთვის უკვე მზად იყავით, მაშინ საკუთარი საცხოვრებლის პრობლემებიც თავად მოაგვარეთ”. ჩვენ ისინი იმ ბინაში შევუშვით და მთელი ერთი წლის შემოსავალი დავკარგეთ იმ ბინიდან. თანაც, ცუდებიც გამოვედით… როგორ მოვიქცეთ? ისინი პრინციპულად არ ეძებენ თავიანთთვის ბინას და იმედი აქვთ, რომ ჩვენ დავუთმობთ.

მაგრამ, რატომ? ჩვენ ერთ წელზე შევთანხმდით. ეს მათი გადაწყვეტილება იყო, რომ მაშინვე გაეჩინათ ბავშვი და ფული არაფერში დაეზოგათ. მე ისედაც კარგად ვეხმარები მათ, შვილიშვილს ვუვლი, მისთვის ყველაფერს ვყიდულობ.ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, იყო ერთ ოთახიანი ბინა სახელმწიფოსგან (ჩემი ქმარი სამხედრო იყო) ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის, შემდეგ გავყიდეთ და ვიყიდეთ სამ ოთახიანი ბინა. ბინა, რომელშიც ახლა ჩვენი შვილი ცხოვრობს, 2005 წელს (უძრავი ქონების გაძვირებამდე) შევიძინეთ.შვილს იმ სახლში ცხოვრების უფლება არა აქვს. მას შეუძლია იცხოვროს ჩვენს ბინაში, თუმცა ბებიამისთან არის ჩაწერილი. მისი ინსტიტუტი ჩვენი სახლიდან ორი გაჩერების იქით იყო და იმისთვის, რომ საერთო საცხოვრებელში ოთახი მიეღო, იგი რაიონში ჩაეწერა ბებიამისის სახლში. შემდეგ კი ვეღარ მოიცალა, რომ ისევ ჩვენს ბინაში ჩაწერილიყო.

ქირას ჩვენ არ გადაგვიხდიან და თუ გადაგვიხდიან ყველას მოუყვებიან, რომ ჩვენ მათ ფულს ვართმევთ.ჩვენ მთელი ახალგაზრდობა ვზოგავდით ამ ბინის შესაძენად, რათა უზრუნველყოფილი სიბერე გვქონოდა. ყოველ ზაფხულს კურორტზე მივდივართ სამკურნალოდ, არ გვინდა ამაზე უარის თქმა. ჩემმა ქმარმა თვალის ოპერაცია უნდა გაიკეთოს – ჩვენ არ გვინდა, რომ დაფინანსებას რამდენიმე წელი ველოდოთ (და ფაქტი არ არის, რომ მივიღებთ).

ახლა კი ჩვენს შვილს ბინა ვერცხლის ლანგარზე უნდა მივართვათ? შვილი ისე გააჩინეს, რომ არ უფიქრიათ სად უნდა ეცხოვრათ. რძლის მშობლებიც არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ შვილს და შვილიშვილს სახლი არა აქვთ. ჩვენ კი ყველას მაგიერ უნდა ვიფიქროთ.ისინი თვლიან, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მათ ჩვენი ბინა. ერთი წლის წინ ჩვენს შვილსა და რძალს ვუთხარით, რომ შეგვეძლო იპოთეკის პირველი შენატანისთვის მიგვეცა თანხა მათთვის. მათ შეეძლოთ ქორწილში ნაჩუქარი ფული დაემატებინათ და ბინა იპოთეკით აეღოთ. მათ კი თქვეს, რომ არ აწყობდათ, თქვეს, რომ ამ ერთი წლის მანძილზე თავად დააგროვებდნენ თანხას და ქორწილის ფული კი მოგზაურობაში დახარჯეს.თუ ჩემი რძალი გონივრულად მიუდგებოდა ბავშვის გაჩენის ამბავს, ჯერ სამსახურში მოეწყობოდა, შემდეგ დაფეხმძიმდებოდა, დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდა და ყოველთვიურ ანაზღაურებას მიიღებდა.

ეს არ არის თავისუფალი საცხოვრებელი, ეს არის ჩვენი პენსია. ვიღაც, ფულს საპენსიო ფონდში აგროვებს, ჩვენ კი ბინის ყიდვა და გაქირავება გადავწყვიტეთ. შვილს სიკეთე გავუკეთეთ – ერთი წელი უფასოდ ვაცხოვრეთ ჩვენს ბინაში, რათა იპოთეკის პირველი შენატანისთვის შეეგროვებინა თანხა. სავსებით შესაძლებელია, რომ ორ მომუშავე ადამიანს, ეს თანხა, ერთი წლის განმავლობაში გამოემუშავებინა…