წესები კანის ელვარებისთვის. როგორ მოვუაროთ სახეს 20, 30, 40 და 50 წლის ასაკში

0
33

ცოტაოდენი ძალისხმევა და თქვენ გექნებათ სუფთა, გლუვი და თითქოს შიგნიდან მოელვარე კანი. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია წესებზე, რომლებიც უნდა დაიცვათ კანის ელვარებისათვის.

კანის მოვლის 7 წესი ნებისმიერ ასაკში – ეს საბაზისო წესების შესახებ თქვენ ალბათ იცით, მაგრამ მოდით ჩამოვთვალოთ ისინი სრული სურათის შესაქმნელად.

  • 1. სახე დაიბანეთ დღეში ორჯერ გელით ან ქაფით, დაახლოებით 5 – 5,5 pH-ით . ასეთი საშუალება კანს უნარჩუნებს დამცავ ბარიერს.
  • 2. სახე დაიბანეთ აუცილებლად ძილის წინ.
  • 3. გამოიყენეთ კოსმეტიკა, რომელიც თქვენთვის შესაფერისია.
  • 4. გამოიყენეთ ორი განსხვავებული პროდუქტი დღის და ღამის მოვლისთვის. დღისით – დამატენიანებელი, ღამით კი მკვებავი.
  • 5. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ღრმად გაიწმინდეთ კანი სკრაბებით ან პილინგით.
  • 6. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის ირგვლივ მდებარე ზონას: გამოიყენეთ სპეციალური კრემები და შრატები, წარწერით “ქუთუთოებისთვის“.
  • 7. უპირატესობა მიანიჭეთ მზისგან დამცავ კოსმეტიკას. ზაფხულში ან სათხილამურო კურორტებზე, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სპეციალური პროდუქტები, რომელთა SPF მინიმუმ 30-ია.

ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასაკთან ერთად კანი იცვლება. ის, რის გარეშეც 30 წლის ასაკში შეგეძლოთ, აუცილებელი ხდება 40 წლის ასაკში. მომენტები, რომლებიც არ არის კრიტიკული 20 წლის ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება 50 წლის ასაკში.

სახის მოვლა 20-30 წლის ასაკში – 20-დან 30 წლამდე, სხეული და კანი ნამდვილ აღმავლობას განიცდის. თინეიჯერული მუწუკები ყველაზე ხშირად წარსულში რჩება, ნაოჭები, შორეული მომავლის გამოგონილ საშინელებად გვეჩვენება და მოვლის მიზანი ძირითადად პრევენციაზე მოდის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დატკბეთ სუფთა და ახალგაზრდა კანით, აუცილებელია ამ ოთხი წესის დაცვა.

  1. არ დაგავიწყდეთ საღამოობით სახის კარგად დაბანა – მშრალი კანი ახალგაზრდა ასაკში იშვიათად გვხვდება, მაგრამ ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი ნორმალური კანი – ფართო ასორტიმენტშია. ეს გამოწვეულია სასქესო ჰორმონების მაღალი დონის გამო, რომლის გვერდითი ეფექტია კანის ცხიმის მომატებული გამომუშავება. ასაკთან ერთად, ჰორმონების დონე და მასთან ერთად კანი ნორმალიზდება. მაგრამ, სანამ ახალგაზრდა და ცხელი ხართ, ცხიმი შეიძლება იქცეს პრობლემად: ის შესანიშნავი საკვები გარემოა ყველა სახის ბაქტერიისთვის, რომლებიც იწვევს ანთებასა და გაღიზიანებას.ინფექციის გამრავლებისა და გარეგნობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, არ დაგავიწყდეთ ჩამოიბანოთ დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი. რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი პროდუქტები.
  2. გაიწმინდეთ ფორები – ცხიმითა და ჭუჭყით ამოვსებული ფორები – ახალგაზრდა კანის კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. თუ წმენდას უგულებელყოფთ, დროთა განმავლობაში ფორები გაფართოვდება, კანი კი ფორთოხლის კანს დაემსგავსება.სახლის პირობებში ფორების ღრმა გაწმენდა უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ მაინც. ამაში დაგეხმარებათ სპეციალური გამწმენდი ნიღბები, რომელთა გაკეთებაც დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.
  3. დაიცავით თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან – რუჯი შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ ის ბუნებრივია, ალბათ საშიშიცაა. მზის სხივები აშრობს, ულტრაიისფერი გამოსხივება კი აზიანებს ცილებს კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე. შედეგი – არის სახის დაჩქარებული დაბერება (ფოტოდაბერება).ახალგაზრდობის გასახანგრძლივლებლად, მიეჩვიეთ მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას ასეთ ნაზ ასაკშიც კი. და თუ შოკოლადის ფერი თქვენთვის მნიშვნელოვანია, გამოიყენეთ ავტორუჯი.
  4. მოუარეთ თვალქვეშა კანს – თვალების ირგვლივ კანი ძლიან თხელია და მის ქვეშ ცხიმოვანი ფენა თითქმის არ არის. სწორედ, ამიტომ ბერდება ის უფრო ადრე. სპეციალისტები გვირჩევენ თვალის ირგვლივ კანის მდგომარეობაზე ზრუნვას – 18 წლის ასაკიდან.გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი კრემები და ნიღბები-პაჩები მკვებავი ნივთიერებებით. ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს მწვანე ჩაისა და პიტნის საფუძველზე დამზადებული სველი კომპრესებიც. კომპრესების რეცეპტი მარტივია: 1-2 ჩაის კოვზ ჩაის ან პიტნას, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და აცადეთ გაციება. ნაყენით დაასველეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი ბამბის დისკოები ან მარლა, მსუბუქად გაწურეთ, დაიდეთ თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

სახის მოვლა 30-40 წლის ასაკში – ამ ასაკში თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ უამრავი სტრესი და ჰორმონალური აფეთქება (ორსულობა, მშობიარობა და ა.შ.) და ეს თქვენს კანზე აისახა. შესაძლოა, ცვლილებები ძალიან შესამჩნევი არ არის, მაგრამ მაინც არის და გასაგები მიზეზების გამო, ისინი გაიზრდება. ამიტომ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტები.

  1. ყურადღება მიაქციეთ პიგმენტაციას – არათანაბარი ფერი – ნათელი ასაკობრივი ნიშანია, რომელსაც შეუძლია მინიმუმ რამდენიმე წლის მომატება. ასაკთან ერთად, პიგმენტაცია უფრო გამოხატული ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია კანის თანაბარი ტონის შენარჩუნება. ამის მიღწევა შესაძლებელია მათეთრებელი კრემების, ნიღბების ან რბილი პილინგის (დიდი აბრაზიული ნაწილაკების გარეშე) გამოყენებით.თუმცა, იდეალური ვარიანტია კოსმეტოლოგთან კონსულტაცია. ის შემოგთავაზებთ არა მხოლოდ მათეთრებელ პროდუქტებს, რომლებიც შერჩეულია სპეციალურად თქვენი კანისთვის, არამედ შესაძლოა გირჩიოთ პროფესიონალური პილინგების სერიაც.დიახ! განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას SPF-ით. ულტრაიისფერი გამოსხივება პროვოცირებს მელანინის გამომუშავებას და ამით ამძაფრებს პიგმენტაციის პრობლემას.
  2. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ეთილის სპირტის შემცველი პროდუქტები – სპირტი ხსნის და რეცხავს კანის ცხიმს. როდესაც ცხიმი ბევრია, როგორც ეს ახალგაზრდობაში ხდება ხოლმე, სპირტით გაწმენდა შეიძლება სასარგებლოც იყოს. ეს ხელს შეუწყობს ჭარბი ცხიმის მოცილებას მასში დაგროვილი ბაქტერიებით.თუმცა, ასაკთან ერთად, კანის ცხიმის გამომუშავება მცირდება. თუმცა, ის აუცილებელია, რადგან ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან: მაღალი და დაბალი ტემპერატურისგან, ქარისგან და ა.შ. სპირტის შემცველი პროდუქტები აზიანებს ამ უკვე გათხელებულ ბარიერს და ამით კანი კარგავს საჭირო ტენიანობასა და დაცვას.30 წლის ასაკის შემდეგ, მიზანშეწონილია აირჩიოთ მატონიზირებელი საშუალებები არა სპირტის შემცველობით, არამედ, მაგალითად, მწვანე ჩაით.
  3. დაიწყეთ ანტიასაკობრივი პროდუქტების გამოყენება – მაგალითად, კრემები და შრატები რეტინოლით (ვიტამინი A). დადასტურებულია, რომ რეტინოლი აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს უკვე არსებული ნაოჭების შემცირებასაც კი.თუმცა, ამ საშუალებას გვერდითი ეფექტებიც გააჩნია. მაგალითად, A ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაზარდოს ფოტომგრძნობელობა, ამიტომ ასეთი კრემების გამოყენება მხოლოდ ღამით შეიძლება.გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, აზრი აქვს კოსმეტოლოგთან დაკავშირებას. სპეციალისტი დაგეხმარებათ თქვენი კანისთვის შესაფერისი პროდუქტის არჩევაში. ასევე, შესაძლოა, მან გირჩიოთ სხვა დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტები და მეთოდები, მათ შორის სალონური ლიფტინგ-პროცედურები: მასაჟი, მიკროდენები, მეზოთერაპია და ა.შ.სახლის პირობებში კანის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოლაგენის შემცველი კრემები და ნიღბები. სხვათა შორის, სახის მასაჟის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეიძლება.

სახის მოვლა 40-50 წლის ასაკში – ამბობენ, რომ თანამედროვე 40 წელი – ეს არის 20 წელი. და ეს მართლაც ასეა. მედიცინა, კოსმეტოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი საშუალებას აძლევს ბევრ ქალს ამ ასაკში ისეთივე მიმზიდველად გამოიყურებოდეს, როგორც 20-დან 30 წლამდე. იმისათვის, რომ კანმა დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სიახლე, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა.

  1. ინტენსიურად დაიტენიანეთ კანი – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ წლების განმავლობაში კანი ნაკლებად ცხიმიანი ხდება. ცხიმოვანი ბარიერი თხელდება და კანს უჭირს ტენის შენარჩუნება. სადაც არ არის საკმარისი ტენიანობა, იქ ჩნდება სიმშრალე მისთვის დამახასიათებელი ბზარებით, ნაოჭებითა და ნაკეცებით… თქვენთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს კანის დატენიანება.თავი შეიკავოთ საპნითა და სხვა გამომშრობი საშუალებებით სახის დაბანისაგან. გადადით მკვებავ ქაფებზე კრემისებური ტექსტურით ან იმ საშუალებებზე, რომლებიც ჩამობანას არ საჭიროებს. დღისა და ღამის კრემის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მაქსიმალურ დატენიანებაზე.
  2. მოვლაში ჩართეთ სალონური პროცედურები – ასაკთან ერთად კანი სულ უფრო მეტ ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს: ტუჩების მოცულობა იკლებს, ჩნდება ნასოლაბიური ნაკეცები, სახის ოვალი ოდნავ დაწეულია.თანამედროვე კოსმეტოლოგია გთავაზობთ დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების ფართო სპექტრს და სასწაულებს ახდენს. სწორად შერჩეული პილინგები, მასაჟის ტექნიკები, სილამაზის ინექციები, რომლებიც ატენიანებს კანის ღრმა ფენებს და ავსებს ნაოჭებს – საშუალებას იძლევა ქალი 49 წლის ასაკშიც კი ისეთივე სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, როგორც 25 წლის ასაკში.პროფესიონალურ მოვლასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს სპეციალისტს ჰქონდეს სამედიცინო განათლება და ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი. ამ შემთხვევაში, თერაპია იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური.
  3. მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ თვალქვეშა კანს – ასაკთან ერთად, ამ ადგილებში არსებული თხელი კანი მოითხოვს უფრო მეტ კვებასა და უფრო მკვრივ კრემებსა და შრატებს, რომლებიც გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით. მათი შერჩევა მიზანშეწონილია კოსმეტოლოგთან ერთად, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს კონკრეტულად თქვენი კანის თავისებურებებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

გაითვალისწინეთ: მოვლის უგულებელყოფა არ შეიძლება! მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენ გაგიმართლათ და მიმიკური ნაოჭები წარმატებით გივლით გვერდს. დრო დაუნდობელია და თუ თვალქვეშა კანს გამოჯანმრთელებაში არ დაეხმარებით, უსიამოვნო ცვლილებები შეიძლება სულ რამდენიმე დღეში დაინახოთ.

სახის მოვლა 50 წლის ასაკის შემდეგ – ლეგენდარულმა კოკო შანელმა ერთხელ თქვა: “თქვენი სახე 20 წლის ასაკში ბუნების საჩუქარია; როგორი იქნება ის 50 წლის ასაკში, თქვენზეა დამოკიდებული”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ არ დაგიტოვებიათ თქვენი კანი სტრესის პირისპირ მარტო და ის აგრძელებს თქვენს გახარებას ჯანმრთელი და მოვლილი გარეგნობით. თქვენ, ალბათ უკვე სახის მოვლის ოსტატი ხართ, ამიტომ ჩვენ მხოლოდ სამ ძირითად მომენტზე ვისაუბრებთ.

  1. გამოიყენეთ რეტინოლი – თუ აქამდე არ გამოგიყენებიათ A ვიტამინის შემცველი პროდუქტები, ნუღა გადადებთ: ეს ნამდვილად ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. თუ რეტინოლი უკვე არის თქვენს საყვარელ კრემებსა და შრატებში, იფიქრეთ მისი კონცენტრაციის გაზრდაზე.
  2. გამოიყენეთ ჰიალურონის მჟავას შემცველი შრატები – ეს ნივთიერება არის კანში და მონაწილეობს ქსოვილებში ტენის შენარჩუნების პროცესში. ასაკთან ერთად მისი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს, კანი უფრო შრება და ნელ-ნელა პერგამენტად გადაიქცევა.თუმცა, საქმე მხოლოდ ტენიანობის დაკარგვაში არ არის. ჰიალურონის მჟავა აქტიურად მონაწილეობს უჯრედების რეგენერაციის პროცესებში. მისი დეფიციტის შემთხვევაში, კანი უბრალოდ კარგავს ეფექტურად აღდგენის უნარს და ეს კი დაბერებას აჩქარებს.ამიტომ, 50 წლის შემდეგ, ძალზე მნიშვნელოვანია კანის დამატებითი კვება ჰიალურონის მჟავათი – სპეციალიზებული დაბერების საწინააღმდეგო შრატების ან თუნდაც, ინექციების გამოყენებით.
  3. სამ-ოთხ დღეში ერთხელ გამოიყენეთ ნიღბები ლიფტინგ-ეფექტით – კოსმეტიკური ბრენდები გვთავაზობენ ლიფტინ-ეფექტის მქონე უამრავ სხვადასხვა ნიღაბს. თქვენ, ალბათ შეძლებთ აირჩიოთ რაიმე თქვენი შესაფერისი – ზუსტად ის საშუალება, რომელიც კონკრეტულად თქვენს კანს დაუბრუნებს ელასტიურობას.და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ჩვენ, ჩვენი დედებისა და ბებიებისგან განსხვავებით, გაგვიმართლა და ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც სილამაზე და ახალგაზრდობა, ბევრწილად, მართლაც ჩვენს (და გამოცდილი კოსმეტოლოგის) ხელშია. ეს საოცარი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული!