ქალები, რომლებიც ბრბოდან გამოირჩევიან და ყველას მათთან ყოფნა უნდა

0
33

დღეს, სამყარო გახდა ძალიან უხეში, ბასრი, დამსხვრეული მინასავით. გავდივართ მასში, როგორც გატეხილ ფანჯარაში, ჩარჩო უწყვეტი გვირაბია, რომლის კედლებიდანაც ბასრი კიდეები ამოდის. ფეხქვეშ ხრაშუნობს, ნებისმიერი უეცარი მოძრაობა… და დაზიანება, ჭრილობა! ყველაზე პატარა ნაკაწრიც კი გტკივა და გტკივა დიდი ხნის განმავლობაში, ამაზრზენად!ყველა ნერვიულია, გაბრაზებული, სიტყვის თქმის გეშინია. ბოროტებისა და ცივების, შეშლილებისა და ნერვიულების ასეთ სამყაროში განსაკუთრებული შუქით ბრწყინავენ ქალები, რომლებიც აქამდე არც ისე შესამჩნევები იყვნენ! თბილები, კეთილები, მშვიდები! განსაკუთრებული გემოთი შეიგრძენით ეს სიტყვა – “მშვიდი”! ქალები, რომლებიც გვჩუქნიან საკუთარი სიმყუდროვის პატარა სამყაროს.

მათთან არ გინდა ისაუბრო პოლიტიკაზე, არ გინდა ისაუბრო დაავადებებზე… მათთან ერთად გინდა ჩუმად იყო, ილაპარაკო ცაზე, იმაზე, რომ მალე გაზაფხულია და ჩაი კი გემრიელია! ნაოჭები თავისთავად დნება და სახეზე ღიმილი ჩნდება… გაზაფხულია ბოლოს და ბოლოს… გაზაფხული გაჩაღდა! თითქმის ზაფხულია!იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი ფსიქიკა, ყველამ უნდა ვეცადოთ გავხდეთ ასეთები! მსუბუქები, სუფთები და მშვიდები!მოვიშოროთ შფოთი! მოვიშოროთ ნევროზულობა. არ დავინტერესდეთ ზედმეტი ინფორმაციით! არ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა – ნუ დაიხარჯებით! მთელი ეს ინფორმაციაა სახეხივითაა, რომელზედაც ვხეხავთ ჩვენს ნაზ ფსიქიკას, ვშლით მას თხელ ფენებად და ვარდისფერ ფაფად ვაქცევთ!ისეირნეთ! აუცილებლად ისეირნეთ! ღრმად ისუნთქეთ, შეხედეთ ცას და დაფიქრდით, კიდევ რა შეიძლება იყოს მსოფლიოში ასეთი ლამაზი ფერის!

გაასუფთავეთ საკუთარი თავი, სახლი და საკუთარი გონება, საკუთარი საინფორმაციო ველი ნაგვისაგან. და მაშინ, ამ სისუფთავეში მოვა სიმშვიდე! ტუჩებზე ნაზი ღიმილი აგითამაშდებათ, ჩაი კი გემრიელი იქნება! ადამიანები კი დაუფარავი აღფრთოვანებით შემოგხედავენ და იჩურჩულებენ, თუ რა მშვენიერი ენერგეტიკა გაქვთ! რა სასიამოვნოა თქვენს გვერდით ყოფნა!გამოეთიშეთ ყოველდღიურ რუტინას, პრობლემებს, აურზაურს – სწორედ ამ ბედნიერ მომენტში, ახლა და თქვენს სულში ნაზი ყვავილივით აყვავდება ნამდვილი ქალის ქარიზმა!