
ხანდახან, რთულია თავის ხელში აყვანა, როცა დიდი ხანია მარტო ხართ და, როგორც იქნა, ხვდებით მამაკაცს, რომელიც სიყვარულის არსებობაში დაგარწმუნებთ. მართალია, თქვენ არ უნდა დამალოთ ან ჩაფარცხოთ გრძნობები, თუმცა, არც მხოლოდ თქვენ უნდა გამოხატოთ ისინი. ბოლოს და ბოლოს, თუ იგი თქვენი სვეა, მისი დევნა არ მოგიხდებათ – თქვენ გვერდით თავისით გაჩერდება.
1. თუ იგი წასვლის საშუალებას გაძლევთ, ეს მისი დანაკარგია
თავიდან მრავალ სტრესსა და განცდას აიცილებთ, თუ ყველაფერს ბუნებრივად განვითარების საშუალებას მისცემთ და არაფერს დაატანთ ძალას. თუ იგი მისგან თავის შორს დაჭერის საშუალებას გაძლევთ, ესე იგი, ამ მიმართულებით უნდა წახვიდეთ – მისგან შორს. თქვენ ვერ მიიზიდავთ ბიჭს, რომელთან ყოფნაც არ გიწერიათ. მოუფრთხილდით ძალებს მისთვის, ვინც თქვენს ყურადღებას იმსახურებს.
2. თქვენ ძალიან მაღლა დგახართ იმისთვის, რომ მამაკაცს სდიოთ
საკმარისი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იცოდეთ, როცა თქვენს ადამიანს ხვდებით, თავიდანვე ყველაფერი თავისთავად ხდება. დიახ, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, თუმცა, როცა საუბარი საფუძველზეა, ეს რთული არ უნდა იყოს. კანიდან არ უნდა ამოძვრეთ მის დასაინტერესებლად.
3. ნამდვილ მამაკაცს დევნა არ სჭირდება
ნამდვილ მამაკაცს, თქვენდამი კეთილგანწყობის შესაქმნელად, არ სჭირდება, რომ ითამაშოთ ან მისი ეგო ანებივროთ. ჩამოყალიბებულმა მამაკაცმა იცის ძლიერი, დამოუკიდებელი და ზრდასრული ქალის ფასი, და იგი არ დაიჭერს თქვენგან თავს შორს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაედევნოთ. თუ ბედნიერი ურთიერთობა გსურთ, ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ მარტოც ბედნიერი იყოთ და სწორ ადამიანებს მისცეთ საშუალება, შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში და მასში თავიანთივე სურვილით დარჩნენ.
4. ბედისწერას თავისი გეგმები აქვს
ყველაზე მკვეთრი ლავ-სთორი თამაშდება, იმიტომ, რომ ბედისწერას ასე სურდა, და არა იმიტომ, რომ ურთიერთობის რომელიმე მხარემ იყოჩაღა. ზოგიერთს მოსწონს აკრძალულის მუდმივად მიღება, თუმცა, თუ იგი თქვენგან გაქცევას აგრძელებს, მის დევნას არ გირჩევთ.
5. იმსახურებთ მამაკაცს, რომელიც თავად იბრძოლებს თქვენთვის
თქვენ იმსახურებთ იმას, ვინც ძალისხმევას გამოიჩენს იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. თუ გეჩვენებათ, რომ იგი გშორდებათ ყოველ ჯერზე, როცა მას უახლოვდებით, რომ უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა გჭირდებათ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, შეჩერდით! შეხედეთ ყველაფერს რეალურად. ისიც იმდენივე ძალისხმევას ატანს ამ ურთიერთობას, რამდენსაც თქვენ?
6. თუ მამაკაცს ნამდვილად მოსწონხართ, ამის გამოხატვაში ხელს არაფერი შეუშლის
მართალს ამბობენ: მამაკაცი არ მალავს გრძნობებს, როცა ისინი არსებობს. რამდენადაც ეშინია, რომ მისი ოცნების ქალი სხვასთან წავა, თუ გადაწყვეტს, რომ მამაკაცი არაფერს გრძნობს. ამიტომ, თუ მამაკაცის დევნა გიხდებათ, ესე იგი, მისთვის საინტერესო არ ხართ.
7. მწარე სიმართლე უკეთესია
რთულია, თუმცა ჭეშმარიტი! თუ ბიჭს სდევთ, ესე იგი, ის გაგირბით. სადაა თქვენი ღირსება და თავმოყვარეობა? თუ იგი გარბის, ირბინოს.
8. სწორი მამაკაცი თქვენი იქნება
როცა თქვენს სწორ მამაკაცს შეხვდებით, საუკეთესო გრძნობებს განიცდით, ხოლო იმ ადამიანის დევნა, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს, უსიამოვნო გრძნობაა. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ, თუ იგი თქვენი ბედისწერაა, მისი დევნა არ მოგიხდებათ.