
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი მოგვითხრობს დაწეული ქუთუთოებისა და ჩავარდნილი თვალების გაფორმებისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რის გამოც ბევრს არ შეუძლია ვიზუალურად სიტუაციის გამოსწორება – მზერის გაახალგაზრდავება. ამიტომ, თუ თქვენ თვითონ იკეთებთ მაკიაჟს და გაინტერესებთ ეს თემა, მაშინ გირჩევთ, წაიკითხოთ ეს სტატია.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა თვალების გაფორმებისას, ეს არის ქვედა ქუთუთოების გაფორმების გარეშე დატოვება, კერძოდ, ჩრდილების არარსებობა თვალების გარე კუთხეებში.შეხედეთ ზემოთ მოცემულ ფოტოს, ეს ადგილი მე შემოვხაზე წითელი წრით. ეს არის, სწორედ აღმავალი ხაზის არარსებობა ქვედა ქუთუთოს გასწვრივ, რაც ხაზს უსვამს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ანუ, ბევრი ქალი უბრალოდ არ იფორმებს ქვედა ქუთუთოს, რის გამოც ხშირად უშვებს მეორე შეცდომას. მის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.ბევრი ქალი, ჩრდილებით მხოლოდ ზედა ქუთუთოს იფორმებს (მაგალითად, ორბიტალურ ხაზს). ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ქალები ხშირად ჩრდილებს ისვამენ თვალის გარე კუთხეში უფრო ქვემოთ, ვიდრე საჭიროა. ამის გამო ჩნდება განცდა, რომ ქუთუთოები უფრო დაშვებულია, თვალები კი უფრო ჩავარდნილი.
შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს: თვალის გარე კუთხეში (წითელი წრე), ჩრდილები არ უნდა დაიტანოთ მწვანე ხაზის ქვემოთ და ყველაზე წარმატებული ვარიანტი აბსოლუტურად ყველასთვის – არის ბეჟისფერი ჩრდილებით, ძლივს შესამჩნევი ხაზის დახატვა იმ ხაზის გასწვრივ, რომელიც ყვითლადაა აღნიშნული. მაკიაჟის გაკეთებისას ჩრდილებით არ უნდა გადახვიდეთ ამ ხაზის დაბლა!და ყველაზე მთავარი – ქვედა ნაწილის გასწვრივ, ეს ხაზი უნდა იყოს სწორი და აღმავალი, პირდაპირ წინ ყურების დროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ქალები ამ ხაზს იფორმებენ, ოდნავ ზევით ან ქვევით ყურებისას, რის გამოც საბოლოოდ მიიღება არასწორი მრუდი, რაც ყველაფერს აფუჭებს.
შეხედეთ “მანამდე და შემდეგ” ფოტოებს. პირველ ვარიანტში, თვალების გარე კუთხეებში ორბიტალური ხაზი გაფორმებულია უფრო დაბლა, ვიდრე საჭიროა, რის გამოც თვალის გარე კუთხეში გაჩნდა ღია ფერის კუთხე – ქუთუთოები ვიზუალურად დამძიმდა.მაგრამ, საკმარისია აღმავალი ხაზების დახატვა ქვედა ქუთუთოს გასწვრივ – თვალების გარე კუთხეებში და თვალები გაიხსნება…
მოცემულ ფოტოზე – ამის ნათელი მაგალითია.