მუცლის მასაჟი ფიგურის კორექციისთვის. მარტივი გზა ბრტყელი მუცლისა და წვრილი წელის მისაღებად

0
23

სახლის პირობებში ფიგურის კორექციის ერთ-ერთი ვარიანტია გვერდებისა და მუცლის მასაჟი ჯაგრისის გამოყენებით. ამ პროცედურას ცოტა დრო სჭირდება, შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ჩატარება და სწრაფ შედეგებსაც იძლევა. სწორედ, ასეთ მასaჟზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.მუცლის ჯაგრისით დამასაჟება დაგეხმარებათ შემდეგი შედეგების მიღწევაში:

  • კანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ელასტიურობის გაზრდა;
  • ამჭიმავი ეფექტი;
  • ანტიცელულიტური ეფექტი (როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება ან არსებული არათანაბარი რელიეფის მოშორება);
  • ამქერცლავი ეფექტი (კანის სტრუქტურა სწორდება, ხდება გლუვი და ერთგვაროვანი ფერის);
  • ცხიმოვანი ფენის შემცირება.

რის ხარჯზე ხდება ფიგურის კორექცია? – ჯაგრისით დაზელის დროს ვღებულობთ კარგი მასაჟის ეფექტს. ქსოვილები თბება, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება.დრაიბრაშინგი (ჯაგრისით მასაჟი) ახალი პროცედურა არ არის. მას აქტიურად იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში. აიურვედაში ამ პროცედურას იყენებდნენ შეშუპების სწრაფად მოსახსნელად და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეფექტი მიიღწეოდა ლიმფური დრენაჟით.ჯაგრისით მასაჟი ხელს უწყობს წონის დაკლებას ასეთი მასაჟის სხვადასხვა ეფექტების კომპლექსის გამო (სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, შეშუპების მოცილება, ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების გაზრდა, რაც მნიშვნელოვანია ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფი და ხარისხიანი დაშლისთვის).

როგორი ჯაგრისი გამოვიყენოთ? – გამოდგება ნებისმიერი კარგი ხარისხის ჯაგრისი. მისი ფორმა, მწარმოებელი და ღირებულება დიდ გავლენას არ ახდენს მასაჟის ეფექტზე. მთავარია – აირჩიოთ ჯაგარის სასურველი სიმყარე, რომელიც კანზე დისკომფორტის შეგრძნებას არ გამოიწვევს.ნებისმიერი სხვა მასაჟის მსგავსად, ამ პროცედურასაც გააჩნია მთელი რიგი უკუჩვენებები. ნებისმიერი მასაჟის წინ გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობისა და სხეულის თავისებურებები.

როგორ დავიმასაჟოთ მუცელი ჯაგრისით? – ვინაიდან მთავარი მიზანია ქსოვილების გათბობა და მასაჟი, მოძრაობები უნდა შესრულდეს ფუნჯზე მცირე ზეწოლით, თუ კანს უბრალოდ ზეწოლის გარეშე დაიმასაჟებთ, მაშინ სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.მასაჟი დაიწყეთ ქვედა ხაზებით, თითოეულ ხაზზე ჯაგრისი გადაატარეთ 3-ჯერ, შემდეგ გადადის გვერდების ზონაში (თითო ხაზი სამჯერ). სულ ბოლოს, უნდა დაიმასაჟოთ მუცლის ზედა ნაწილში. დასრულების შემდეგ, გაიმეორეთ კიდევ ორჯერ.ბოლო ნაწილი – არის მთელი მუცლის წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით (5-7 ჯერ).

ასეთი მასაჟის გაკეთება აუცილებელია კვირაში 2-3-ჯერ.