11.11.2020 – სარკისებრი თარიღი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

0
1048

ნოემბერში დგება “წლის ყველაზე ბნელი პერიოდი”, რომელიც გახვეულია მისტიკასა და წარსულის მითებში. ამავე პერიოდში, ჩვენ გველის სარკისებრი თარიღი – 11.11.2020.

სარკისებრი თარიღის თავისებურებები

რიცხვი 11 ნუმეროლოგიაში საკრარულად ითვლება. იგი მოიცავს ხელოვნების, მგრძნობელობის, მომატებული ინტუიციის ენერგიებს. ორი ერთიანი, განლაგებული ერთმანეთის გვერდით,სიმბოლოა სამყაროთა შორის ერთგვარი პორტალისა, რომელიც სწორედ ნოემბრის მისტიკურ “ბნელ” პერიოდში იხსნება. კიდევ ორი ერთიანი აძლიერებს ამ პორტალის მოქმედებას, გვაძლევს წვდომას მანამდე არარსებულ შესაძლებლობებსა და “საიდუმლო ოთახებზე”, რომლებიც შთაგონებასა და ინტუიციას შორისაა განლაგებული.

აგრეთვე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ციფრების ჯამსაც (1+1+1+1= 4). ოთხიანი განასახიერებს ყველაფერს, რაც ძვირფასი და მატერიალურია, რომელთა მიღებაც ჩვენი ძალისხმევისა და შრომის შედეგადაა შესაძლებელი. ესაა ფული, მატერიალური კეთილდღეობა, ინტელექტუალური იდეები, რომლებიც შემდგომ მოქმედებად იქცევა. ოთხიანის მიზანია შეგახსენოთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ თქვენი კეთილდღეობისა და წარმატების შემოქმედიდ. სხვათა შორის, რიცხვ 2020-შიც, ციფრთა ჯამი ოთხიანს უდრის.

სწორედ 11.11.2020 თარიღი გახდება თქვენი იღბლიანი თილისმა ახალი შესაძლებლობებისა და უკეთესი ცვლილებების გზაზე. თქვენი დადებითი ტრანსფორმაციის დასაწყებად, წაიკითხეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ ამ სარკისებრ დღეს.

რა გავაკეთოთ 11.11.2020-ში?

პირველი, რაც უნდა გაიაზროთ, არის ის, რომ სარკისებრ თარიღში ბედისწერა შემოგთავაზებთ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომელთა კითხვაც უნდა ისწავლოთ. ახლა დაწვრილებით აგიხსნით. თუ, მაგალითად, ამ დღეს თვალებს უეცრად საათს მიაპყრობთ, მასზე კი სარკისებრი ან ორმაგი რიცხვი იქნება (11:11, 21:12), ეს ნიშანი საბედისწეროდ უნდა ჩათვალოთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს გადარეულ რიტმში უნდა შეისვენოთ და მოუსმინოთ საკუთარ თავს, სურვილებსა და ინტუიციას. გრძნობთ დაღლილობას და დასვენება გსურთ? აიღეთ შვებულება 11.11.2020-შო ან მიუძღვენით დრო საკუთარ თავს, თუნდაც დღის ბოლოს. უეცრად ახლობლებისა და ნათესავების ნახვა მოგინდათ? ნუ გადადებთ შეხვედრას და დანიშნეთ იგი სარკისებრ თარიღში. დამიჯერებით, ამ მოვლენების დადებითი ენერგეტიკა გაჩუქებთ შთაგონებისა და ძალის მუხტს ახალი პროექტებისთვის. შესაძლებლობები, სასარგებლო ნაცნობობა და თქვენთვის საჭირო ადამიანები იქედან გაჩნდება, საიდანაც არასდროს ელოდით. სარკისებრი თარიღი მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ შეძელით საკუთარი თავის მოსმენა.

მაშ ასე, რისი გაკეთება შეიძლება და აუცილებელია სარკისებრ დღეს?

  • მოუსმინეთ საკუთარ თავს;
  • ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებსა და ნიშნებს;
  • იყავით გახსნილი სიახლეებისთვის;
  • მიიღეთ საკუთარი თავი და შეიყვარეთ საკუთარი ნაკლი;
  • მიაქციეთ ყურადღება ციფრებსა და რიცხვებს.

ბოლო პუნქტი უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. თუ სარკისებრი თარიღის დღეს ერთნაირ ციფრთა შეთავსებას იხილავთ (მაგალითად, 777, 8888, 22), ეცადეთ, დაიმახსოვროთ, რაზე ფიქრობდით იმ მომენტში. სწორედ ეს აზრები და ემოციები უნდა იყოს თქვენთვისა და თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანი. არ გაუშვათ ისინი ხელიდან!

რისი გაკეთება არ შეიძლება სარკისებრ დღეს?

მთავარი ისაა, რისი გაკეთებაც არ შეიძლება სარკისებრ დღეს – სხვებს არ უნდა უსურვოთ ბოროტება. აკრძალულია შურიანობა, კამათი, “ბნელი” რიტუაებისა და სპირიტული სეანსების ჩატარება. პირველი ნოემბრიდან, სამაინის (ტრანსფორმირებული ჰელოუინი) დღესასწაულის შემდეგ, დგება წლის ე.წ. ბნელი ნაწილი. ესაა დრო, როცა ღამე ხაგრძლივდება, დღე – მოკლდება, ბინდი მოულოდნელად დგება და მოიცავს ყველა ადამიანურ შიშს.

სწორედ ამიტომ, ამ დღეს არ შეიძლება გამანადგურებელი აზრების მიშვება, წყენის შემონახვა, სხვებისთვის ფიზიკური ან სულიერი ტკივილის მიყენება.

როგორ მოვიზიდოთ კეთილდღეობა და იღბალი?

სარკისებრი დღე იდეალური დროა ცხოვრებაში იღბლისა და დადებითი ცვლილებების მოსაზიდავად. გარდა იმისა, რომ ეს პერიოდი დადებითად აზროვნებას საჭიროებს, საჭიროა მარტივი რიტუალების შესრულებაც, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება შავ მაგიასთან. ეს უფრო ციფრთა მაგიაა. ყურადღება მიაქციეთ დროს: 11 ნოემბრის 11:11 საათზე, დაალაგეთ მაგიდაზე მონეტები და კუპიურები, თან თქვით: “ფული ფულთან მოდის, მრავლდება, ჩემი პრობლემებიც გვარდება.” იგივე გაიმეორეთ ამავე დღის 23:11-ზეც. შელოცილი ფული საფულით მომდევნო სარკისებრ თარიღამდე უნდა ატაროთ.

იღბლის მოზიდვისთვისაც საათს უნდა უყუროთ. დილის 11:11-ზე წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: “ყველაფერი, რაც დავგეგმე, ახდება, ჩემი სახლი და ჩემი ცხოვრება იღბლით აივსება”. თქვენი იღბალი სადღაც აქვეა. უბრალოდ ირწმუნეთ უკეთესი მომავალი და აღმოაჩინეთ ახალი ნიჭი, თქვენი შრომისმოყვარეობისა და სარკისებრი თარიღის დახმარებით.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სარკისებრ დღეს?

11.11.2020 საუკეთესო დღეა მომავალი წლის სურვილების რუკის შესადგენად. გააკეთეთ ფოტოკოლაჟი და ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ 2021 წელს. როგორი გინდათ იყოთ მომავალ წელს? როგორია თქვენი მინიმალური და მაქსიმალური მოლოდინი ახალი პერიოდისგან? ან, გაქვთ თუ არა ყველაზე სანუკვარი სურვილი? თუ გაქვთ, დაწერეთ. ოღონდ, უბრალოდ კი არა, არამედ ერთი და იგივე ფრაზა სხვადასხვა ფურცელზე 11-ჯერ უნდა გაიმეოროთ. დაალაგეთ ყველა ფურცელი დასტად და წარმოთქვით: “ასრულდეს ჩემი სანუკვარი ოცნება!”

11:11:2020-ის შუაღამემდე, დაალაგეთ სურვილის ფურცლები მთელ სახლში. გააჩერეთ მთელი დღე, ციფრთა მაგიამ მოქმედება რომ დაიწყოს. ირწმუნეთ იღბალი და, დაე, თქვენი ოცნებები ყოველთვის ახდეს!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ