მოვიდა დრო უკან მივიხედოთ და გავიაზროთ ბოლო ექვსი თვის მოვლენები

0
34

პლანეტა პლუტონი, ძალიან მალე „შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას“ და გადავა პირდაპირი ფაზიდან რეტროგრადულში. ვინაიდან ეს პლანეტა ძალიან ნელა მოძრაობს, მისი რეტრო ფაზა თითქმის ნახევარ წელს გრძელდება, ამჯერად ის დაიწყება 2022 წლის 3 მაისს და დასრულდება, მხოლოდ 2022 წლის 5 ოქტომბერს. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

პერსონალურ დონეზე, პლუტონი არის ყველაზე ფსიქოლოგიური პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ თავში ჩაძირვასთან, ქვეცნობიერის სიღრმეში ჩაძირვასთან, ის ინიცირებს პიროვნების ღრმა გარდაქმნებს, რაც იწვევს პიროვნების სრულ ტრანსფორმაციას. გლობალური თვალსაზრისით, პლუტონი პასუხისმგებელია მასებზე, ძალაუფლებაზე, დიდ ფულსა და ბუნებრივ სიმდიდრეებზე (მინერალებზე), ომებზე, სტიქიურ უბედურებებსა და კატასტროფებზე.პლუტონი უზარმაზარი ძალებისა და ენერგიების მატარებელია, რაც მას სჭირდება მასშტაბური ცვლილებებისთვის, როდესაც ფაქტიურად ყველაფერი გარდაიქმნება, ნადგურდება, ფერფლამდე იწვის, რათა მოგვიანებით ამ ფერფლიდან რაღაც სრულიად ახალი, უფრო სტაბილური და მნიშვნელოვანი აღმოცენდეს. პლუტონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ციური ტრანსფორმატორი და როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ცვლილება იწყება, როგორც წესი, მხოლოდ სრული არაეფექტურობის გაცნობიერების შემდეგ, როდესაც გააცნობიერებ რომ ის, რაც ადრე ურყევად ითვლებოდა, სრულიად მოძველებულია და აღარ მუშაობს მიმდინარე რეალობაში.

როგორც უკვე ვთქვით, პლუტონი ძალიან ნელა მოძრაობს, მისი პირდაპირი და რეტროგრადული ფაზები ხანგრძლივობით დაახლოებით თანაბარია. პირდაპირი მოძრაობის მომენტში პლუტონი იწვევს გარკვეულ ცვლილებებს, რაღაცას აახლებს, გადატვირთავს . ჩვენ ვხედავთ, როგორ იჭრება გარკვეული გარე მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ქარიშხალი, ცუნამი. მაგრამ, პლანეტის რეტროგრადული ფაზა არის შესვენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ცოტა აბსტრაქცია მოვახდინოთ მოვლენების დინამიკიდან, ქაოსიდან, რომელიც სუფევდა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ პლუტონი უმაღლესი პლანეტაა, მოვლენები, რომლებსაც ის ააქტიურებს, ყოველთვის მასშტაბური და გლობალურია. როგორც წესი, ჩვენ არ გვაქვს მათზე ძალაუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მათი მიღება და როგორმე შეგუება ამ ახალ რეალობასთან. სწორედ, ამიტომ გვეძლევა პლუტონის რეტროგრადული პერიოდი.

გასული წლის ოქტომბრიდან პლუტონმა დაიწყო ჩვენი რეალობის კორექტირება და, როგორც გესმით, მოვლენები მართლაც გრანდიოზული იყო. ბევრმა არ იცოდა, როგორი რეაგირება მოეხდინა, როგორ მოეპყრობოდა მათ, როგორ მიეღო ისინი და ექცია საკუთარი ბედის ნაწილად. და რაც მთავარია, მათ არ ესმოდათ, როგორ გაეცნობიერებინათ ისინი, რათა შემდგომში მათთან ერთად ეცხოვრათ.აი, შემდეგი 6 თვე, მაისიდან ოქტომბრამდე, სწორედ ამისთვის გვეძლევა. რაც უფრო მალე გავიგებთ, თუ როგორ ჩავრთოთ ეფექტურად საკუთარი თავი ამ გაუგებარ რეალობაში, რაც უფრო მალე მივიღებთ მომხდარის ფაქტს და მის შეუქცევადობას, მით უფრო ოპერატიულად დავიწყებთ “ახალი” ცხოვრების შენებას, ჩვენი მომავლის სტრატეგიის შემუშავებას.ჩვენ გვახსოვს, რომ პლუტონი ეხება ფსიქიკას, უფრო მეტიც – ქვეცნობიერს, რაც ნიშნავს, რომ მოგვიწევს საკუთარი თავის ყველაზე ღრმა დონეებზე გარდაქმნა. ამ პიროვნული ტრანსფორმაციის გარეშე, არ მოხდება მიღება და არ დაიწყება საკუთარი თავის ახალ პირობებთან შეგუების პროცესი. ასე რომ, როგორც ყოველთვის, ვიწყებთ პირველ რიგში საკუთარი თავიდან.

საინტერესოა, რომ პლუტონის რეტროგრადულობა სწორედ დაბნელების კორიდორში დაიწყება. ეს გვატყობინებს იმ მნიშვნელოვანი მსოფლიო პროცესების შესახებ, რომლებიც დაიწყება. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ გავერკვევით იმ შეცდომების შედეგებში, რომლებიც წინა ექვს თვეში დავუშვით, გამოვიტანთ ახალ დასკვნებს, შევცვლით ჩვენს მსოფლმხედველობას, გადავხედავთ დადგენილ პრინციპებსა და ორიენტირებს. არის ალბათობა, რომ ბევრ ადამიანს აზრი შეეცვლება კაცობრიობის მიერ განვლილ ეტაპზე. ჩვენ სრულად გავაცნობიერებთ შედეგების სრულ სიღრმესა და გლობალურობას, იძულებულნი გავხდებით ვეძებოთ ამ კრიზისიდან გამოსასვლელი გზები, პრობლემების გადაჭრის გზები და როგორმე ვისწავლოთ ცხოვრება ამ ახალ სამყაროში.