
ადრე არ მიყვარდა გამწოვის ბადის გაწმენდა, რადგან იქ ყოველთვის არის რთული დაბინძურება, როგორიცაა ცხიმი და ჭვარტლი. მაგრამ, შემდეგ გავიგე ერთი მეთოდის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პრობლემები, თუნდაც ამ არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობაში. სწორედ, ამ მეთოდის შესახებ მოგითხრობთ, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.დღეს გაგიზიარებთ ერთი მაგარ რჩევას, თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ სწრაფად და მარტივად გამწოვის ბადე.
ამისთვის, გამოვიყენებ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტს. ასევე დაგვჭირდება მდუღარე წყალი და ძველი კბილის ჯაგრისი.მე ბადის გასარეცხად გამოვიყენებ ლანგარს. ერთდროულად ორივე ირეცხება. ვიღებთ ერთ ტაბლეტს, ვათავსებთ ბადის ზედაპირზე და ვასხამთ ადუღებულ წყალს.შემდეგ, ვიღებთ ძველ კბილის ჯაგრისს და კბილის ჯაგრისით ვამოძრავებთ ტაბლეტს ბადის ზედაპირზე. ასე, ტაბლეტი უფრო სწრაფად იხსნება და, ამავდროულად, წმენდს ბადის ზედაპირს.
მას შემდეგ, რაც ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება, ვტოვებ ბადეს ხსნარში, რათა პროდუქტმა კარგად იმოქმედოს. საკმარისი იქნება 10 წუთი, რათა ტაბლეტი ბოლომდე გაუმკლავდეს დარჩენილ ჭუჭყს.ამ 10 წუთის განმავლობაში ფილტრს რამდენჯერმე ვაბრუნებ ისე, რომ ხსნარი მოხვდეს ყველა პრობლემურ ადგილს და დარჩენილი ცხიმი მთლიანად დაიშალოს.შემდეგ, შეგიძლიათ უკვე ამოიღოთ ბადე იმ ჭურჭლიდან, რომელშიც ჩადეთ გასარეცხად და გარეცხოთ გამდინარე წყლით. ფილტრი გახდება ძალიან სუფთა, ტაბლეტის ძლიერი მოქმედების წყალობით.
თქვენ არ დაგჭირდებათ ბადის თითოეული ხვრელის ხელით გაწმენდა. დიახ, და მე ჩვეულებრივ ორ ჩიტს ერთად ვიჭერ: ვასუფთავებ ფილტრს და ვრეცხავ ლანგარს.კომენტარებში მოგვწერეთ, იცოდით თუ არა ამ მეთოდის შესახებ.