გაჭედილი მილები პრობლემას აღარ წარმოადგენს. მე გაჩვენებთ ხრიკს, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ისინი სწრაფად, სანტექნიკოსის გარეშე (ეს ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია)

0
81

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პრობლემა, რომელიც სამზარეულოში შეიძლება წარმოიშვას, არის ნიჟარის გაჭედვა. ყველას არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ პრობლემას და საჭირო ხდება სანტექნიკოსის გამოძახება. თუმცა, თქვენ იცით, რომ ის მომენტალურად არ მოვა.გვიწევს დიდხანს ლოდინი და სამზარეულოში ყველა საქმე გაურკვეველი დროით შეჩერებულია. თუმცა, ამ პრობლემასთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეიძლება. არსებოს ერთი კარგი საშუალება, რომლის შესახებაც, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.

ეს საშუალება დაგეხმარებათ არა მარტო მილის ბლოკირებასთან გამკლავებაში, არამედ მოსპობს უსიამოვნო სუნს, რომელიც კანალიზაციიდან ამოდის ხოლმე. მეთოდი ძალიან მარტივია. ახლა, მილის გაწმენდას ნებისმიერი დიასახლისი შესძლებს. ინგრედიენტები ხელმისაწვდომია და სახლში ყველას აქვს.საშუალების შემადგენლობაში შედის საცხობი სოდა, სუფრის ძმარი, მდუღარე წყალი.

  • დასაწყისისთვის, ნიჟარიდან ვიღებთ ბადეს და სანიაღვრე მილში ვასხამთ 4 სუფრის კოვზ სოდას, შემდეგ ვასხამთ 1 ჩაიდან მდუღარე წყალს, შემდეგ სანიაღვრე მილში ვასხამთ 250 მილილიტრ სუფრის ძმარს.
  • თქვენ მოისმენთ შიშხინს, რაც ნიშნავს, რომ რეაქცია დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეაქცია დამთავრდება, შიშხინი შეწყდება, საჭირო იქნება, სანიაღვრე მილში ისევ იმავე რაოდენობის მდუღარე წყლის ჩასხმა.

ამ პროცედურის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ წყალი მილში კარგად ჩაედინება. მილი გაჭედილი აღარ იქნება და საჭირო აღარ იქნება სანტექნიკოსის გამოძახება.თქვენ დაზოგავთ ფულსაც და დროსაც. აუცილებლად სცადეთ ამ მეთოდის გამოყენება.კომენტარებში მოგვწერეთ, იცოდით თუ არა ამ მეთოდის შესახებ.