იდეალური კანი სამ ნაბიჯში. დატენიანება, წერტილოვანი მუშაობა ნაკლოვანებებზე და იდეალური ტონი. Aravia Laboratories-ის სამი პროდუქტის მიმოხილვა

0
96

არ არის აუცილებელი იქონიოთ კოსმეტიკური საშუალებების უზარმაზარი არსენალი, რათა თქვენი სახე იდეალურად გამოიყურებოდეს. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი Aravia Laboratories-ის პროდუქტების შესახებ საუბრობს.ქალების უმეტესობას სურს, რომ მათი კანი იყოს:

  • დატენიანებული;
  • მუწუკების, სიწითლის, პოსტ-აკნესა და გაფართოებული ფორების გარეშე;
  • ლამაზი თანაბარი ტონით.

დღეს, ვისაუბრებ ბრენდ Aravia Laboratories-ის სამ პროდუქტზე, რომლთა საშუალებითაც შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღება.

პირველი ნაბიჯი – დატენიანება ღამის ნიღბის მეშვეობით. ეს არის ნიღაბი, რომლის შედეგიც პირველივე გამოყენებისთანავე ვნახე. ის არის სქელი, სურნელოვანი და გამოყენებისას ეკონომიური.ნიღაბს ვისვამ საღამოს, კანის გაწმენდის შემდეგ – სახესა და კისერზე. თავიდან კანზე წებოვნების შეგრძნებაა, რომელიც დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ქრება. ალბათ ამიტომაა, რომ მწარმოებელი გვირჩევს მის გამოყენებას დაძინებიდან ერთი საათით ადრე.დილით სახე სუფთაა, დასვენებული და დატენიანებული.ნიღაბი ძალიან ეფექტურია და მისი გამოყენება საკმარისია კვირაში 1-2-ჯერ, გამოყენების შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

მეორე ნაბიჯი – მუწუკებისა და სიწითლის მოშორება. აკნესა და ფერიჭამელების მოშორებაში დაგეხმარებათ წერტილოვანი გამოყენების გელი:გადამოწმებულია: ის მოქმედებს ძლიერ გამონაყარზეც კი. ჩემს ქალიშვილს აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით თინეიჯერული მუწუკები, ეს გელი მას ძალიან შველის. მის ასაკში ძნელია ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება, რადგან ახლა ხდება ორგანიზმის გარდაქმნა. დროდადრო, ჩვენ ვცვლით ან მორიგეობით ვიყენებთ ამ პროდუქტებს და Aravia Laboratories-ის გელი ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია.ეს გელი ჩემს კანზეც შესანიშნავად მოქმედებს პირველივე გამოყენებისთანავე. მუწუკები ხმება და ქრება რამდენიმე გამოყენების შემდეგ და შესაძლებელია ისეთი პრობლემის თავიდან აცილება, როგორიცაა პოსტ-აკნე.

მესამე ნაბიჯი – კანის იდეალური ტონი. ამისათვის, Aravia Laboratories-ს აქვს დამატენიანებელი ტონალური კრემი.ეს კრემი კანზე ჯდება თანაბარ თხელ ფენად, ხაზს არ უსვამს გაფართოებულ ფორებს. ალბათ, ხაზს არ უსვამს არც აქერცლილ კანს, მაგრამ ღამის ნიღაბი ისე კარგად კვებავს და ატენიანებს, რომ მისი გამოყენების შემდეგ, აქერცლილი კანი საერთოს დავივიწყე.მაქვს ამ კრემის ღია ბეჟისფერი, ნომერი 13:ხელის კანის ფერს ეს ფერი დიდად არ ემთხვევა, მაგრამ გადანაწილებისას კარგად ეწყობა კანის ფერს:კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა, კანზე საერთოდ არ იგრძნობა. ამასთანავე, მას ასევე აქვს კარგი დაფარვის უნარი.კომენტარებში გაგვიზიარეთ: გიცდიათ თუ არა Aravia Laboratories-ის კოსმეტიკა? რომელი საშუალებები მოგეწონათ ყველაზე მეტად?