
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ ისტორიას ჰყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე 27 წლის ვარ, ის 34-ის… ერთი თვის წინ დავქორწინდით. ქორწილამდე ექვსი თვე ერთად ვცხოვრობდით ორ ოთახიანი ბინის ცალკე ოთახში, მეორე ოთახში მისი მშობლები ცხოვრობდნენ. ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა…მის მშობლებს მეორე ბინა აქვთ, მაგრამ იქ ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ. ვხედავ, რომ არ სურთ თავიანთი ბიჭის ცალკე გაშვება. მე ასე ვფიქრობ, თუ მათ ენდომებოდათ, რომ თავიანთ შვილს ცალკე ეცხოვრა, ისინი ქორწილის შემდეგ, მალევე დაგვითმობდნენ მეორე ბინას.
მე არაერთხელ ვთხოვე ჩემს ქმარს, რომ ბინა გვექირავებინა და ცალკე გადავსულიყავით საცხოვრებლად და შემდეგ, გვეცადა ბინის შეძენა იპოთეკით. მაგრამ, მას არ სურს ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, იპოთეკის კი ეშინია, თუმცა მე და მას კარგი შემოსავალი გვაქვს.დედამთილი ყოველთვის შენიშვნებს მაძლევს, რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი არასწორია, მისი აზრით, პურსაც კი არასწორად ვჭრი… გამუდმებით ვნერვიულობ. მისი მხრიდან კი მე არაერთხელ მსმენია, რომ “მე ასეც კარგად ვარ, მოდი ჯერ მშობლებთან ერთად ვიცხოვროთ. მოდი დაველოდოთ, მშობლები მოგვცემენ ამ ბინას, მაგრამ მერე, მოგვიანებით”. ჩიხია…მის მშობლებთან ცხოვრება არ შემიძლია. მინდა, რომ მე და ჩემმა ქმარმა ცალკე ვიცხოვროთ. გასულ კვირას ვიჩხუბეთ. ვერ მოვითმინე, ვუთხარი, რომ ან ცალკე ვიცხოვროთ, ან მე მივდივარ-მეთქი. გაბრაზდა და მითხრა, თუ არ მოგწონს, წადიო. დედაჩემთან წავედი.
სამი დღის შემდეგ დავბრუნდი, რომ დავლაპარაკებოდი. ბინაში რომ შევედი, ზღურბლზე ჩემი ნივთები დამხვდა, ერთად შეგროვებული. მან ძალიან ბევრი რამ მითხრა. თქვა, რომ მისით ვმანიპულირებ, რომ შევარცხვინე, მივატოვე, მისგან შევტრიალდი… მისმა მშობლებმაც ბევრი ტალახი გადამასხეს. გამლანძღეს და გამომაგდეს. ქმარი, პრობლემის გადაწყვეტას ახლა მხოლოდ განქორწინებაში ხედავს. ამბობს, რომ ასე აღარ შეუძლია, დაიღალა. რამდენი კარგი რამ გვქონდა ცხოვრებაში, ქორწილის შემდეგ კი ყველაფერი ასე განვითარდა. დეპრესიაში ვარ. და ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ჩემმა ქმარმა მხარი არ დამიჭირა. ის საკუთარი მშობლების მხარეს დარჩა…