“არაფერი მომხდარა” და ქალის მიერ წარმოთქმული კიდევ 8 საშიში ფრაზა

0
35

ზოგჯერ ქალები მამაკაცებს არ ეუბნებიან ზუსტად იმას, რის გადმოცემაც სურთ. სწორედ ამ თემაზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

1. “ძალიან კარგი, მშვენიერია!” – ამ სიტყვებს, ქალები ჩვეულებრივ იყენებენ კამათის ბოლოს – როდესაც ისინი მართლები არიან და საჭიროა, რომ თქვენ გაჩუმდეთ.

2. “მალე ვიქნები მზად! ხუთ წუთში!” – ეს ფრაზა შეიძლება ორი გზით იქნას განმარტებული. თუ ქალმა ეს ფრაზა წარმოთქვა იქამდე, სანამ სახლიდან გასასვლელად დაიწყებდა მომზადებას, “ხუთი წუთი“ უდრის ნახევარ საათს. მაგრამ, თუ თქვენ მოგცეს მხოლოდ 5 წუთი იმისთვის, რომ ფეხბურთის მატჩის პირველი ნახევარი ნახოთ ბოლომდე იქამდე, სანამ “სახლის საქმეებში” დაიწყებთ მოხმარებას, დარწმუნებული იყავით – ეს იქნება ზუსტად ხუთი წუთი!

3. “არაფერი მომხდარა” – ეს კი არის სიმშვიდე ქარიშხლამდე. ეს “არაფერი” აშკარად რაღაცას ნიშნავს, ამიტომ ფრთხილად იყავით. ჩხუბი, რომელიც იწყება სიტყვებით “არაფერი მომხდარა”, ჩვეულებრივ, მთავრდება სიტყვით “მშვენიერია” (იხ. პუნქტი 1).

4. “მიდი, მიდი, გააგრძელე” – ეს არის გამოწვევა და არა უფლების მიცემა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ!

5. მძიმე ხმამაღალი კვნესა – ეს არავერბალური განცხადება ხშირად არასწორად ესმით მამაკაცებს. ხმამაღალი კვნესა დაახლოებით ნიშნავს შემდეგს: ის ფიქრობს, რომ შენ სრული იდიოტი ხარ და არ ესმის, რატომ კარგავს დროს აქ დგომასა და შენთან არაფერზე კამათში (იხ. პუნქტი 3).

6. “ყველაფერი კარგადაა” – ერთ-ერთი ყველაზე საშიში განცხადებაა, რომელიც შეუძლია მამაკაცს ქალისგან მოისმინოს. “ყველაფერი კარგადაა” ნიშნავს იმას, რომ იგი იღებს თაიმ-აუტს, რათა მოიფიქროს, როდის და როგორ გაზღვევინოთ თქვენი შეცდომის გამო.

7. “გმადლობ” – თუ ქალი მადლობას გადაგიხდით, არ იკითხოთ რატომ. უბრალოდ უთხარით მას “არაფრის”. თუმცა, არის ერთი მომენტი: თუ უბრალო “მადლობის” ნაცვლად გაიგებთ სიტყვებს: “დიდი მადლობა!” (სიტყვა “დიდი” ხაზგასმით), მაშინვე უნდა შენიშნოთ დახვეწილი სარკაზმი, რომელიც ჟღერს მის ხმაში. ამის შემდეგ, არასოდეს თქვათ “არაფრის”, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა “არ აქვს მნიშვნელობა” (იხ. ქვემოთ).

8. “არ აქვს მნიშვნელობა” – ეს არის ელეგანტური ქალური გზა მამაკაცის “შორს” გასაგზავნად.

9. “ნუ ღელავ, მე თვითონ…” – კიდევ ერთი მუქარის შემცველი განცხადება. ყველაზე ხშირად ამას მაშინ ამბობენ, როსედაც ქალმა უკვე რამდენჯერმე სთხოვა მამაკაცს რაღაცის გაკეთება (ნაგვის გადაყრა, სახლში დაყრილი წინდების შეგროვება, ლურსმნის მირტყმა) და აღმოაჩინა, რომ ის არც კი ამდგარა სავარძლიდან და თვითონ დაიწყო ყველაფრის გაკეთება. მოგვიანებით, ეს სიტუაცია გამოიწვევს მამაკაცის სულელურ კითხვას “რა მოხდა?” და მიიღებს ქალის პასუხს, რომელზედაც მესამე პუნქტში ვისაუბრეთ.