შეიღებავენ წამწამებს და 5-7 წლით უფროსად გამოიყურებიან. შეცდომა, რომელიც ყველაფერს აფუჭებს

0
28

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი მოგვითხრობს ერთი შეცდომის შესახებ, რომელსაც წამწამების შეღებვისას უშვებენ და რის გამოც ვიზუალურად იმატებენ ასაკს და გამოხედვასაც იცვლიან.წაიკითხეთ ყურადღებით.

ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია ეს და ამიტომ საკმაოდ ხშირად ჩნდება კითხვა: “რატომ ხდება ასე, რომ როდესაც წამწამებს ვიღებავ თვალები მეცვლება და ეს არც თუ ისე ლამაზია?” შევეცდები თქვენთვის გასაგებ ენაზე გიპასუხოთ.არ ვისაუბრებ მაკიაჟზე მთლიანობაში, არამედ ვისაუბრებ სწორედ წამწამებზე – მათი შეღებვის ნიუანსებზე. ვინაიდან ქალების უმეტესობა, ვინც წამწამების შეღებვაზე მეკითხება, ძირითადად მხოლოდ ტუშს, პუდრსა და პომადას იყენებს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებიან).

და იცით რომელია ყველაზე მთავარი შეცდომა წამწამების შეღებვისას, რომელიც ყველაფერს აფუჭებს? ქალები ცდილობენ წამწამები მაქსიმალურად მაღლა აპრიხონ ისე, რომ ისინი თითქმის წამწამების ზრდის ხაზიდან იყურებოდეს მაღლა. და მესმის ეს ნაბიჯი, საქმე ისაა, რომ ასაკთან ერთად ბევრს წამწამები უმოკლდება და მათი აპრეხა მხოლოდ ძირიდან არის შესაძლებელი.მაგრამ, წამწამებს თუ შევხედავთ (როგორიც არ უნდა იყოს მათი სიგრძე), მათი მოხრა იწყება (თუ საერთოდ არსებობს) დაახლოებით წამწამების სიგრძის შუა ნაწილიდან, ანუ თითქოს ძირებიდან შუა სიგრძემდე – იყურება წინ და ოდნავ ქვემოთაც კი, შემდეგ კი უკვე ჩნდება მოხრა – წამწამები იწყებს ზევით ყურებას.

შეხედეთ მწვანე ისარს – სწორედ ასეთი აპრეხა ამშვენებს თვალებს და არა, როდესაც წამწამები მაქსიმალურად მაღლა იყურება.როდესაც წამწამებს პირდაპირ ძირებიდან იღებავთ, მაშინ, თითქოსდა, არღვევთ თვალების პროპორციებს (აჩენთ წამწამებსშორის ხაზს, ცვლით თვალების ფორმას), რაც ვიზუალურად არ გაახალგაზრდავებთ. და რაც უფრო მუქ ტუშს იყენებთ, მით უფრო ხაზს უსვამთ ამ დისბალანსს.რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც მოკლე და თხელი წამწამები აქვთ. თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი:

  • გამოიყენეთ ხელოვნური წამწამები (რაც ყველას არ უხდება);
  • შეიღებეთ წამწამები ტუშით, მაგრამ არა ისე, რომ წამწამები ძირებიდან მაღლა იყურებოდეს, არამედ მათი ვიზუალურად გასქელებისთვის, წაისვით მუქი ფანქარი წამწამების ზრდის ხაზის გასწვრივ და დაჩრდილეთ იგი;
  • თუ წამწამები იშვიათი და მოკლეა და თქვენ მიჩვეული ხართ მათ ისე შეღებვას, რომ ისინი ძირებიდანვე ზევით იყურებოდეს, მაშინ შეეცადეთ რაც შეიძლება მაღლა აიპრიხოთ მხოლოდ თვალის გარე კუთხესთან ახლოს მდებარე წამწამები (ნაჩვენებია წითელი ხაზით, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე). იცით რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე ადვილად იპრიხება თვალის შუა ნაწილში არსებული წამწამები. და როგორც წესი, თუ წამწამები მთელ სიგრძეზე იპრიხება, მაშინ თვალის გარე კუთხე ვიზუალურად ეცემა. არ დაგავიწყდეთ წამწამებსშორისი ხაზის გაფორმებაც.

გაფორმებული წამწამებსშორისი ხაზით წამწამები უფრო მომგებიანად გამოიყურება.