თაგვებმა სამუდამოდ დაივიწყეს ჩემი სახლისა და აგარაკის გზა. მეგობარმა მასწავლა მარტივი და ჰუმანური მეთოდი, თუ როგორ მოვიშოროთ ისინი სწრაფად

0
145

თაგვები – ერთი შეხედვით, სრულიად უვნებელი არსებები არიან, მაგრამ როდესაც ისინი ჩვენს სახლებში ან აგარაკებში ჩნდებიან, ასეთმა მეზობლობამ არა მგონია ვინმე გაახაროს. ჩვენ მაშინე ვცდილობთ ვიპოვოთ რაიმე გზა და ეს მღრღნელები მოვაშოროთ ჩვენს ტერიტორიას. თუმცა, ჩემთვის მიუღებელია თაგვებთან ბრძოლის სასტიკი მეთოდები.ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ გავიგე ისეთი მეთოდის შესახებ, რომელიც მეხმარება მღრღნელებისგან თავის დაღწევაში და ამავდროულად არ ავნებს მათ. სწორედ, ამ მეთოდზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ამ მეთოდის მიხედვით, თაგვების მოსაგერიებლად მხოლოდ 1 ინგრედიენტს ვიყენებ.
ეს არის პიტნის ნაყენი. შეგიძლიათ აიღოთ ასეთი პიტნის 2 ფლაკონი: ზეთიანი და სპირტიანი, ან შეგიძლიათ შეიძინოთ კომბინირებული შემადგენლობის პიტნის ნაყენი. თუ კომბინირებულს ვერ იშოვნით, მაშინ აიღეთ 2 ფლაკონი და შეურიეთ მათი შიგთავსი.

შემდეგ, ვიღებთ ამ ნარევს შპრიცით და ვიწყებთ მის გამოყენებას იმ ადგილებში, სადაც არის თაგვების გამოჩენის ნიშნები. როგორც წესი, სახლის მფლობელებმა იციან, სად ბინადრობენ თაგვები მათ სახლში.ამ საშუალებას ვიყენებ ნაპრალებთან ახლოს, პლინტუსების ქვეშ, ავეჯის უკან, სადაც შეიძლება დაიმალონ თაგვები.

ყურადღება! თაგვების მოშორების გარდა, სახლში მიიღებთ მშვენიერ პიტნის სურნელსაც.გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს წამალი თაგვებს არ კლავს, ისინი უბრალოდ ტოვებენ თქვენს სახლს, რადგან ეს სუნი მათ აშინებს.გამოიყენეთ ეს მეთოდი, თუ ეს ნაცრისფერი მღრღნელები შეგაწუხებენ.კომენტარებში მოგვწერეთ იცოდით თუ არა ამ მეთოდის შესახებ.