ტაროს გაშლა. ღირს თუ არა, რომ დაურეკოთ ან მისწეროთ მას პირველმა?

0
41

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: ღირს თუა არა, რომ დაურეკოთ ან მისწეროთ მას პირველმა?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

თქვენ გამოხვედით, როგორც კვერთხების დედოფალი. ეს არის ქალის კარტი, რომელიც არის კაშკაშა, აქტიური, მიმზიდველი, ძალიან თავდაჯერებული, ვინც იცის როგორ მოაწონოს თავი გარშემომყოფებს.ეს არის ცეცხლოვანი ხასიათის მქონე ქალი, მან იცის რის მიღება სურს ცხოვრებიდან და აქტიურად მოქმედებს ამ მიმართულებით. კომუნიკაბელურია, ცდილობს იყოს მოვლენებისა და ყურადღების ცენტრში.თუმცა, ახლა თქვენ არც თუ ისე კარგ ენერგიებში იმყოფებით, ბრაზდებით საკუთარ თავზე, იმ მამაკაცზე, რომლის შესახებაც დაუსვით შეკითხვა კარტს, ბრაზდებით არსებულ გარემოებებზე.

არის ბევრი ნეგატივი, ნერვიულობა, ბევრი შინაგანი უთანხმოება, როცა ერთის მხრივ გსურს ადამიანთან დაკავშირება, მეორე მხრივ – მაინც ვერ ივიწყებთ მასთან დაკავშირებულ ნეგატიურ ემოციებს.მამაკაცზეც, პირველ კარტად ამოდის რთული კარტი – ხმლების რაინდი (ყურადღება მიაქციეთ, თქვენი მხრიდან პირველი კარტი არის ხმლების ხუთიანი).ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა მამაკაციც იმყოფება მსგავს ნეგატიურ ენერგიებში. როგორც ჩანს, თქვენს შორის მართლაც სერიოზული უთანხმოება მოხდა.

უფროსი არკანი მშვიდობა, არის შემდეგი კარტი, რომელიც მის დასახასიათებლად გამოვიდა. იგი იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცი თანდათან იწყებს ამ ნეგატივისაგან თავის დაღწევას და ნორმალურ ემოციონალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.თუმცა, კვერთხების ათიანი მიუთითებს იმას, რომ მისთვის ჯერ კიდევ რთულია ამის გაკეთება. მას სურს დამშვიდება, ცდილობს შინაგანი ჰარმონიის დაბრუნებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არც ისე კარგად გამოსდის.თქვენი ურთიერთობის სტატუსი ახლა გაურკვეველია, დიდი ალბათობით თქვენ შორის პაუზაა, არ არის არანაირი კომუნიკაცია, არანაირი განვითარება. ურთიერთობები ადგილზე გაიყინა.

თუმცა, პაუზა არ არის ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა, უბრალოდ, ორივეს გჭირდებათ დრო დასასვენებლად და აზრების მოსაკრებად. მაგრამ, არსებობს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება.ღირს თუ არა, რომ პირველი დაუკავშირდეთ? დიახ, ზოგჯერ გსურთ, რომ დაურეკოთ, მისწეროთ, რაღაცნაირად გამოჩნდეთ, დროდადრო ფიქრობთ ხოლმე ამაზე.თუმცა, არ ღირს მოვლენების დაჩქარება, მორალურად ჯერ მზად არ ხართ ამ ნაბიჯისთვის. თქვენ არ გაქვთ შინაგანი ენერგია რაიმე ქმედებებისთვის, ახლა თქვენ უბრალოდ უნდა დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ, რადგან ამ ჩხუბმა ბევრი ენერგია წაგართვათ. უბრალოდ ისიამოვნეთ სიჩუმითა და სიმშვიდით.

თანაც, თქვენ ჯერჯერობით არ გაქვთ მტკიცე რწმენა იმისა, რომ ნამდვილად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. გრძნობები არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკეთესი იქნება თუ მოიცდით.თქვენ ინტუიციურად იცით, რომ ახლა უბრალოდ ჯერ არ დამდგარა ურთიერთობების აღდგენის დრო. თქვენ ორივე ჯერ კიდევ ნეგატივში იმყოფებით, არ დაგვიწყებიათ რთული ემოციები, გაბრაზებულები ხართ ერთმანეთზე.