
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არჩევანის წინაშე დგება. ზოგჯერ პასუხი აშკარაა და გონებით ხვდებით, თუ რომელ პარტნიორთან გვექნება მეტი პერსპექტივა და სტაბილურობა, გული კი სხვას გვიმტკიცებს. დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყურება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი.
ვერძი
ვერძი ვნებიანი და რომანტიკული საყვარელია. ის ურთიერთობაში ვნებას აფასებს და პირველი ნაბიჯის გადადგმა არ აშინებს, მაგრამ საკმაოდ იმპულსურია. სწორედ ამიტომ, ხშირად „იდეალურ პარტნიორსა“ და კლასიკურ „ცუდ ბიჭს“ შორის არჩევანის გაკეთება უწევს. პირველ ვარიანტში არის ყველაფერი, რაზეც ოცნებობს, ის მშობლებს და მეგობრებს მოსწონს, მაგრამ თქვენ, თითქოსდა ჯინაზე, მგზნებარე და საშიში ბიჭისკენ გიზიდავთ, რომლის ცვალებადი ხასიათი მხოლოდ უსიამოვნებებს გპირდებათ.
კურო
ვენერას მმართველობით კურო წარმოუდგენლად რომანტიკულია. ის იდეალურ პარტნიორზე ოცნებობს და ადამიანში ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს. მას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ წინა ურთიერთობა დაივიწყოს: ის, რაც უკლებლივ ყველასთვის მტკივნეულია, კუროსთვის ნამდვილ აგონიად იქცევა. შემდეგ ჯიუტი ხასიათის წყალობით გადაწყვეტს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ახალი პარტნიორი იპოვოს, წარმატებას აღწევს და აქ, უკვე სასიყვარულო სამკუთხედი ჩნდება. როგორც კი კურო ახალ ბიჭს იპოვის, მავნე ყოფილი მის გზაზე ჩნდება.
ტყუპები
ტყუპებს თავგადასავლები სწყურია, მისი ცხოვრება გრიგალია და მას ყველაფერზე მეტად გართობა სურს. ასევე მცირე დრამების და ფსიქოლოგიური თამაშების წინააღმდეგი არაა. უყვარს ხალხი, რომლებიც მას დასცინიან, ამიტომ დროდადრო „საფიცარ მეგობარსა“ და „მხიარულს“ შორის ხვდება. პირველი ტყუპების ინტერესებზე საერთოდ არ ზრუნავს და საერთოდ თხასავით იქცევა, მაგრამ სკანდალური ხასიათის გამო რომანი ტყუპებს არ ბეზრდება. როცა ტყუპები პოულობს იმას, ვინც მას სიცილს აიძულებს, იმწამსვე ყურებამდე უყვარდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ტყუპებს ეს სამკუთხედი უყვარს და ტონუსს ინარჩუნებს.
კირჩხიბი
როგორც ნებისმიერი წყლის ნიშანი, კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა, მას სურს, რომ ვინმეს სიყვარული მიანიჭოს და სანაცვლოდ სათანადო სითბო მიიღოს. კირჩხიბის მთავარი ფანტაზია „დიდხანს და ბედნიერის“ ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ არა ასე სწრაფად – მისი სული მარტივად მოწყობილი არაა. კირჩხიბი ჩვევების არსებაა, ამიტომ ხშირად უყვარდება ადამიანები, რომლებსაც ხშირად ხედავს: ბარისტა კაფეში, მეზობელი კიბის მიმდებარედ, ოჯახის მეგობარი. სასიყვარულო სამკუთხედის მეორე მხარე ყოველთვის ასოცირდება რაღაც იდუმალთან, მისტიკურ ხიბლის მქონე ადამიანთან.
ლომი
ლომს თუნდ პური არ აჭამოთ, ოღონდ ყურადღების და სასიყვარულო ისტორიის ცენტრში იყოს. ლომი ყოველთვის მაღალ ფსონს ითხოვს, ხოლო რომანტიკა მისთვის რეალითი შოუა და მზადაა ერთ–ერთი მონაწილე ნებისმიერ მომენტში გააგდოს. მას ნათელი ხალხი იზიდავს, ამიტომ როგორც კი „დაპატიჟებული ვარსკვლავის“ გვერდით აღმოჩნდება, იმწამსვე „მატჩზე“ ფიქრობს. მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს მეორე ვარიანტი, სათადარიგო – ის, ვინც აღმერთებს და თაყვანს სცემს, პროფესიონალი თაყვანისმცემელი. თუ „დაპატიჟებულ ვარსკვლავს“ ზოგჯერ ნაძირლად ყოფნის უფლება აქვს, მაგრამ დანარჩენ დროს ლომის მსგავსად უნდა იბრწყინოს, თაყვანისმცემელი მოთმინებით დაელოდება, როცა ლომი თამაშს დაასრულებს და სტაბილურობა მოუნდება.
ქალწული
ქალწული პრაქტიკულია და სურს, რომ რომანტიკამ რაღაცამდე მიიყვანოს. აღარაფერს ვამბობთ, რომ პაემანი მის დღის წესრიგში უნდა შედიოდეს. ქალწულს ურჩევნია შეუყვარდეს ის, ვინც მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მაგალითად, თანამშრომელი. ამასთან ქალწულს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ხშირად უყვარდება, იმ შემთხვევისთვის თუ ერთ–ერთი არ გაამართლებს. ქალწულმა თანამშრომლის გარდა თვალი შეიძლება დაადგას ბიჭს, ვისთან ერთადაც ძაღლს ასეირნებს ან დარბის.
სასწორი
სასწორი მუდმივად იდეალურ პარტნიორს ეძებს და ამ გზაზე ხშირად სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევა, რომელიც შეგიძლიათ სერიალის საფუძვლად გამოიყენოთ. სასწორს არა უბრალოდ სირთულეების ეშინია, არამედ თითქოსდა მათ იზიდავს. ცალმხრივი სიყვარული – სასწორის საიდუმლო ფეტიშია, რადგან მას რჩეულად ყოფნის შეგრძნება ფიზიკურად სჭირდება. არავის (განსაკუთრებით თავად სასწორს) გაუკვირდება სამკუთხედში აღმოჩენა, სადაც ერთ–ერთი მონაწილე მას ყურადღებას არ აქცევს, მეორე კი დაქორწინებულია.
მორიელი
მორიელი ცხოვრობს პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“. ამ ცეცხლოვან ნიშანს ვნება და კონტროლი სწყურია. მას მოსწონს, როცა მას და პარტნიორს შორის ქიმია მძვინვარებს და ურთიერთობა ყოველთვის ცოტა სისულელის ზღვარზეა. ამასთან მორიელს ძლიერი მიჯაჭვულობა სურს და პარტნიორისგან ერთგულებას ითხოვს, ამიტომ იდეა „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ მასთან ახლოსაა. ამ მხრივ მორიელის სასიყვარულო სამკუთხედი ხშირად შედგება სტაბილური ბიჭისა და სექსუალური უცნობისგან, რომელიც სრულად უიმედოა და მორიელის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება.
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ნიშნებიდან მშვილდოსანს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს პასუხისმგებლობის აღება. ის დარწმუნებულია, რომ ურთიერთობა ყოველთვის თავგადასავალი უნდა იყოს. მშვილდოსნის სასიყვარულო სამკუთხედები ხშირად საკურორტო რომანსა და „ჭკვიანი“ ბიჭის კომბინაციაა. პირველი – შემთხვევითი, მაგრამ ძალიან ამაღელვებელი ნაცნობობაა, ვალდებულებებისგან თავისუფალი, საინტერესო და მხიარული. მეორე – ჩვეულებრივ, მეგობარი, რომელთან ბევრი საერთო ინტერესი, სექსი გაქვთ, მაგრამ ურთიერთობაში ჯერ არ ხართ, რადგან. სხვათა შორის, რატომ?
თხის რქა
თხის რქა პრაქტიკული და სერიოზული საყვარელია, რომელსაც სერიოზული, ხანგრძლივი ურთიერთობა, თავდაჯერებულობა და სტაბილურობა სწყურია. ამის გამო, მისთვის თითოეული პაემანი ინტერვიუს ტოლფასია. შესაფერისი კანდიდატის პოვნისას დარწმუნებულია, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე თანაცხოვრების კონტრაქტს ხელს სიამოვნებით მოაწერს. ასე ჩნდება სასიყვარულო სამკუთხედის ერთი მხარე: ვიღაც საიმედო, კარგი შემოსავლის მქონე პარტნიორი.
რაც შეეხება მეორე მხარეს, მოდით გულწრფელი ვიყოთ. თხის რქას სექსი უყვარს. ცხოვრება კარგი სექსის გარეშე ვერ იქნება, ხოლო იმ სტაბილურ და სწორ პარტნიორს ამით ყოველთვის უზრუნველყოფა არ შეუძლია. ასე ჩნდება ბიჭი კოდური სახელით „ასო“, რომელიც მთელი ცხოვრება არ გჭირდებათ, მაგრამ საწოლში უბრალოდ ტაიფუნია.
მერწყული
როგორც ნებისმიერი ჰაერის ნიშანი, მერწყული ექსტროვერტი და კომუნიკაბელურია, სხვადასხვა ტიპის ხალხით ცხოვრების შევსება უყვარს, რომლებიც მის ჰორიზონტს აფართოებენ. თქვენ გჭირდებათ პარტნიორთან ღრმა ფსიქოლოგიური კავშირის დამყარება, სანამ გულს გაუხსნით. თქვენი პარტნიორი საუკეთესო მეგობარია, რომელთან ერთად ცეცხლი და წყალი უკვე გამოიარეთ. დროდადრო ჰორიზონტზე ჩნდება მაგარი ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ინტელექტს კვებავენ. სავარაუდოდ, არაფერი სერიოზული, მაგრამ თქვენ გჭირდებათ, რომ ჰორიზონტზეც ყოველთვის ვიღაც იყოს.
თევზები
რომანტიკულ თევზებს მართავს ნეპტუნი – ფანტაზიის და წარმოსახვის პლანეტა. სწორედ ამიტომ, თევზები ყოველთვის ზღაპრულ პრინცს ეძებს. მხოლოდ გულით ხელმძღვანელობს, ლოგიკა ჩატიდან გასულია. თუ ის თქვენს თვალებს წვას არ აიძულებს, საერთოდ რა საჭიროა? მეორე მხრივ, ხვდებით, რომ გჭირდებათ ვიღაც, ვინც თქვენზე იზრუნებს და ყველაზე ამ ზრდასრულ, საზიზღარ საქმეს შეასრულებს, როგორიცაა კომუნალურების გადახდა, სავახშმოდ სალათის ყიდვა და კიდევ ათასი სხვადასხვა წვრილმანი, რომელიც გამიწებთ. თქვენი სამკუთხედი ასე გამოიყურება: მზრუნველი და პრაქტიკული პარტნიორი თუ თავქარიანი და შემოქმედებითი? ვის აირჩევთ?