ქაფი, რომელიც აქრობს ნაოჭებს. ვიტამინების, კოლაგენისა და ამინომჟავების ნაზავი უნიკალურ ნაოჭების საწინააღმდეგო მუსში

0
81

თქვენ ალბათ, გსმენიათ ორი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური კომპონენტის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს კანს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, მრავალი წლის განმავლობაში. საუბარია ჰიალურონსა და კოლაგენზე. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია კოლაგენის შემცველ კრემზე, რომელიც საკმაოდ ეფექტურია.ეს არის გერმანული ბრენდის MERZ-ის კრემ-მუსი.

კრემ-მუსი ბევრი რამით განსხვავდება ჩვეულებრივი კრემისგან. უფრო ეკონომიურია, ტექსტურა ჰაეროვანია და მსუბუქი.ერთი მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა აი ამ რაოდენობის მუსი:და ეს რაოდენობა საკმარისია მთელი სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონისთვის.პირველი გამოყენებისას, გაუცნობიერებლად დავაჭირე დისპენსერს ბოლომდე და ჩემს ხელისგულზე მუსის უზარმაზარი ღრუბელი აღმოჩნდა. ამიტომ, გირჩევთ ნაზად და მსუბუქად დააჭიროთ, რადგან დოზატორიდან გამოსული ქაფი სწრაფად იზრდება მოცულობაში.

მუსი არის მკვრივი, ელასტიური და ძალიან მსუბუქი.ხელზე ყოფნისას ის არ კარგავს ფორმას და არ იქცევა წყლიან სუბსტანციად რამდენიმე წუთშიც კი. ამიტომ, მისი გამოყენება ძალიან მარტივია და მოსახერხებელი.კრემ-მუსი მარტივად ნაწილდება კანზე, დნება კანთან შეხების დროს. წასმის შემდეგ, პირველ წუთებში კანი ოდნავ წებოვანია, ცოტა ხნის შემდეგ კი კრემი მთლიანად შეიწოვება. კანზე არ რჩება ფირი, პრაქტიკულად საერთოდ არ შეიგრძნობა.როგორი ეფექტი ვლინდება ღამით კრემის პირველად წასმის შემდეგ:

  • კანი დილით უფრო დატენიანებული და გამოკვებილია;
  • კანი ოდნავ იცვლება, შეინიშნება, რომ ის გახდა უფრო ელასტიური.

მთლიანობაში, კანი მოვლილად გამოიყურება, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია ღამის კრემის მოქმედებისათვის.ამ კრემზე კვლევების ჩატარებისას აღინიშნა შემდეგი ეფექტი:ერთი კვირის მანძილზე გამოყენების შემდეგ, ნამდვილად შეინიშნება კანის გამკვრივების და მსუბუქი (მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო) გათანაბრების ეფექტი.ამ კრემს აქვს შესანიშნავი შემადგენლობა პარაბენების გარეშე. მაქსიმალური მოვლის ეფექტის უზრუნველსაყოფად, კრემი შეიცავს ერთდროულად სამ აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც იძლევა გამოხატულ ლიფტინგ-ეფექტს:

  • კოლაგენი;
  • მცენარეული პროტეინები და ამინომჟავები;
  • ვიტამინი С.

კრემის კომპლექტში იყო ასეთი საყვარელი ფლაკონი შიმერით:მისი გამოყენება შესაძლებელია ტანზე, სახესა და თმაზე. ფერი ძალიან კარგია, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბრონზერი:ასეთი მსუბუქი მბზინვარება ხელს შეუწყობს ლამაზი მაკიაჟის შექმნას და, მაგალითად, სახეზე ყვრიმლების გამოკვეთას.მიუხედავად ასეთი სიმსუბუქისა, მუსი შესანიშნავად კვებავს კანს, რის წყალობითაც კანი დილით დასვენებულად გამოიყურება, გაზრდილია მისი ელასტიურობა და ტენიანობა. მოვლის თვისებები მყარ ხუთიანზეა, მუსის მოქმედების ეფექტი შეიგრძნობა და ეს შეიგრძნობა, არა მხოლოდ მუსის დატანის პირველ წუთებში.