
როგორ დავიკლოთ შიმშილის გარეშე? უმარილო დიეტა სცადეთ. დღეს გთავაზობთ სწორ მენიუს 14 დღეზე, შედეგებს, ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტის დადებით და უარყოფით მხარეებს.
უმარილო დიეტა: ძირითადი პრინციპები
მარილი არა მხოლოდ სანელებელი, არამედ მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. მაგალითად, უჯრედების და სითხის რეგულირებისთვის და არტერიული წნევის შესანარჩუნებლად.
მარილს შეიცავს ბევრი საკვები პროდუქტი, რომელთაც ყოველდღე ჭამთ. მცენარეული პროდუქტები, მათ შორის ბოსტნეული, ხილი და ფრინველის ხორცი, უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე ცხოველური წარმოშობის საკვები.
ნატრიუმის მაქსიმალური რაოდენობა გვხვდება დამუშავებულ საკვებში. ჩიფსი, გაყინული პროდუქტი, სწრაფი კვების პროდუქტები გემოს გასაუმჯობესებლად ძალიან ბევრი ნატრიუმით არის გაჯერებული.
დაბალი ნატრიუმის შემცველი დიეტის ძირითადი პრინციპი: ნატრიუმის მაღალი შემცველი საკვების და სასმელის შეზღუდვა ან საერთოდ ამოღება. ჩვეულებრივ, ასეთ კვების გეგმა რეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევის ან გულის სამკურნალოდ. დიეტის გამარტივებული ფორმა: დაახლოებით 2-3 გრ (2000-3000 მგ) მარილი დღეში.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი კერძი უმარილოდ? ძალიან მარტივად – კერძის მომზადების დროს რამდენიმე წესი დაიცავით:
- პირველი კითხვა: რით შევცვალოთ მარილი უმარილო დიეტის დროს? პასუხი: ალტერნატივად ლიმონის წვენი გამოიყენეთ.
- კერძები ახალი მწვანილით მოამზადეთ და არა პაკეტის ხმელი მწვანილით.
- ახალი, ნატურალური სანელებლები დაუმატეთ.
- სალათის მდიდარ, პიკანტურ სართავად ციტრუსის წვენი და ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.
- წვნიანებს ნივრის და კოჭის ნარევი დაუმატეთ.
- ახალ პროდუქტებზე არ იძუნწოთ, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს.
- შესანიშნავი სწრაფი წასახემსებელი: ხმელი ბარდის ჰუმუსი, ნივრით და მწვანილით.
- ხორცისთვის სპეციალური მარინადი მოამზადეთ ზეითუნის ზეთით, ნივრით, ძმრით, თაფლით და კოჭით.
14 დღიანი უმარილო დიეტა გასახდომად: ყოველი დღის მენიუ
ჩვენ შევადგინეთ მარტივი მენიუ უმარილო დიეტის ყოველი დღისთვის, რომლის დაცვაც ნებისმიერი ცხოვრების წესის პირობებში ადვილია.
1–ლი და მე–8 დღე
- საუზმე: ვაშლის წვენი, შვრიის ფაფა უმარილოდ და ყავა.
- სადილი: სენდვიჩი ინდაურის ხორცით და პომიდვრით.
- ვახშამი: სალათი თინუსით, პომიდვრით და კომბოსტოთი.
მე–2 და მე–9 დღე
- საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და კვერცხის ომლეტი.
- სადილი: შემწვარი საქონლის ხორცი მწვანე ლობიოთი.
- ვახშამი: 200 გრ მოხარშული უცხიმო ხორცი და ახალი სიმინდი.
მე–3 და მე–10 დღე:
- საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და ტოსტი.
- სადილი: ქათმის ხორცი გრილზე შემწვარი და გრეიფრუტი.
- ვახშამი: გამომცხვარი კარტოფილი სატაცურით.
მე–4 და მე–11 დღე
- საუზმე: შავი ყავა და ბლითი ქიშმიშით.
- სადილი: თინუსი და პომიდვრის სალათი.
- ვახშამი: რამდენიმე ხილი ბანანის გარდა.

მე–5 და მე–12 დღე
- საუზმე: შტოშის წვენი და უმარილო შვრიის ფაფა.
- სადილი: შინაურული თევზის წვნიანი და 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი.
- ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად.
მე–6 და მე–13 დღე
- საუზმე: ყავა, შემწვარი პური და ნახევარი გრეიფრუტი.
- სადილი: სალათი ზღვის პროდუქტებით, თინუსით და ახალი მწვანილით.
- ვახშამი: 2 კვერცხი, გახეხილი ვაშლი.
მე–7 და მე–14 დღე
- საუზმე: ტოსტი და შავი ჩაი.
- სადილი: 200 გრ ქათმის ხორცი და კარტოფილის პიურე მწვანილებით.
- ვახშამი: 150 გრ სპაგეტი უმარილოდ და ბროკოლით.
უმარილო დიეტა: შედეგები, მიმოხილვები, სარგებელი და ზიანი
უმარილო დიეტის შედეგები: მიმოხილვები
14 დღიანი უმარილო დიეტით 6-7 კგ–ს დაკლება ნამდვილად შეიძლება. პირველ დღეებში ზედმეტი წყალი მოვიშორეთ, რადგან სითხეს სწორედ მარილი აკავებს. შემდეგ თანდათან ცხიმიც შემიმცირდა. აუცილებელია დიეტას სპორტული ვარჯიშები, დღეში მინიმუმ 20 წუთით მაინც, შეუთავსოთ, რომ ეფექტურად დაიკლოთ.
ქალები წერენ, რომ მტკნარ გემოსთან შეგუება თავიდან უჭირდათ, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ გემოსთვის კერძებს შეგიძლიათ ლიმონის წვენი მოასხათ. დიეტის დროს შიმშილს არ იგრძნობთ, რადგან მენიუ საკმაოდ ნოყიერი და მრავალფეროვანია.
უმარილო დიეტა: სარგებელი და პოტენციური ზიანი
ცხადი სარგებელი
უმარილო დიეტას რამდენიმე უპირატესობა აქვს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ:
- დიეტა არტერიულ წნევას ამცირებს;
- გახდომას ხელს უწყობს;
- კალციუმის ათვისებას ხელს უწყობს;
პოტენციური ზიანი
ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ საკვებში ნატრიუმის შემცველობის შემცირებამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. მაგალითად, გულის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. უმარილო დიეტის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
ძალიან ცოტა მარილის მოხმარებამ ან მასზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის ზრდა და ჰიპონატრიემია (სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება).