სილამაზეს აკნე გიფუჭებთ? სცადეთ ეს საშუალება!

0
30

გლიცერინს კარგად იცნობენ შინაურული კოსმეტიკის მოყვარულები. ის ყველასათვის ხელმისაწვდომია და ძვირიც არ ღირს. გლიცერინი ძალიან აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მის საფუძველზე მზადდება მრავალი ნიღაბი და კრემი. სუფთა სახით კი ის შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური საშუალება აკნეს საწინააღმდეგოდ. Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ გლიცერინი აკნეს მოსაშორებლად.

გლიცერინი კარგად აღწევს კანში და ხსნის ღრმა უსიამოვნო აბსცესებსაც კი. კანის პრობლემურ მონაკვეთზე გლიცერინი უნდა ისვათ აკნეს სრულ მოშორებამდე. მას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ გამოყენებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პირადად თქვენს შემთხვევაში არ გამოიწვევს გაღიზიანებას. ამისათვის, წაისვით ცოტაოდენი გლიცერინი მაჯაზე ან იდაყვზე. თუ წასმის შემდეგ სიწითლე ან ქავილის შეგრძნება არ გაჩნდება, მაშინ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ იგი. გლიცერინი გამოიყენეთ წერტილოვნად, წაისვით მუწუკებზე – არ არის საჭირო მისი წასმა მთელ სახეზე.

გთავაზობთ გლიცერინის შემცველი ერთი პოპულარული ნიღბის რეცეპტს: აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი გლიცერინი და 1/3 ჩაის კოვზ E ვიტამინი, კარგად შეურიეთ. მიღებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე, ნაზად დაიმასაჟეთ სახე. გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ მოაშორეთ ნიღბის ნარჩენები ხელსახოცით ან ბამბის დისკოთი. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ უნდა დაისვენოთ.

ეს ორი კომპონენტი ერთად, შესანიშნავად ატენიანებს და ამკვრივებს კანს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აშორებს ღრმა და წვრილ ნაოჭებს.გაიკეთეთ ეს ნიღაბი და გალამაზდით!