შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულობის დროს

0
57

ქალებს სურთ მოვლილი გარეგნობა ჰქონდეთ ორსულობის პერიოდშიც კი და ეს განსაკუთრებით ეხება თმას: შესაღები ძირები ან ჭაღარა თმა არავის არ ახარებს. საშიშია თუ არა ორსულობისას თმის შეღებვა და ვნებს თუ არა ბავშვს? მომავალ დედებს ეს კითხვა აწუხებთ და სწორიც არის, რადგან აგრესიულმა საღებავებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც ქალზე, ასევე ნაყოფზე. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

საზიანოა თუ არა ორსულობის დროს თმის შეღებვა? – ორსული ქალის ორგანიზმში ხდება სერიოზული ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები. ამიტომ, რეაქცია საღებავის კომპონენტებზე შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი: ის არ შეიძლება “არ დაჯდეს” თმაზე ისე, როგორც საჭიროა ან გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თუმცა, თუ ქალი თმას დაფეხმძიმებამდეც იღებავდა, ალერგიის რისკი მცირდება.დიდი ალბათობით, პარიკმახერი დაგარწმუნებთ, რომ ორსულობისას თმის შეღებვა არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ. ექიმების მოსაზრებები კი – არც ისე ერთმნიშვნელოვანია.

2 შეხედულება ორსულობის დროს თმის შეღებვაზე – გინეკოლოგებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ პროცედურის მიმართ და მათი მოსაზრებები დიამეტრალურად საპირისპიროა: ზოგი კატეგორიული წინააღმდეგია, ზოგიც ვერ ხედავს რაიმე ზიანს მომავალი დედისა და ბავშვისთვის.

სამედიცინო თვალსაზრისი “მომხრე” – თუ მომავალ დედას სურს გამოიყურებოდეს ლამაზად და მოვლილად, მას აქვს ამის უფლება. ამ მოსაზრებას იზიარებენ მიდგომის მომხრეები. მათ მიაჩნიათ, რომ საღებავების კომპონენტები ღრმად არ აღწევს და არ ხვდება სისხლის ნაკადში. თუმცა, ისინი არ უარყოფენ, რომ ქიმიური ნივთიერებები სისხლში ხვდება. მაგრამ, დოზები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ზიანის მომტანი არ არის.კიდევ ერთი არგუმენტი არის ერთგვარი იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება გამომუშავებოდა ქალს, თუ ის თმას დაფეხმძიმებამდეც იღებავდა. ის დაიცავს დედას ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან. ნაყოფს კი – პლაცენტა იცავს.

სამედიცინო თვალსაზრისი “წინააღმდეგი” – ექიმები აღნიშნავენ: საღებავების კომპონენტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალის სხეულზე და ნაყოფის განვითარებაზე. ამასთანავე, ისინი პაციენტებს უკრძალავენ თმის შეღებვას ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველ 13 კვირაში ბავშვი სწრაფად ვითარდება, საფუძველი ეყრება მის მომავალი ჯანმრთელობას,პირველ ტრიმესტრში ყალიბდება ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები და სისტემები. ამავდროულად, ნაყოფს ჯერ არ აქვს საკუთარი დაცვა – ის ახლახან იწყებს ჩამოყალიბებას. ამიტომ, ადრეულ სტადიაზე ბავშვი ჯერ კიდევ დაუცველია ყოველგვარი გარეგანი გავლენებისაგან. პირველ ტრიმესტრში ყველაზე ძვირადღირებული და ვითომ უსაფრთხო საღებავებიც კი უარყოფითად იმოქმედებს მასზე.ამ ეტაპზე თმის შეღებვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეფერხება, დაარღვიოს იმუნური სისტემის მუშაობა მომავალში – ღირს კი ასეთ რისკად? სწორედ, ამიტომ ეწინააღმდეგებიან ექიმები თმის შეღებვას, ორსულობის ამ ეტაპზე.საღებავმა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ ასევე თქვენც: გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება, თავის ტკივილი, ალერგიული გამონაყარი და შესაძლოა თმაც ცუდად შეგეღებოთ.მე-2 ტრიმესტრში ბავშვს უკვე გააჩნია დამცავი მექანიზმები, ამიტომ თმის შეღებვა არც ისე საშიშია.

სახიფათო ინგრედიენტები თმის საღებავის შემადგენლობაში – ექიმები მომავალ დედებს სთხოვენ წაიკითხონ საღებავების, აქტივატორებისა და გამაღიავებლების შემადგენლობა. ისინი გავლენას ახდენს სასუნთქ გზებზე, ილექება მათზე. განსაკუთრებით საზიანოა საღებავისა და აქტივატორი ნაერთის ორთქლი, ყველაზე ძლიერ კი გამაღიავებელი მოქმედებს – ის ქიმიურად ყველაზე აგრესიულია.

აი, დედისა და ნაყოფისთვის საშიში კომპონენტები:

  • ამიაკი – აქვს მკვეთრი სუნი, იწვევს გულისრევას და ღებინებას, ძალების დაკარგვას, შაკიკს;
  • რეზორცინი – აქვეითებს იმუნიტეტს, აღიზიანებს ცხვირის, თვალისა და ხახის ლორწოვან გარსს, იწვევს გაციებისა და ხველების პროვოცირებას, ალერგიას – კანზე ლაქების სახით;
  • პარაფენილენდიამინი – პროვოცირებს ანთებით პროცესებს, უკიდურესად საშიშია ნაყოფისათვის პირველ ტრიმესტრში;
  • წყალბადის ზეჟანგი – საშიშია რეზორცინთან ურთიერთობისას. შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, დამწვრობა.

მოერიდეთ მათ ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.

უსაფრთხო საშუალებები ორსულობის დროს თმის შესაღებად – ორსულებისთვის შესაფერისია მხოლოდ უამიაკო საღებავები. თუ შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი დაშვებულია მომავალი დედისთვის, თავისუფლად შეიძინეთ ის. ენდეთ ორგანულ პროდუქტებს პროფესიონალური სერიიდან. ყველაზე მეტად ქერებს გაუჭირდებათ: თუ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა გსურთ, უარი თქვით თმის გამაღიავებელზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც უსაფრთხოა ქალებისთვის და ნაყოფისათვის:

  • 1. ლორეალი. Series Casting Creme Gloss (ამიაკის გარეშე), Inoa (ზეთზე დაფუძნებული პროდუქტი);
  • 2. Matrix Line Color sync – არ შეიცავს ამიაკს, სულფატებს;
  • 3. Wella. Color Touch სერია – მასში ამიაკი არ არის, მაგრამ მწარმოებელი გვაფრთხილებს: შეგიძლიათ შეიღებოთ მხოლოდ მე-2 ტრიმესტრიდან;
  • 4. SanoTinT. ამ ბრენდის საღებავები არ შეიცავს ამიაკს, მზადდება მცენარეული კომპონენტების საფუძველზე;
  • 5. Schwarzkopf. Perfect Mousse – ეს არის მუსები, რომლებიც არ შეიცავს წყალბადის ზეჟანგს და ამიაკს;
  • 6. Estel Professional. Deluxe Sense Series – გამოყენება შესაძლებელია მე-2 და მე-3 ტრიმესტრში.
  • მიაქციეთ ყურადღება: არცერთმა მწარმოებელმა არ მიუთითა, რომ საღებავის გამოყენება შესაძლებელია პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის დროს თმის შესაღები ბუნებრივი საშუალებები – მათი გამოყენება შეგიძლიათ ორსულობის პირველივე დღიდანაც კი. შეარჩიეთ მეთოდი, სასურველი ფერის მიხედვით.შავგვრემანი გოგოებისთვის შესაფერისია ბასმა, კაკაო, ყავა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპონენტების კომბინაცია, თმის საინტერესო ფერის მისაღებად.წითურებისთვის შესაფერისია ხნა, კურკუმა. შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ფერები – ცეცხლოვანი წითელი, სპილენძისფერი, წითელი, ოქროსფერი.ქერებისთვის – გვირილა, ლიმონი, დარიჩინი, თაფლი. შეგიძლიათ შეურიოთ ლიმონის წვენი თაფლს, გვირილის ნაყენი თაფლს. ეს პროდუქტები შესაფერისია გოგონებისთვის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ღია ქერა და სხვადასხვა ტონის ქერა თმა – შესანიშნავად განაახლებს და ხაზს გაუსვამს ფერს.გამოიყენეთ ხალხური საშუალებები ყოველგვარი შიშის გარეშე: ისინი სარგებელს მოუტანს თმას, გააძლიერებს, შემატებს მბზინვარებას და დაიცავს დაზიანებისაგან.

რეკომენდაციები: გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა პროცედურამ წარმატებით ჩაიაროს თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

  • რჩევა № 1. არ გამოიყენოთ მას-მარკეტის საღებავები. ისინი შეიცავს აგრესიულ 9%იან გამხსნელს. იწვევს სიწითლეს, კანის დამწვრობას, ალერგიას და ასევე აშრობს თმას.
  • რჩევა № 2. ნუ შეიცვლით თმის ფერს რადიკალურად. თუ მუქი თმა გაქვთ, ნუ ეცდებით ერთდროულად გახდეთ პლატინისფერი ქერა. თქვენ ვერ მიაღწევთ ასეთ ეფექტს ბუნებრივი ნაერთებით, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ საკუთარი თავისა და თქვენი ბავშვის რისკს ქვეშ დაყენება.
  • რჩევა № 3. აირჩიეთ ძვირადღირებული პროფესიონალური საღებავი. მწარმოებლები ყოველწლიურად ქმნიან უფრო უსაფრთხო პროდუქტებს. ასეთი პროდუქტების ნახვა შეგიძლიათ პროფესიონალურ ხაზებში.
  • რჩევა № 4. თმა შეიღებეთ თვეში ერთხელ. უფრო ხშირად საჭირო არ არის.
  • რჩევა № 5: მოუსმინეთ რას გრძნობთ. პროცედურაზე წადით მხოლოდ შესანიშნავი განწყობით და ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე. ტოქსიკოზი, ფეხების შეშუპება, ზურგის ტკივილი, ჰიპერტონუსი და ორსულობის სხვა გართულებები – არ წარმოადგენენ საუკეთესო კომპანიონებს სილამაზის სალონში.
  • რჩევა № 6. ორსულობისას თმის შეღებვა ოსტატს მიანდეთ. გააფრთხილეთ სტილისტი თქვენი მდგომარეობის შესახებ და გაარკვიეთ, რა პროდუქტებით მუშაობს.
  • რჩევა № 7. გამოიყენეთ სათუთი მეთოდები. ეს არის ომბრე, მელირება, ფერადი ბიოლამინირება, ტონირება, ბრონდინგი, შატუში, ბიოშეღებვა.
  • რჩევა № 8. ჩაიტარეთ ტესტი ალერგიულობაზე. წაისვით საღებავი იდაყვის შიდა მხარეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაქცია არ არის – წაისვით თმაზე. შეგიძლიათ მიმართოთ ტრიქოლოგს – ის ჩაგიტარებთ ანალიზს, გაქვთ თუ არა რეაქცია საღებავზე.

თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ, ნუ გარისკავთ. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თმის ფერი ბუნებრივი საშუალებების, ტონიკის ან შამპუნ-ტონიკის მეშვეობით – ისინი სწრაფად ჩამოიბანება, მაგრამ არ შეაღწევს სისხლში და ღრმად თმაში.

ორსულობის დროს თმის შეღებვის თავისებურებები და რისკები – პერმანენტული საღებავები, ორსულობის ტრიმესტრის მიხედვით სხვადასხვა გავლენას ახდენს დედისა და ბავშვის ორგანიზმზე.ორსულობის ადრეულ პერიოდში თმის შეღებვაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს საზიანო და საშიშია. ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის რისკები, თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება (მაგალითად, ტოქსიკოზის მომატება) – ეს არის დამახასიათებელი ამ პროცედურისთვის ორსულობის პირველ ტრიმესტრში. რისკი ასევე არის ის, რომ ჰორმონების მომატებული დონის გამო, თქვენ შეიძლება დაგაღონოთ მიღებულმა შედეგმა: საღებავი “არ დაჯდება” ან ფერი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც მოელოდით. გამონაკლისია ბუნებრივი საშუალებები (ბასმა, ხნა, საკვები პროდუქტები).

ორსულობის მე-2 ტრიმესტრში, თმის შეღებვა შეგიძლიათ მხოლოდ უსაფრთხო შემადგენლობის მქონე პროდუქტით. ამ პერიოდში ქალი თავს კარგად გრძნობს, ტოქსიკოზი იკლებს, სიარული მარტივია, განწყობა კარგი. ნაყოფს უკვე ჩამოყალიბებული აქვს ორგანოები და საკუთარი დაცვა. ასეთი ხელსაყრელი სურათით შეგიძლიათ შეიღებოთ თმა. პროცედურის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომლის მეთვალყურების ქვეშაც იმყოფებით.

ორსულობის მე-3 ტრიმესტრში თმის შეღებვის წესები იგივეა. გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ დიდხანს ჯდომა. შეისვენეთ, შეიცვალეთ სხეულის პოზიცია, ფეხზე გაიარეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, პროცედურის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფეხების შეშუპება და ზურგის ტკივილი.

რა შემთხვევაში არ შეიძლება თმის შეღებვა ორსულობის დროს – ექიმი კრძალავს პროცედურას შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
  • ცუდი ჯანმრთელობა: ტოქსიკოზი, პრეეკლამფსია, სისუსტე, ვირუსული დაავადებები, ტემპერატურა;
  • ნაყოფის განვითარების პათოლოგიები: თუ არსებობს პრობლემები, არ არის საჭირო ბავშვის რისკის ქვეშ დაყენება;
  • ანალიზების შედეგები: თუ არის გადახრები, უმჯობესია თავი შეიკავოთ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან;
  • იმუნური სისტემის მდგომარეობა;
  • ინდივიდუალური მგრძნობელობა: ჰიპერმგრძნობელობის, ალერგიისადმი მიდრეკილების შემთხვევაში, უმჯობესია არ გარისკოთ.
  • სილამაზის სალონში ვიზიტამდე ეწვიეთ გინეკოლოგს, რომელიც მართავს თქვენს ორსულობას.

დასკვნა: ორსულობა – მშვენიერი მდგომარეობაა და თქვენ გაქვთ სრული უფლება გამოიყურებოდეთ შესანიშნავად. მაგრამ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს შვილზე, ყველა ქმედება უნდა აწონ-დაწონოთ. თუ ძალიან გსურთ თმის შეღებვა, გირჩევთ მიმართოთ ექიმს. მან იცის თქვენი ჯანმრთელობის, ნაყოფის განვითარების, ანალიზების შედეგების და სხეულის მახასიათებლების შესახებ. ამიტომ, მას შეუძლია შეაფასოს რისკები და გითხრათ, შეგიძლიათ თუ არა თმის შეღებვა. გაითვალისწინეთ ვერდიქტი და ნუ გარისკავთ, თუ გაიგეთ ის, რის გაგებაც არ გინდოდათ. და გახსოვდეთ: ყველა ორსული ქალი მშვენიერია!