
ქალი ნებისმიერ დროს მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ უფრო ლამაზი გამხდარიყო. ზოგიერთი საუკუნოვანი სილამაზის გაჯეტი ისე გამოიყურება, რომ გალამაზება არ მოგინდებათ – სჯობს არ გამოიყენოთ.
საცურაო ნიღაბი
1920–იან წლებში მზისგან დამცავი საშუალება ჯერ კიდევ გამოგონილი არ იყო, თან გარუჯვაც მოდაში არ იყო. გამოსავალი იპოვეს: სპეციალური საცურაო ნიღაბი, რომელიც სახეს იცავდა ულტრაიისფერი სხივებიგან. და მომაბეზრებელი მეგობრებისგან.
საზღვაო ლაბადა
ასეთი ლაბადა კიდევ უფრო ეფექტური იყო მზისგან დამცავი ლინზების მქონე კაპიუშონით.
დასაბანი–მასაჟორი მკერდისთვის
ეს ჯადოსნური მოწყობილობა 30-იანი წლებიდან ქალებს ჰპირდებოდა, რომ მკერდი მშობიარობის შემდეგაც საწყის ფორმას დაუბრუნდებოდა, თუ მას ონკანის წყლით რეგულარულად დაიმასაჟებდნენ.
სილამაზის კონკურსი კლიფტონვილში, 1936 წ
ჟიურის წევრები კონკურსანტების სახეებს რომ არ დაებნიათ და მათი სხეულის ფორმები ობიექტურად შეეფასებინათ, გოგოები სპეციალურ, თვალებთან ამოჭრილ ცილინდრებს იხურავდნენ.
კონკურსი „მის მშვენიერი თვალი“
აი, ფლორიდა, 1930 წ. ამჯერად ჟიურის წევრები კონკურსანტების თვალის სილამაზეს აფასებდნენ. ხალხი სასოწარკვეთილი იყო!
ჭორფლების მოშორება
უჩვეულოდ რთული პროცედურა: პაციენტის თვალს ჰაერგაუმტარი დეტალებით ფარავდნენ, ცხვირის ნესტოებში ბამბის მილებს დებდნენ, პირში კი სასუნთქ მილს. წარმოდგენაც არ მინდა, თუ რას უსვამდნენ სახის ღია ნაწილებში.
ქიმიური დახვევა
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მსოფლიოში პირველი პერმანენტული თმის დასახვევი. პროცედურა მხოლოდ გრძელ თმაზე კეთდებოდა, რადგან საშინელი მოწყობილობა გახურების ტემპერატურას ვერ არეგულირებდა და თავის ქალას წვავდა.
ყინულის ნიღაბი
მაქს ფაქტორის გენიალური და ყოველთვის აქტუალური გამოგონება: პირდებოდა, რომ ნიღაბი არა მხოლოდ შეშუპებას გააქრობს და სახის ფერს გააუმჯობესებს, არამედ ნაბახუსევს მოგაშორებთ. მაგრამ ეს ასე არაა.
ბიუსჰალტერი მკერდის გასამაგრებლად
ამ მოწყობილობის ტარება ქალს მთელი დღე უწევდა, რომ ვიბრაციით მკერდი დაემასაჟებინა. მაპატიეთ, მაგრამ ეს ნამდვილად სილამაზის გაჯეტია?
ფენი, 1920 წელი
მათთვის, ვინც ძალიან ჩქარობს.
ავტომატი ავტორუჯისთვის
პირდაპირ ქუჩაში. რატომ უნდა გრცხვენოდეს, არა?