“ყოჩაღი” პროდუქტი თქვენი მაცივრიდან. ეფექტურია თუ არა კიტრი თვალქვეშა შეშუპების მოსაშორებლად

0
82

კიტრის ნიღბები – ჟანრის კლასიკაა. გავრცელებული აზრის თანახმად, კიტრი ხელს უშლის თვალის ქვეშ შეშუპების გაჩენას და აახლებს სახის ფერს. Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, მართლა ასეა თუ არა ეს.რა იწვევს ქუთუთოების შეშუპებასა და სიწითლეს და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? ამის შესახებ კოსმეტოლოგებზე უკეთ ვერავინ ისაუბრებს. დერმატოლოგები გრეგორი ნიკოლაიდი და დებრა ჯელიმანი დიდი ხანია ასწავლიან თავიანთ პაციენტებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ.

“თვალების ქვეშ დროებითი შეშუპება, როგორც წესი, გამოწვეულია ლიმფური სითხის დაგუბებით. ასეთ შემთხვევებში მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები უფრო ეფექტურია, ვიდრე კრემები. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ იძინებთ. არ დაწვეთ მუცელზე – სჯობს, სახე მაღლა “იხედებოდეს”. შეზღუდეთ მარილის მიღება. უარი თქვით სოიოს სოუსსა და პიცაზე, რადგან ისინი ზედმეტად მარილიანია“,- ამბობს დოქტორი ნიკოლაიდისი.

ბევრი წყლის დალევა მრავალი ვარსკვლავის საყვარელი ბიუთი-წესია. მაგრამ მათთვის, ვინც შეშუპებისკენ არის მიდრეკილი, დიდი რაოდენობით ჩაი ან მინერალური წყალი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ასე რომ, თუ არ გსურთ, რომ თვალების ქვეშ ტომსიკები გაგიჩნდეთ, უარი თქვით ზედმეტი სითხის მიღებაზე.ახლა კი, საკუთრივ კიტრის შესახებ. როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ შეშუპებას, არამედ კანის გაღიზიანებას თვალების ირგვლივ, ექიმის თქმით, კიტრის ნაჭრები ნამდვილად დაგეხმარებათ (სიწითლეს ასევე კარგად შველის გვირილის კომპრესებიც). კიტრი სავსეა ანტიოქსიდანტებითა და ფლავონოიდებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანზე, მაგრამ დერმატოლოგი გვაფრთხილებს: ეფექტის უმეტესი ნაწილი გაცივების ხარჯზე მიიღწევა. გრილი კიტრი ხელს უწყობს კანიდან ტენიანობის აორთქლებას. კიტრის ნაჭრები ქუთუთოებზე უნდა გაიჩეროთ 5 – 7 წუთის განმავლობაში.

თუ გსურთ, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, დებრა ჯელიმანი გვირჩევს, რომ იმედები მხოლოდ კიტრზე არ დავამყაროთ და ცხოვრების წესსაც გადავხედოთ. ”ძილის ნაკლებობა, მოწევა და ალკოჰოლი ხელს უწყობს თვალების ქვეშ ტომსიკების გაჩენას,” – გვაფრთხილებს ის.ჩვენ გვჯერა მაცოცხლებელი კიტრის ძალის, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, უარი არ თქვათ პროფესიონალების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე. თვალების პაჩები შესანიშნავი გამოსავალია, თვალქვეშა შეშუპებასთან გასამკლავებლად. შეგიძლიათ მიიკრათ პაჩები და საოჯახო საქმეებით დაკავდეთ. უშუალოდ გასვლის წინ კი, მოიხსნათ და… დატკბეთ სარკეში საკუთარი გამოსახულებით.