თქვენც შეძლებთ: 5 მითი ბიზნესში საწყისი კაპიტალის შესახებ

0
421

19 ნოემბერი ქალი მეწარმეების დღეა და მთელი თვე ვეცდებით იმ მითების დამსხვრევას, რომლებიც ქალებს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ხელს უშლიან. დღეს ფინანსებზე გიამბობთ: როგორ უნდა შევადგინოთ ფინანსური აღრიცხვა, გავაუმჯობესოთ გაყიდვები და რატომ არის საკმარისი სტარტაპისთვის მცირე თანხა – თემა კომპანია Mary Kay–ს მაგალითზე ბიზნეს ექსპერტებთან და ბლოგერებთან ერთად განვიხილოთ.

დღესდღეობით ქალთა მეწარმეობა ძალებს შესამჩნევად იკრეფს: ქალების მმართველობით სულ უფრო ბევრი ადგილობრივი და მსხვილი ბრენდი ფუძნდება. მართალია, ყოველთვის ასე არ იყო: ოდესღაც ქალ ბიზნესმენებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევდათ და უფრო სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებოდნენ, ვიდრე ახლა.

ერთ–ერთი ასეთი პირველი იყო მერი ქეი ეში, რომელმაც 1963 წელს ქალებისთვის კომპანია დააარსა, რომ მათთვის კაცი ბიზნესმენების მსგავსი უფლებები მიეცა. დამფუძნებელმა მერი ქეიმ ქალებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა სილამაზის და კოსმეტიკის სფეროში მუშაობით – სფერო, სადაც ქალებს თანასწორი არ ჰყავთ.

ახლა, თითქმის 60 წლის შემდეგ, მერი ქეი არის გლობალური კორპორაცია, რომელიც ინარჩუნებს მერი ქეი ეშის თავდაპირველ მისიას „ჩვენ ვაუმჯობესებთ ქალების ცხოვრებას“. კომპანია გენდერული თანასწორობის და ქალთა ლიდერობის საკითხებში გაეროსთან თანამშრომლობს და დღეს მილიონობით ქალი კომპანია Mary Kay–სთან ერთად საკუთარ ბიზნესს მართავს. დიახ, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ სამყარომ გენდერული თანასწორობისკენ პირველი დიდი ნაბიჯები უკვე გადადგა, როგორც მინიმუმ, ბიზნესში. თუმცა, როგორც არ უნდა იტრიალოთ, ქალების მეწარმეობა კაცებისგან განსხვავდება. მაგალითად, ბევრი ქალი დღემდე დარწმუნებულია, რომ ფულზე საუბარი უწესობაა. არადა ის ნებისმიერი ბიზნესის მიზანია! დღეს გავარკვევთ, რით იწყება ფინანსური გრამატიკა, როგორ შევადგინოთ ფინანსური აღრიცხვა და რატომ არის რეალური მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარით ბიზნესის დაწყება. ბიზნესის სფეროში ყველაზე გავრცელებულ მითებზე მოსკოვის ეკონომიკის და განვითარების აკადემიის დამფუძნებელი, იულია ტრუსი გიამბობთ.

მითი 1: ნებისმიერი ბიზნესი დიდ საწყის კაპიტალს მოითხოვს

„ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. სინამდვილეში, თანამედროვე ბიზნესი არა მხოლოდ პროდუქტი, კაბინეტი და რაიმე მატერიალური ქონება არაა. ეს შემსყიდველ–მარკეტინგული საქმიანობის ჩამოყალიბების უნარია. თქვენ შეიძლება საკუთარი ქონება და საწყისი კაპიტალი არ გქონდეთ – მაგალითად, თუ გადაყიდვით ან ონლაინ–მომსახურებით ხართ დაკავებული. ჩემი ბიზნესი 150 დოლარით დავიწყე: „საბითუმო“ ფასებში წიგნები ვიყიდე და მათ ნაქირავებ პატარა 2 მ² წერტილში ვყიდდი. მოგებით კვლავ ნივთებს ვყიდულობდი და 1,5 წელში ბრუნვამ 1,5 ათასი დოლარი შეადგინა. ახლა უკვე ბიზნესის 4 მიმართულება მაქვს და ყველა ონლაინ მუშაობს.

დამატებით შეგიძლიათ ინვესტორებთან გაერთიანდეთ, ვისაც კაპიტალი აქვს. ისინი მზად არიან ფულადი სახსრები მისცენ მათ, ვინც მათ გამრავლებას და 20-50% შემოსავლის მქონე ბიზნესის შექმნას შეძლებს“.

მითი 2: ფინანსური აღრიცხვა რთულია

„ნებისმიერ ბიზნესში ყველაფრის დათვლა აუცილებელია. საკუთარი თავის და საქმის მიმართ ნდობა საკმარისი არაა. ნებისმიერი ბიზნესი ციფრებს ეყრდნობა. პირველ რიგში, ფულადი შემოსავლების და ხარჯების ცხრილი უნდა შეადგინოთ. ყოველთვე დათვალეთ და დაგეგმეთ მომდევნო თვის ხარჯები და მუდმივად იფიქრეთ თუ, როგორ შეამციროთ ისინი. ყველაზე მარტივია მზა პროგრამის დაყენება, ფორმულების ჩასმა, შემოსავლების და ხარჯების ანგარიშის აღრიცხვა, ხარჯების დაყოფა მუდმივ და ცვალებად ხარჯებად. მუდმივი ხარჯების გაწევა მეწარმეს ყოველთვე უწევს, მაგალითად, პროგრამის გამოყენების და ოფისის ქირის ხარჯები. ცვალებადი ხარჯები გაყიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კლიენტთან შესახვედრად გზაზე გაწეული ხარჯები“.

მითი 3: ბიზნესი გაუთავებელი დოკუმენტაცია და ანგარიშგებაა

პირდაპირი გაყიდვების კომპანიასთან თანამშრომლობით, როგორიცაა Mary Kay, თქვენ მზა და სრულად ავტომატურ პროცესში ერთვებით. თქვენ მსხვილი პარტიის შეძენაზე, საწყობზე, საიტის აწყობასა და პიარზე ფიქრი არ დაგჭირდებათ – ამ ყველაფერს თქვენს ნაცვლად Mary Kay გააკეთებს და მომხმარებლები ცნობილ ბრენდს მისდევენ“.

მითი 4: ფინანსური განათლება ძვირია

„საერთოდ არა, შეგიძლიათ უფასო მასალებით და კურსებით დაიწყოთ, თუ მათ კომპეტენტური სპიკერები ატარებენ. მთავარია – ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენი ხანია ექსპერტი ფულის, ბიზნესის და ფინანსების მართვის თემაში. საქმე იმაშია, რომ ინსტიტუტის პროგრამა და რეალური მართვა ერთი და იგივე არაა. კლასიკური ინსტრუმენტები ყოველთვის რეალობაში არ ჯდება, ამიტომ თემას დაეუფლეთ და მუდმივად ისწავლეთ, რადგან ბიზნესი – მუდმივი განვითარებაა. თქვენი უნარები გააუმჯობესეთ, მოსახერხებელი ტექნიკა და ინსტრუმენტები ეძებეთ. თუ უჩვეულო სიტუაციას ან რთულ პრობლემას ეჯახებით, ექსპერტს ინდივიდუალური კონსულტანციისთვის მიმართეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ ისეთი კატეგორიებში, როგორიცაა ბრუნვა, მოგება, შემოსავალი, მარჟა, ცვლადი და უცვლელი ხარჯები“.

მითი 5: მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ ფული არ გაღელვებთ

„ფულზე მუშაობის არ მოგერიდოთ! ფილოსოფია და მისია – მშვენიერია, მაგრამ ფეხზე მყარად უნდა იდგეთ, რომ ოჯახი შეინახოთ, გარემოებისგან ან მესამე პირისგან დამოუკიდებელი იყოთ – ეს ნორმალურია. ხოლო როცა ადამიანი ფულით სავსეა, ყველა მოთხოვნილებები დახურულია, მაშინ მოდის გაგება, თუ რა არის მთელი ცხოვრების საქმე – სავსებით შესაძლებელია, ეს შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული ბიზნესი ან ხალხის გაბედნიერების შესაძლებლობა“.

როგორც იულია ტრუსმა თქვა, ფულის გამომუშავების დასაწყებად მარტივი გზა მზა ბიზნესში გაწევრიანებაა, რომელსაც წარმოება, პროდუქტის რეალიზაციის სისტემა და ეფექტური ბიზნეს ინსტრუმენტები აქვს. Mary Kay–თან ერთად თავს არ იმტრევთ გაყიდვების სქემასა და პოპულარიზაციის მეთოდებზე: კომპანია დამოუკიდებელ სილამაზის კონსულტანტებს ეფექტური სტარტისთვის სრულ ბაზას სთავაზობს.

Mary Kay–თან ერთად ფინანსური აღრიცხვაც მარტივია: საკუთარ შემოსავლებს და ხარჯებს აკონტროლებთ, შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ საიტზე გვერდი შექმნათ და გამოიყენოთ აპლიკაცია My Clients შეკვეთების დასამუშავებლად და მათ სწრაფად გასაცემად“.

და ბოლოს, ციფრებზე: თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო გაყიდვები მასტერკლასებზე, სადაც შეგიძლიათ თითოეულ გაყიდულ პროდუქტზე 45%–მდე მოგება მიიღოთ! მნიშვნელოვანია: საქმესთან მარტო არ დარჩებით: თქვენ დაგეხმარებათ ნაბეჭდი მასალა, უფასო ვებინარები, სარეკლამო მასალები, აგრეთვე ქალთა საზოგადოება – სხვა დამოუკიდებელი კონსულტანტები, რომლებიც მზად არიან გამოცდილება და ხრიკები გაგიზიარონ.

მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და იყოთ მოტივირებული, ხოლო მერი ქეის კომფორტულ ბიზნეს–ეკოსისტემასთან ერთად ადვილია! #თქვენ შეძლებთ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ