
პერფექციონიზმი შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ ზოგჯერ მძიმე ტვირთი ხდება. ყოველთვის და ყველგან ყველაფრის 100%–ით შესრულება სასიამოვნო, მაგრამ რთულია. აი, რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პერფექციონისტებად მიიჩნევენ.
1. დასკვნას არ აკეთებთ, სანამ შედეგს არ დაინახავთ
თქვენ გახარებთ სამსახურში დიდი მიზნების მიღწევა ან ახალი რეცეპტით იდეალურად შესრულებული პეროგი. თუ მიზანს ვერ აღწევთ ან პეროგი სათანადოდ მიმზიდველად არ გამოიყურება, იმედგაცრუებული რჩებით.
2. სერიოზული ძალისხმევა ან წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი – საკმარისი არაა
თუ სასურველს ვერ აღწევთ, არ ფიქრობთ, რომ A, B და C ნაბიჯები შეასრულეთ. თქვენ ფიქრობთ, რატომ ვერ მიაღწიეთ ახლა და როგორ მიაღწიოთ მორიგი მცდელობისას.
3. წარმატება – ყველაფერი ან არაფერი
დავუბრუნდეთ პეროგს: ის ისეთი უნდა იყოს, როგორც სურათზე, ან საერთოდ არ უნდა იყოს. ასე ნებისმიერ მიზანთან: ახლოს არ მოხვიდე, არამედ გოლფის ტერმინებით, შინაურული გარბენი გააკეთე, მოცემული დარტყმების რაოდენობაში ჩაეტიე. და ასე ყოველ ჯერზე.
4. თუ რაღაც შესრულებული არაა, ორჯერ მეტი უნდა გაკეთდეს
მაგალითად, თქვენ სავარჯიშო დარბაზში კვირაში 3–ჯერ სიარულს აპირებდით, მაგრამ 2–ჯერ მოახერხეთ. გამოდის, მომავალ კვირას 4–ჯერ უნდა მიხვიდეთ და არყოფნა შეავსოთ.
5. “საკმარისად კარგი“ – თქვენი დევიზი არაა
ყველაფერი, რასაც თქვენი სახელი ერქმევა, ძალიან კარგად შესრულებული უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ კვირაობით საქორწილო სურათები შეარჩიოთ ან მთელი ღამე სამი აბზაცის ესეზე იფიქროთ. როცა ხედავთ სურათს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს, უფრო ნაკლებზე ვერ თანხმდებით.
6. წვრილმანები გაღიზიანებთ
ფოსტით შეკვეთილი პირსახოცი ფოტოსთან შედარებით 1 ტონით უფრო ღიაა. თეთრი მაისური ახალი კოლექციიდან – ისეთი შეფერილობის არაა, როგორც თეთრი მაისური გასული წლის კოლექციიდან. რატომ არ შეიძლება იყოს ნივთები ისეთი სრულყოფილი ცხოვრებაში, როგორც თქვენს თავში?!
7. აჭიანურებთ
დიახ, დიახ, ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბევრ პერფექციონისტს ეს ახასიათებს. მიზეზი მარტივია: თქვენ საქმეს არ იწყებთ, სანამ კარგად არ გააცნობიერებთ, თუ როგორ შეასრულოთ საუკეთესოდ. ეს საშინელებაა, განსაკუთრებით, როცა საქმე დიდ პროექტს ეხება და მათი შესრულება ბოლო წუთს გიწევთ, რადგან რაღაცის დაუსრულებლად დატოვება არ შეიძლება.
8. ზოგჯერ ყველაფერს ვერ ასწრებთ
თქვენ შეიძლება მთელი დღე დახარჯოთ იმაზე, რომ ერთი რამ იდეალურად შეასრულოთ, ხოლო რამდენიმე ვერ დააასრულოთ.
9. ზოგჯერ თავს ზარმაცად თვლით, სხვები კი იცინიან
ასეც ხდება, სანამ რაღაცას ათიანი პლიუსზე შეასრულებთ, ყველაფერი უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე გვსურს.
10. შეცდომები დიდხანს გახსოვთ
შესაძლოა, ჯერ კიდევ გახსოვთ, როგორ დაუშვით შეცდომა მუსიკალური სკოლის მე–2 კლასში თამაში „ელიზეს“ დროს.