ჰოროსკოპის გიდი. რას ნიშნავს ზოდიაქოს მთვარის ნიშანი

0
64

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს დედამიწის თანამგზავრი ადამიანის ბედზე.

თქვენთვის ალბათ ცნობილია, ვინ ხართ ჰოროსკოპის მიხედვით, მაგრამ, სავარაუდოდ, ეჭვიც კი არ გეპარებათ, რომ ეს ნიშანი მხოლოდ ნაწილობრივ განსაზღვრავს თქვენს ხასიათსა და ბედს. თუ თქვენ ხართ, მაგალითად, კურო, მაშინ ეს ნიშნავს, რომ როდესაც დაიბადეთ, მზე კუროს ნიშანში იმყოფებოდა. მაგრამ სინამდვილეში, იმ მომენტში ყველა ციური სხეული იმყოფებოდა გარკვეულ ნიშნებში, რაც ასე თუ ისე აისახა თქვენს ნატალურ რუკაზე (ე.წ. ჰოროსკოპი, რომელიც შედგენილია დაბადების დროისა და ადგილის მიხედვით). მთვარის გავლენა, როგორც დედამიწის უახლოესი მეზობლისა და თანამგზავრისა, ისევე განსაზღვრავს ჰოროსკოპს, როგორც მზის გავლენა და ამიტომ, სრული სურათისთვის, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი მთვარის ნიშანიც – ანუ, ზოდიაქოს წრის რომელ ნიშანში იყო მთვარე, თქვენი დაბადების მომენტში.

როგორ და რატომ უნდა განისაზღვროს თქვენი მთვარის ნიშანი

მთვარე, ზოდიაქოს წრეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში გადის და თითოეულ ნიშანში რჩება დაახლოებით ორნახევარი დღის განმავლობაში. დედამიწის თანამგზავრის კოსმოსური სიჩქარის გამო, ასტროლოგები ნატალური რუკების შესადგენად ითხოვენ დაბადების ზუსტ დროს: წუთებსაც კი აქვს მნიშვნელობა მთვარის ნიშნის განსაზღვრისას.ერთი ადამიანის მზის და მთვარის ნიშნები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს – იყოს სხვადასხვა სტიქიის (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერ) და ჯვრების (პიროვნული თვისებები, რომლებიც განსაზღვრავს სეზონთან დაკავშირებას – კარდინალური, ფიქსირებული, ცვალებადი). ადამიანების უმეტესობისთვის მთვარის ნიშანი განსხვავდება მზის ნიშნისაგან. ამით აიხსნება მზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ხასიათის სხვადასხვაობა.

იმის ცოდნა, თუ სად იყო მთვარე, როდესაც დაიბადეთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაამყაროთ კონტაქტი საკუთარ თავთან, გაუგოთ საკუთარ გრძნობებს, დაიმშვიდოთ თავი რთულ დროს. მაგალითისთვის განვიხილოთ აქტუალური თემა: როგორ რეაგირებენ მთვარის ნიშნების წარმომადგენლები სტრესზე.

მთვარის ვერძი ბუნებით შთამბეჭდავი, იმპულსურია და, როგორც წესი, მტრულად აღიქვამს ეჭვებს მისი კომპეტენტურობის ან არჩეული კურსის მიმართებაში. ის ვერ იტანს, როცა მას ჩაგრავენ ან ავალდებულებენ რაიმეს გაკეთებას დიდი ახსნა-განმარტების გარეშე – სისუსტის განცდა წყენასა და აგრესიაში გადადის, თუმცა იგი მალევე ივიწყებს წყენას.

მთვარის კურო, როდესაც თავს ცუდად გრძნობს, ნუგეშს რაღაც რეალურში ეძებს, მაგალითად, როგორიცაა ვახშამი რესტორანში, შოპინგი ან მასაჟის სეანსი. საბანკო ანგარიში მრგვალი თანხით, მყუდრო ბინა და ხარისხიანი ნივთები – უზრუნველყოფს რბილი, გონიერი და ცოტა ზარმაცი კუროს უსაფრთხოებასა და კომფორტს.

მთვარის ტყუპები მიდრეკილნი არიან შფოთვისა და ნერვიულობისკენ, მაგრამ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში მოქმედებენ ფხიზლად და გარემოებების მიხედვით. მათი ნამდვილი გრძნობების განსაზღვრა რთულია, მათ შორის თავად ტყუპებისთვისაც – ისინი სიამოვნებით ღებულობენ მხარდაჭერასა და მეგობრულ ჩახუტებას და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტენ, მართლა სჭირდებოდათ თუ არა ეს.

მთვარის კირჩხიბი უსაზღვროდ მგრძნობიარეა და მიდრეკილია ემოციური აფეთქებებისკენ. მას სჯერა, რომ ფლობს უსაზღვრო ემპათიას, თავის თანაგრძნობის უნარს აღიქვამს როგორც ჯადოსნურ ძალას და ზრუნავს სხვებზე, რათა თავი იგრძნოს კარგად. კირჩხიბი არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მართავს მთვარე და ამიტომ ძალიან მგრძნობიარეა მთვარის ტრანზიტების მიმართ.

მთვარის ლომი ისედაც შეყვარებულია საკუთარ თავზე და როდესაც სტრესში იმყოფება – მით უმეტეს. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავეა, ბოდიშის მოხდას არ ჩქარობს – თუმცა ეს უფრო მოსაჩვენებლად, მას ასე უყვარს თავის გამოვლენა. მთვარის ლომი მთელ თავისუფალ დროს ფიქრში ატარებს – მას უყვარს ფიქრი საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე და საკუთარ თავს არწმუნებს, რომ თანდათან ათვინიერებს სამეფო სიამაყეს და სწავლობს თანაგრძნობას.

მთვარის ქალწული სტრესზე შემდეგნაირად რეაგირებს – სურს ყველაფრის გაკონტროლება. აღელვებულ ქალწულებს აღიზიანებთ ყოველდღიური რუტინის უმნიშვნელო ცვლილებები, ისინი ემდურიან გაუგებარ ახლობლებს, ჩუმად ლანძღავენ მოუხერხებელ კოლეგებს. ისინი მშვიდდებიან, როცა ეუბნებიან, რომ მართლები არიან, ან როცა საბოლოოდ კმაყოფილდებიან დაგეგმილის განხორციელებით.

მთვარის სასწორი მიდრეკილია ზედმეტი კომპრომისებისკენ, თითქმის თვითუარყოფამდე. ისინი ისეთი ტკბილი, ნაზი, ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან, გულწრფელად არ სურთ მეგობრების დაკარგვა და ამიტომ ურჩევნიათ დათრგუნონ ემოციები, რომლებსაც არასასურველად თვლიან. სასწორის დახმარება სერიოზული გამოწვევაა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავი აარიდონ თქვენს ქველმოქმედებას.

მთვარის მორიელი ღრმად განიცდის და კიდევ უფრო მეტად სწყინს. ის განზრახ მალავს ემოციებს, სრულ მწუხარებაში ან აღშფოთებაში იმყოფება და არ იცის როგორ ჩააქროს ნეგატივი დროთა განმავლობაში. მორიელის რისხვა ადრე თუ გვიან იფეთქებს – ეჭვი არ შეგეპაროთ. სხვა განცდებიც არსად წავა და ამიტომ, მორიელები ფსიქოლოგების ერთგული კლიენტები არიან.

მთვარის მშვილდოსანი თავს ცუდად გრძნობს, თუ არ გრძნობს თავისუფლებას. მას აუცილებლად სჭირდება თავისუფლება, რათა უარი თქვას სამუშაოზე, დააფურთხოს ურთიერთობებს, გაიქცეს სასახლიდან – და მაშინ მისთვის ცხოვრება მშვენიერი იქნება. მშვილდოსანს ჰყავს ბევრი ნაცნობი და ამასთანავე, ცოტა ახლო მეგობარი.

მთვარის თხის რქა – ემოციური ასკეტია, დარწმუნებულია, რომ პირადი განცდები და ქვეცნობიერი შფოთვა ხელს უშლის მას. მას ურჩევნია გაუმკლავდეს სტრესს სამსახურში ჩაძირვით, ახალი პროექტების წამოწყებით და ამბიციური მიზნების დასახვით.

მთვარის მერწყული ექსცენტრიულია და მისი გაგება ძნელია. სამყაროსგან შინაგანი იზოლაციის გამო, მას რთულად ესმის სოციალური ნორმები, რომლებიც ეხება ბედნიერებასა და ემოციურ გამოვლინებებს, მაგრამ ის მაქსიმალურად ცდილობს ადეკვატური გრძნობების გამოხატვას. მან არ იცის, რომ სისუსტე არის ძალა და გულგრილობა ყოველთვის არ ნიშნავს უარს.

მთვარის თევზები მეოცნებეები, არტისტულები, გამომგონებლები არიან. მორალური ნგრევის დღეებში, ისინი აღადგენენ თავიანთ ძალას, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირვით. თევზებს უამრავი თანამგრძნობი მოკავშირე ჰყავს, მაგრამ არ გააჩნიათ უნარები, რათა შეინარჩუნონ „მხარდაჭერის ჯგუფი“ გონივრულ ფარგლებში. განტვირთვის მცდელობებმა თევზები შეიძლება მიიყვანოს ნებისმიერ უკიდურესობამდე – Netflix-ის ერთკვირიანი კომიდან, შვიდდღიან გულაობამდე.