5 წელზე მეტია კოლაგენს ვსვამ კურსების სახით და თავის დანებებას არ ვაპირებ. მოგითხრობთ, დადებით და უარყოფით მხარეებზე

0
123

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მან კოლაგენის მიღების შემდეგ შენიშნა.ჯერ, ვისაუბრებ დადებითი მხარეების შესახებ, სტატიის ბოლოს კი უარყოფით მხარეებზე მოგიყვებით.

მნიშვნელოვანია: პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.დაახლოებით ხუთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, მე თვითონ ვეძებდი გამოხმაურებებს, მჭირდებოდა ინფორმაცია – ღირდა თუ არა კოლაგენის მიღება და ჰქონდა თუ არა ამას რაიმე ეფექტი. საქმე ისაა, რომ პროდუქტი იაფი არ ღირს და ამიტომ, მაინტერესებდა, ტყუილად ხომ არ გადავყრიდი ფულს.დავიწყებ იმით, რომ ჩემი კვების წესი სწორად მიმაჩნია, რაციონში მაქვს საკმარისი თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, თხილი, მწვანილი, ბოსტნეული და იმის მიხედვით, თუ როგორ ვიკვებები, თითქოსდა ყველაფერი მყოფნის იმისათვის, რომ კოლაგენი არ მივიღო.

თმა – თუმცა, კვების რაციონის მიუხედავად, ადრე მაინც მქონდა პრობლემა – თმის ცვენა, რომელიც 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. წარმოიდგინეთ, 11 წლის განმავლობაში თმა მცვიოდა და ზოგჯერ დღეში 500-მდე ღერი შეიძლება ჩამომვარდნოდა. იყო პერიოდები (არაუმეტეს ერთი თვისა), როცა დღეში 10-20 ღერი მცვიოდა, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. შედეგად, 11 წელის განმავლობაში, თმა ძალიან შემითხელდა. თმის ცვენასთან ბრძოლის შესახებ ძალიან ბევრი სტატია მაქვს დაწერილი. არა, კოლაგენი არ დამხმარებია თმის ცვენის შეჩერებაში, მაგრამ სწორედ მან იმოქმედა თმის ღერების სისქეზე.საქმე ისაა, რომ ცვენის პერიოდში თმა ძალიან გამითხელდა და მხოლოდ კოლაგენის მიღებას დაემთხვა ის, რომ დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ დავიწყე იმის შემჩნევა, რომ თმის უფრო სქელი ღერები მეზრდებოდა. თუმცა, მანამდე ახალი თმების ღერები ძალიან თხელი იყო.

კანი – თავიდან, კოლაგენის მიღება დავიწყე მხოლოდ კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად – მსურდა ნაოჭების გაჩენის გადავადება. არ ვიცი, მოვლამ თუ კოლაგენმა გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ნაოჭები არ გამჩენია და მიხარია, რომ 35 წლის ვარ და სილამაზის ინექციები ჯერ კიდევ არ მჭირდება.აი, რის თქმა შემიძლია დანამდვილებით – კოლაგენის მიღებისას სხეულის კანი იცვლება. მაგალითად, როცა კოლაგენს ვსვამ, ისეთი უთანაბრობები, როგორიცაა “ბატის კანი“ ქრება. როცა კურსს ვასრულებ, გარკვეული დროის შემდეგ (თვენახევრის შემდეგ) ისევ იწყებს გამოჩენას, რის შემდეგაც ვიწყებ ახალ კურსს.აი, რის თქმა შემიძლია დანამდვილებით – კოლაგენის მიღებისას კანი უფრო დატენიანებულია.

სახსრები – 25 წლიდან მუხლის სახსრის პრობლემა მაქვს – მტკივა ველოსიპედის ტარებისას, ვარჯიშისას. უფრო სწორად, ეს პრობლემები მქონდა ადრე.25 წლის ასაკში სპორტით ვერ ვკავდებოდი (30 წლისამ ავირჩიე ვარჯიშები, რომელთა შესრულებასაც შევძლებდი) ახლა კი თავისუფლად შემიძლია დღეში ერთი საათის განმავლობაში “პედლების ტრიალი”, მაგალითად, ელიფსური ტრენაჟორი მხოლოდ მას შემდეგ შევიძინე, რაც მასზე ვარჯიში დარბაზში მოვახერხე. სწორედ ამ დროს ვღებულობდი კოლაგენს და შევნიშნე, რომ ელიფსზე გახურებისას აღარაფერი მტკიოდა.ახლა, დილით და საღამოს 30 წუთიანი ვარჯიში ელიფსზე, ზოგადი ტონუსის შესანარჩუნებლად, ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.და ბოლოს, როგორც დაგპირდით, მოგიყვებით კოლაგენის ნაკლოვანებებზეც. ჩემს შემთხვევაში მას ორი მინუსი აქვს – ფასი და წონის მატება.შევნიშნე, რომ კოლაგენის დალევისას შეიძლება წონა მომემატოს 2 კგ-ით, კურსის დასრულებისას კი წონა თანდათან ქრება. იქნებ წყლის შეკავება ხდება?

მნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს შეუძლია კოლაგენის მიღება ან ზოგიერთი თქვენგანი შედეგებს შეიძლება ჟელატინის მიღებით ღებულობდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ჟელატინს ვსვამდი, მართალია დიდი ხნის წინ, მაგრამ მისი გამოყენება არც ისე ადვილი იყო, კოლაგენი კი მაინც უფრო სასიამოვნოა.