რა მოსდის სხეულს, როცა კიტრს მიირთმევთ

0
692
Photo credit: Getty Images

მართალია, რომ ეს პოპულარული ხილი გვეხმარება ჰიდრატაციის დონისა და ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნებაში? ან, რატომაა მისი ჭამა უკეთესი ღამით?

პირობითად, ადამიანთა ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება: ადამიანი კიტრი და ადამიანი პომიდორი. ამ კლასიფიკაციის შემოწმება ძალიან მარტივია – რომელ ბოსტნეულს ჭრით უფრო მეტს, თუ კიტრი-პომიდვრის სალათს ამზადებთ? ან რით ალამაზებთ თეფშს? (ბულგარული წიწაკის მოყვარულები გვერდზე გადავდოთ.) და, თუ, სამწუხაროდ, პომიდვრის მხარეს იხრებით, მეცნიერებს თქვენთვის ცუდი ამბავი და გაფრთხილება აქვთ, აი, კიტრის მომხრეებს კი, განსაკუთრებით ზაფხულში, ამ ფონზე გაცილებით უფრო ჯანმრთელი ჩვევა აქვთ.

კიტრი გოგრისებრთა ოჯახის წევრი და გოგრის, ნესვის, ყაბაყის ნათესავია. ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ ამდენად პოპულარული ბოსტნეული კულტურა წამლად არ ივარგებს, თუმცა, ინდურ ტრადიციულ მედიცინაში კიტრი ძველი დროიდან გამოიყენება. სხვათა შორის, პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ძველად ერთი მთლიანი კიტრი საშინლად შხამიანი ეგონათ, რამდენადაც იგი ძალიან მწარე იყო. ამიტომ, მას წამლის სახით, მიკროსკოპული დოზებით იღებდნენ.

მიუხედავად სასოფლო მეურნეობაში კიტრზე ჩატარებული უზარმაზარი კვლევებისა, შედარებით ნაკლებია მეცნიერული მონაცემები ამ ბოსტნეულის ქიმიური პროფილისა და თერაპევტული პოტენციალის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ: გარდა ორგანიზმის კოლოსალური ჰიდრატაციისა, ბოსტნეულს გააჩნია პოტენციური დიაბეტსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური აქტივობა; აგრეთვე, მსუბუქი გამწმენდი მოქმედება, რომლის დროსაც აშორებს ძველი ნარჩენებისა და ქიმიური ტოქსინების კერებს. მისი ახლადდაწურული წვენი გამოიყენება კანის გამოსაკვებად, აქვს გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, ამცირებს შეშუპებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზაფხულო აქტივობის დროს: კიტრი ხსნის ტკივილებს მზისგან დამწვრობის დროს.

მართალია, რომ კიტრი წყალს ანაცვლებს?

ნაწილობრივ. ის, ვინც თავს აიძულებს წყლის დალევას, ნამდვილად მოახერხებს სითხის დღიური ნორმის ნაწილის მიღებას კიტრის სალათით, რამდენადაც თითოეული ნაყოფი 95%-ით შედგება წყლისგან – ეს არამხოლოდ ორგანიზმის ჰიდრატაციაში, არამედ ჭარბი სითხის გამოყოფასა და თირკმლებში კენჭების გაჩენის შეჩერებაში დაგვეხმარება. ამიტომ, მკვლევარები გვირჩევენ კიტრის სიცხეში ან ვარჯიშის დასრულებისთანავე მირთმევას, ძალების აღსადგენად. წყლის გამო, კიტრი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით კალორიას (15 კკალ 100 გ), ცხიმებსა (0.1 გ) და ქოლესტერინს. თუმცა, ამდენად წყლიანი შემადგენლობა ბოსტნეულის სხვა სასარგებლო თვისებებს “რეცხავს”. კიტრი დიდად ჩამოუვარდება თავის კოლეგებს სალათში, ვიტამინების თვალსაზრისით – მათი კონცენტრაცია კიტრში ძალიან დაბალია.

მართალია, რომ კიტრი კიბოს პროფილაქტიკაში გვეხმარება?

კიტრში მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი, მათ შორის, ამ ბოსტნეულისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი კუკურბიტაცინი. ეს ნივთიერება ჩვენს ორგანიზმს ეხმარება ატიპური უჯრედების განადგურებაში, ესე იგი, იმ უჯრედებისა, რომლებიც პოტენციურად წარმოქმნიან ავთვისებიან სიმსივნეებს. ონკოლოგიური დაავადებებისგან დაცვა კუკურბიტაცინის მოხმარების მთავარი უპირატესობაა. თუმცა, ამ ელემენტს ერთი “გვერდითი მოვლენა” აქვს – მას შეუძლია მუცლის შებერილობის გამოწვევა იმ ადამიანებში, რომლებსაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. აი, რატომ არ გვირჩევენ კიტრის ჭამას ძილის წინ.

მართალია, რომ კიტრი ძვლებს აძლიერებს?

სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკელი პროფესორი და კლინიკური ფარმაკოლოგიის ექსპერტი, აიკ ს. არაკელანი ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომლებიც სრულად არიან დაკავებული კიტრის შესწავლით, და მან რამდენიმე სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. მან დაამტკიცა, რომ კიტრში ზოგიერთი ვიტამინი მაინცაა შენარჩუნებული. მაგალითად, K ვიტამინი, რომელიც ჯანმრთელ ძვლებთანაა დაკავშირებული, ამცირებს ძვლების სიმყიფეს. თუმცა, ის აქ მცირე რაოდენობითაა (1 ფინჯანი კიტრი მხოლოდ 8.5 მკგ ვიტამინს შეიცავს), მაშინ, როცა ქალს დღეში 90, ხოლო მამაკაცს 120 მკგ სჭირდება.

მართალია, რომ კიტრი ჩვენს გულს იცავს?

გულის კვლევის ამერიკული ასოციაცია ადამიანებს მოუწოდებს მეტი უჯრედისის მიღებისკენ, რამდენადაც ეს ქოლესტერინის დაგროვებას უშლის ხელს და, შედეგად, გვიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან. კიტრი უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კიტრის კანი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ