5 რჩევა, რომლებიც წყენას დაგავიწყებთ და პატიებას გასწავლით

0
784

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ჰქონია მომენტი, როცა მოღალატე ადამიანების, მწარე მოგონებების, იმედგაცრუების, სიბრაზისა და წყენის მეხსიერებიდან წაშლა გვინდოდა. ასეთ შემთხვევებში, რჩევა “აპატიე და გაუშვი”, ხშირად, გვაღიზიანებს – ერთი შეხედვით, რომელ პატიებაზეა საუბარი, როცა სული ტკივილითაა სავსე? აღმოჩნდა, რომ პატიება, მართალია, რთული, თუმცა, სავსებით ჩვენხელთარსებული და, რაც მთავარია, აუცილებელი პროცესია: უბრალოდ, შეიარაღდით რამდენიმე რჩევით, რომლებიც დაგეხმარებათ, თავიდან მიაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს.

1. გადაწყვიტეთ, აპატიოთ

პატიებაში ყველაზე მთავარია იმის გაგება, რომ იგი თქვენ უფრო გჭირდებათ, ვიდრე თქვენს მწყენინებელს. სიბრაზის მორევში “ამას არასდროს გაპატიებ!” ძახილით, თქვენ უსიამოვნო ემოციების მძიმე ტვირთს საკუთარ მხრებზე იდებთ, ნუ გგონიათ, რომ ამას თქვენს წყენაში დამნაშავე იტვირთებს. ეს თქვენ, ის კი არა, უნდა დაიტანჯოთ სიბრაზით, წყენითა და იმედგაცრუებით, ისევ და ისევ, მუდმივად ხელახლა განიცადოთ სიტუაცია თქვენს წარმოსახვაში, საიდანაც მოდის გამოთქმა “წყენის გულში ჩამოდება”. იმის გათვალისწინებით, რომ წყენა არამხოლოდ უსარგებლო, არამედ გამანადგურებელი გრძნობაცაა (მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის), დაისახეთ მიზანი – აუცილებლად აპატიოთ მას, ვინც გული გატკინათ. დიახ, პატიებისთვის მხოლოდ მიზნის დასახვა არაა საკმარისი, თუმცა, როცა გადაწყვეტთ, აპატიოთ, უკვე გადადგმული გექნებათ პირველი და მთავარი ნაბიჯი სულიერი სიმშვიდის შეძენისკენ.

2. ისწავლეთ 

იმ ადამიანის პატიება, რომელმაც გული გატკინათ, გიღალატათ ან უბრალოდ გაწყენინათ, გააზრებულად თუ შემთხვევით, უფრო მარტივი იქნება, თუ აღიარებთ, რომ ყველაზე გულისამრევ სიტუაციასაც კი აქვს დადებითი მხარე. ნებისმიერი მოვლენა, ასე თუ ისე, ჩვენთვის ცხოვრებისეული გაკვეთილია, თანაც, სამწუხაროდ, მწარე გაკვეთილები, ჩვეულებრივ, ყველაზე სასარგებლო ხდება ხოლმე: სწორედ წყენისა და იმედგაცურების გზით მივდივართ მეგობრების სწორ არჩევნამდე და ნამდვილი სიყვარულის დაფასების უნარამდე. რას ვიზამთ, რამდენადაც თქვენს მწყენინებელს “მასწავლებლის” როლი ცხოვრებამ მისცა, გონებაში გადაუხადეთ მას მადლობა ამისთვის, გამოიტანეთ დასკვნები და… აპატიეთ.

3. განიცადეთ ემოციები

ხშირად, პატიებაში ჩვენ შეცდომით მოვიაზრებთ საკუთარ ემოციებზე უარის თქმას. მკითხავთ, როგორ ვაპატიო შეყვარებულს, რომელმაც მიღალატა, ან დაქალს, რომელმაც ჩემი საყვარელი ადამიანი წამართვა, როცა თავს ზურგშიდანაჩარტყმულივით ვგრძნობო. ტკივილისა და წყენის უგულებელყოფის მცდელობა დაგეხმარებათ ცუდ თამაშში კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში, თუმცა, ნამდვილ პატიებასთან ახლოსაც ვერ მოვა. პატივი ეცით თქვენს განცდებს, იპოვეთ შესაძლებლობა, განიცადოთ ისინი და ძალებით აღივსოთ: გაუზიარეთ გრძნობები ერთგულ მეგობარს, ფსიქოლოგს, თუნდაც მწყენინებელს (დაწერეთ მისთვის წერილი, გაგზავნა კი აუცილებელი არაა, ამოანთხიეთ გრძნობები ქაღალდზე დამაშინვე დაწვით იგი). მაშინვე თუ არა, თანდათან მაინც უკეთ იგრძნობთ თავს.

4. გაიხსენეთ, თქვენ რა გაპატიეს

თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი “ძვლები კარადაში” – ქმედებები, რომლებითაც არ ვამაყობთ და, ალბათ, რომლებითაც სხვებს ვატკინეთ გული. გაიხსენეთ, თავად როგორ ნანობდით საკუთარ შეცდომებს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის პატიების მიღება მათგან, ვისაც გული ატკინეთ. იმის გააზრება, რომ იდეალური არავინაა, დაგეხმარებათ თქვენი განცდების გამომწვევი ადამიანის პატიებაში.

5. აირჩიეთ სიძლიერე

ყველამ იცის განდის სიტყვები იმის შესახებ, რომ “სუსტი არასდროს პატიობს, რამდენადაც პატიება ძლიერთა ხვედრია”. და პირიქით, სისუსტის წუთებში გამიზნულად ვტკენთ გულს და ვწყენთ საყვარელ ადამიანებს. თუ არ გამოგდით სხვისი წყენის დავიწყება, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არსებულ სიტუაციაში თქვენ ძლიერი მხარე ხართ, მსხვერპლი კი თქვენი მწყენინებელია. თავად განსაჯეთ: ძლიერ, ბედნიერ, დალაგებულ ადამიანს არ შეეძლება, გააზრებულად ავნოს სხვას, ესე იგი, სჯობს თანაგრძნობა და თავმდაბლობა გამოიჩინოთ, და არა სიბრაზე და წყენა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ