გემრიელი და სასარგებლო: რიკოტას სალათი მათთვის, ვინც ფიგურაზე ზრუნავს

0
1010

მოსკოვის რესტორან Bambule-ს შეფ-მზარეულმა, არტემ მუხინმა, ჩვენს რედაქციას გაუზიარა მსუბუქი სადილის რეცეპტი, რომელიც ხანგრძლივი სამუშაო დღის იდეალურ დასასრულად იქცევა.

ინგრედიენტები (1 ულუფისთვის):

  • 100 გ ნაღების რიკოტა
  • 110 გ სალათის ფოთლები
  • 20 გ კიტრი
  • 30 გ ჟოლო

სოუსი:

  • 100 გ ნეკერჩხლის სიროფი
  • 30 გ ღია ფერის მისო პასტა
  • 30 გ წყალი
  • 100 გ ზეითუნის ზეთი ლიმონის არომატით

მომზადება

  1. რიკოტა სათქვეფით მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე და მოათავსეთ სალათის თეფშის ფსკერზე.
  2. გარეცხეთ ფოთლები, გააშრეთ და დაალაგეთ რიკოტაზე.
  3. კიტრი დაჭერით თხელ სლაისებად და მოაყარეთ ფოთლებს. ზემოდან მოაყარეთ ჟოლო.
  4. მზა სოუსით მორწყეთ სალათი, მირთმევამდე.

გემრიელად მიირთვით!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ