კვირის რომელ დღეს კამათობენ ოჯახური წყვილები ყველაზე ხშირად?

0
579

არა, ორშაბათი არაა!

ბრიტანულ საიტზე Betterbathrooms.com მეცნიერებმა გასაოცარი კვლევები ჩაატარეს. მათ სცადეს, დაედგინათ კვირის დღე და დრო, როცა წყვილები ყველაზე ხშირად ჩხუბობენ. კვლევამ, რომელშიც 3000-მდე ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, ამ დროდ ხუთშაბათის საღამო, 18:00-20:00 დროის ინტერვალი დაასახელა.

როგორც ჩანს, საათებში ის დრო იგულისხმება, როცა წყვილები სამსახურიდან ბრუნდებიან.

ამავე კვლევის შედეგებით გაირკვა კამათის ყველაზე ხშირი მიზეზიც. როგორც ამტკიცებენ, საშუალოდ, წვრილმანი კამათი წელიწადში 312-ჯერ ხდება. ეს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კამათი ერთ-ერთი პარტნიორის იმ ცუდი ჩვევითაა გამოწვეული, რომელიც მეორეს აღიზიანებს: სველი პირსახოცი საწოლზე, მიმოყრილი წინდები ან ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში, მოუმზადებელი ან ცუდად მომზადებული ვახშამი, ნამცეცები საწოლში ან ჩართული შუქი.

ამ დაკვირვებიდან გამომდინარე, წყვილები შეძლებენ ურთიერთობის გაუმჯობესებას, წვრილმანი კამათების თავიდან აცილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე მივალთ სტადიამდე “ურთიერთობაში აღარ ვართ, თუმცა, მონათესავე სულები გავხდით”. ოჯახური ფსიქოლოგების აზრით ხომ, სწორედ ამ მიზეზით, იმ წყვილების უმეტესობა, რომლებშიც გრძნობები და პირველად ვნება ჩაცხრა, ერთად ყოფნას აგრძელებენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ