წლებია პიგმენტაციას ვებრძვი, კოსმეტოლოგმა კი მარტივი რჩევა გამიზიარა. ახლა მას გამოვიყენებ

0
103

მოგესალმებით! Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი საუბრობს პიგმენტაციის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებაზე.უკვე წლებია, რაც პიგმენტაციას ვებრძვი. რაღაც პერიოდის მანძილზე ვახერხებდი მის მოშორებას, შემდეგ კი ისევ მიჩნდება. ვერ ვიგებდი, თუ რატომ მიჩნდებოდა პიგმენტაცია ხელახლა, რადგან ჰორმონებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მაქვს და მზისგანაც მუდმივად ვიცავ კანს SPF პროდუქტებით.

მნიშვნელოვანია: გოგოებო, ნუ მომწერთ პიგმენტაციის ლაზერული მეთოდით მოშორების შესახებ, ჩემს შემთხვევაში ის ეფექტური არ არის – მის შემდეგ, მდგომარეობა უფრო გამიუარესდა.პირველ რიგში, მინდა მოგითხროთ, რა მეხმარებოდა პიგმენტაციის მოშორებაში.ზოგადად, პიგმენტაცია ყველაზე ხშირად ზაფხულის ბოლოს მიჩნდება, ზოგჯერ გაზაფხულზე, როდესაც გარეთ დიდ დროს ვატარებ. ანუ გასაგებია, რომ სწორედ მზე იწვევს ჩემს სახეზე ლაქების გაჩენას. რა მეხმარება პიგმენტაციის მოშორებაში? La Roche-Posay-ის კრემი REDERMIC RETINOL-ი.

ამ საშუალებას მხოლოდ შემოდგომაზე ვიყენებ და ისიც ლოკალურად.რეტინოლი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტია ფოტოდაბერებასთან ბრძოლაში (და ეს კი არის “მშრალი” ნაოჭები და პიგმენტაცია).ნიღაბივით ვისვამ სახეზე, რაღაც დროის განმავლობაში ვიჩერებ და შემდეგ, ვიშორებ ზედმეტ კრემს.ვფიქრობ, ამ კრემს არ შეუძლია მუქი ლაქების მოშორება, თუმცა ღია ფერის ლაქებს საგრძნობლად აღიავებს და თითქმის, მთლიანად აშორებს.ვიცი, რომ ადრე ბევრი იყენებდა აქრომინის კრემს და ეს ნამდვილად შველოდა ამ პრობლემას. ამ კრემის შემადგენლობაში არ არის ის ნივთიერება, რომელიც პიგმენტაციას ებრძოდა, თუმცა ბევრი სხვა კრემი შეიცავს მას.თუ პიგმენტაციის მოსაშორებლად, თქვენ უკვე იყენებთ თქვენს მიერ გადამოწმებულ საშუალებებს, რომლებიც თქვენს შემთხვევაში ეფექტურია, მაგრამ პიგმენტაცია ხან ქრება და ხან ისევ ჩნდება, მე გაგიზიარებთ რჩევას, რომელიც ჩემი კოსმეტოლოგისაგან მივიღე.

ადრე, შემეძლო გამომეყენებინა მზისგან დამცავი საშუალება SPF 15-20 და მთელი დღე ქუჩაში გამეტარებინა, კრემის ხელახლა წასმის გარეშე. კოსმეტოლოგმა კი მაჩვენა სურათები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ სახეზე წასმის შემდეგ, დროთა განმავლობაში, როგორ წყვეტს SPF კრემი მოქმედებას. მთავარი რჩევა, რომელიც კოსმეტოლოგმა მომცა, იყო ის, რომ თუ ადამიანი პიგმენტაციისკენ მიდრეკილია, მაშინ მან უნდა გამოიყენოს კრემები 50 SPF-ით და კრემი 2-3 საათში ერთხელ უნდა განაახლოს.

ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელია და ამიტომ ასეთ კრემებს მხოლოდ მაშინ გამოვიყენებ, როდესაც მაკიაჟის გარეშე ვარ. ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მოსახმარი და მაღალი SPF-ის მქონე კრემ-გელია – Limoni Aqua Sun Gel SPF50+PA++++როდესაც სახეზე მაკიაჟი მაქვს, მაშინ უბრალოდ პუდრს ვისვამ, ახლა მაქვს Collagen Premium Hydro Two Way Cake SPF50+/PA++. ეს არის მკვრივი პუდრი. მას ვიყენებ დამატენიანებელ ბაზაზე, ანუ ტონალური კრემის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე ნიღბის შეგრძნება მიჩნდება.