როგორ დავაოკოთ დაუნდობელი შინაგანი კრიტიკოსი

0
557

როგორც გაირკვა, რეფლექსიის უნარს აქვს დადებითი ეფექტი, თუ იგი თვითკრიტიკის მორევში არ გვითრევს. სამწუხაროდ, ამ “თუ”-ს იშვიათად თუ ავუვლით გვერდს – ჩვენს უმრავლესობას მუდმივად სდევს აზრები იმის შესახებ, რომ იგი არ არის კარგი ადამიანი, შფოთვასა და თვითმარქვიას სინდრომთან კომპლექსში.

გონების მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელსაც სინდისს ვუწოდებთ, დაუღლელად გვახსენებს, რა არის კარგი და ცუდი, ავსებს აღმზრდელობითი გაკვეთილებიდან ნაცნობ სხვაობას სიკეთისა და ბოროტების შესახებ. სინდისი გვაკონტროლებს, რამდენად კარგად ვასრულებთ შრომით მოვალეობებს და ვიცავთ საზოგადოებრივ წესებს, ამავდროულად, არეგულირებს სურვილებსა და მადას. შინაგანი კონტროლიორი აფასებს ძალისხმევას, რომელსაც საქმეს ვატანთ, ვადარებთ დასვენებასა და სიამოვნებისადმი ლტოლვასთან. სინდისს არასდროს სძინავს, მუდმივად გვატყობინებს, როდის ვიფლირტავეთ საკმარისად, თავი სულელად მოვიკატუნეთ თუ ფული გავფლანგეთ ამაოდ.

“ჭარბი თვითკრიტიკა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი უსიამოვნებაა” – ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი და ჰიპნოთერაპევტი ოლგა გოლოსოვა. – “ბევრისთვის, სინდისი ძალიან მკაცრი მოსამართლეა. ნაცვლად იმისა, რომ დროდადრო მსუბუქად გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ, იგი მუდმივად გვღრღნის სავარაუდო ნაკლისთვის, გვახსენებს, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არასდროსაა საკმარისად იდეალური, რომ არ გვაქვს შესვენების უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ სამსახურიდან დროზე ადრე წასვლაზე, რომ არასდროს არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენს ცხოვრებაში კი ცუდი რამეები სწორედ სიამოვნებისადმი ლტოლვის ბრალია.”

ზიგმუნდ ფროიდმა სინდისის ქენჯნა თანაფარდობაში მოიყვანა პიროვნების სამიდან ერთ-ერთ კომპონენტთან (ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს “მე” და “ის”), რომელსაც “სუპერეგო” უწოდა. “ზე-მე” თვითდაკვირვებასა და იდეალების ფორმირებაში გამოიხატება, გვკარნახობს მორალურ და რელიგიურ დოგმებს, ქცევის ნორმებსა და მორალურ აკრძალვებს.

“ცნობილი ფსიქოლოგი თვლიდა, რომ ცნობიერში გაფესვიანებული სუპერეგო აგრძელებს ჩვენთვის მითითებების მოცემას იმავე ინტონაციით, რომელსაც მშობლები იყენებდნენ, უფრო კერძოდ კი მამა,” – ამატებს გოლოსოვა. –“ანუ მისთვის, ვისაც გაუმართლა მზრუნველ და მოსიყვარულე მშობლებში, სინდისიც უფრო კეთილგანწყობილი იქნება, არ ჩაიციკლება მუდმივ თვითკრიტიკაზე.” ასეთ სუპერეგოში “ჩაქსოვილია” გარკვეული გარემოებები: დღეს არ გამოვიდა, ესე იგი, კიდევ ერთხელ სცადე; თუ სამსახურში თავს რუხ თაგვად გრძნობ, ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა, თავი სხვა გარემოებებში გამოავლინო; დასვენებას სრული არაფრისკეთების დროსაც იმსახურებ; იმდენი პაემანი უნდა გქონდეს, რამდენიც გინდა, იმდენ ადამიანთან, რამდენთანაც გინდა; თუ უეცრად მთლიანი ტორტის ჭამა მოგინდა, მიირთვი, ეს გჭირდება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია. ასეთია ცხოვრება, თქვენ კი კარგი ადამიანი ხართ.

თუმცა, თუ თქვენი სინდისი მუდმივად ციტირებს მშობლების ფრაზებს, ამას რაღაც უნდა მოუხერხოთ. ფსიქოლოგი გვთავაზობს სამ უახლეს დებულებას, რომლებთან ადაპტაციაც დაგეხმარებათ შინაგან დისკრიმინაციასთან გამკლავებაში.

1. დაყავი და იბატონე

შინაგანი ჰარმონიისკენ პირველი ნაბიჯი იმის გააზრებაა, რომ დრამა ცნობიერში თამაშდება და იქ ვერავინ შეგიშლით ხელს ახალი წესების დამყარებაში. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტვინში გამჯდარი კრიტიკისგან თავის შორს დაჭერის სწავლა. წარმოიდგინეთ, რომ ესაა ცალკეული და ძალიან ჯიუტი პერსონაჟი, რომელიც ცნობიერში ნათესავის კისერზე ცხოვრობს. რაღაც მიზეზების გამო, ეს მკაცრი აღმზრდელი უსამართლოა თქვენ მიმართ, მუდმივად ცდილობს თქვენს წყენინებასა და იმედების გაცრუებას. თუმცა, როგორც არ უნდა ეცადოს, მას არ უნდა ენდოთ, რამდენადაც იგი თქვენ კი არა, ვიღაც სხვაა, ვინც შემთხვევით შემოუშვით და ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მისი გაგდება. მოკლედ, სინდისი გაიწმინდეთ.

2. უფრო მაგარი ხართ, ვიდრე გგონიათ

შინაგან კრიტიკოსთან გასაუბრებისას, დაუსვით მას რამდენიმე კითხვა: “ჩემი ცხოვრება მართლა ასეთი არაპროდუქტიულია? მართლა ვერაფერს მივაღწიე აქამდე? კი, მართალია, მრავალჯერ შევცდი, თუმცა, ნუთუ არ ვიმსახურებ გაგებასა და პატიებას? ზოგადად, რამდენად სამართლიანი იქნება ვინმეს ისე გაკრიტიკება, როგორც საკუთარ თავს ვაკრიტიკებ?” ბავშვობაში, ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ აგვერჩია, ვისთვის მოგვესმინა, ახლა კი გვაქვს. არავინაა იძულებული, უერთგულოს ისეთ შეგონებებს, როგორებიცაა “შენი ადგილი აქ არაა” ან “ისევ რაღაც შეგეშალა”; შეიძლება, ისინი წარსულიდან მოგყვებათ, თუმცა, მათი მომავალში წაღება სულაც არაა საჭირო,

3. არ ხართ ვალდებული, ეს გააკეთოთ

მიეცით გრძნობებს თავისუფლება – გაუბრაზდით მომაბეზრებელ სტუმარს ინტრიგებისთვის, რომლებითაც ცხოვრებას გვიწამლავდა. შეშფოთდით უსამართლობაზე: რატომაა ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი პირველი იმპულსი შინაგანი კრიტიკოსის ტირადის მოსმენა და საკუთარი არარაობის აღიარება, როცა რეალურად, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს? აუცილებელი არაა, ეს ხელმძღვანელობითი შემოტევები მარტო აიტანოთ – სთხოვეთ დახმარება მოკავშირეებს. ცნობიერში გამოკეტილ საზიზღარ ხმასთან გამკლავებაში ისინი დაგეხმარებიან, ვისაც უყვარხართ და მხარს გიჭერენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ