დავუბრუნოთ ხელებს ახალგაზრდობა და შევუნარჩუნოთ სილამაზე კოსმეტიკის გარეშე. მარტივი ვარჯიშების კომპლექსი

0
288

ხელების ახალგაზრდობა და სილამაზე პირდაპირ დამოკიდებულია მათ შინაგან მდგომარეობაზე. ასაკთან ერთად ხელებზე განლაგებული კუნთების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება (50%-მდე), კუნთოვანი ქსოვილი იცვლება ცხიმოვანი ქსოვილით, ხელები კი კარგავს ფორმასა და გარეგნობას.კრემების, ნიღბებისა და აბაზანების დახმარებით შესაძლებელია კანის დატენიანება და კვება, პიგმენტაციის მოშორება და ერთგვაროვანი ფერის მიღება.უფრო სერიოზული ცვლილებებისთვის და ხელების კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად, აუცილებელია კუნთებთან მუშაობა. ისევე, როგორც სახის შემთხვევაში, კუნთების ვარჯიშს შესანიშნავი შედეგის მოცემა შეუძლია. სწორედ, ამ ვარჯიშებზეა საუბარი Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში.

ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს ხელებს შესანიშნავად გამოიყურებოდეს და ასევე, წარმოადგენს სახსრების მთელი რიგი პრობლემების პრევენციას.ვარჯიშის დაწყებამდე საჭიროა კანზე კრემის ან ზეთის წასმა. თუ გამოიყენებთ მოვლის ისეთ საშუალებას, რომელიც შველის კონკრეტულ პრობლემას, შესაძლებელია ეფექტის გაძლიერება. მაგალითად, თუ მასაჟის დროს ოხრახუშის წვენის კრემს გამოიყენებთ, კანი გაღიავდება და პიგმენტური ლაქები თანდათან ნაკლებად შესამჩნევი გახდება. შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი საბავშვო კრემი და დაუმატოთ 1 ჩ/კ. წვენი.არსებობს სხვა რეცეპტებიც, რომლებიც შესანიშნავად კვებავს, ატენიანებს და ატონიზირებს კანს. თუ არ გსურთ დაკარგოთ დრო შინაურული კოსმეტიკის მომზადებისთვის, მაშინ არსებობს კიდევ ერთი ბიუჯეტური და ეფექტური საშუალება: ქაცვის ზეთი.

სპეციალური ზეთების ან კრემების გამოყენება სავალდებულო არ არის. უბრალოდ, ეს იმისთვის არის, რომ ერთმანეთს შეუთავსოთ ხელის მოვლა და ხელის კუნთების ვარჯიში.წაისვით კრემი ან ზეთი ხელების კანზე და დაიწყეთ მასაჟი, ფრთხილად დაამუშავეთ თითოეული თითი. პირველ რიგში მუშავდება ნეკა თითი (დაწყებული ფრჩხილის ზონიდან და დამთავრებული თითის ფუძით).

მასაჟის შესრულების სქემა:

მასაჟს ბევრი დრო არ სჭირდება, თითოეული ხელისთვის საკმარისია რამდენიმე წუთი.შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ვარჯიშებზე.ორივე ხელით შეკარით მუშტები, შემდეგ გაშალეთ და თითები ერთმანეთს დააშორეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.ხელისგულები ერთმანეთს მიადეთ და მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთი და იგივე თითები ერთმანეთს დააშორეთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ.თითების ვარჯიში უნდა დაასრულოთ მაჯების ტრიალით. ჯერ, 10 ბრუნი საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი – საათის ისრის საწინააღმდეგოდ.

ასეთი მარტივი ვარჯიში დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კუნთების ტონუსი და თავიდან აიცილოთ მათი ჩანაცვლება ცხიმოვანი ქსოვილით. შედეგად, გექნებათ ლამაზი ხელები.