აღმოჩნდა, რომ ბევრი არასწორად იყენებს სარეცხ მანქანას. გაჩვენებთ, 3 ხშირ შეცდომას, რომელსაც უშვებს თითქმის ყველა

0
127

ერთი შეხედვით, თითქოს, სარეცხ მანქანაში ნივთების რეცხვაზე ადვილი არაფერია. მართლაც, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამ ნივთმა ჩვენი ცხოვრება ბევრად გააადვილა და თითქმის არაფრის გაკეთება აღარ გვჭირდება.საკმარისია, სარეცხ მანქანაში მოვათავსოთ სარეცხი, ჩაყაროთ სარეცხის ფხვნილი და დავაჭიროთ ღილაკს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს რამდენიმე ნიუანსი და ადამიანების უმეტესობა უშვებს შეცდომებს სარეცხის რეცხვის დროს. სწორედ, ამ შეცდომებზეა საუბარი Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში.ადრე მეც ვუშვებდი ამ შეცდომებს, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგითხრობთ. გაეცანით მათ. როგორც ამბობენ, ჯობია სხვის შეცდომებზე ისწავლო.

  • ისეთი ტანსაცმლის გარეცხვისას, რომელიც ცუდად შთანთქავს სითხეს, კონდიციონერს ვამატებთ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ქსოვილი სითხეს კიდევ უფრო ნაკლებად შეითვისებს.
  • ასეთი პროცედურის შემდეგ ნივთი ძალიან გვიან გაშრება და შესაძლოა უსიამოვნო სუნიც კი გაუჩნდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს, თუ ტანსაცმელს ბინაში ვაშრობთ.

მეორე შეცდომა – გარეცხვის შემდეგ მანქანის კარის მჭიდროდ დახურვაა. თუ ამას აკეთებთ, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც კარის გარშემო რეზინზე ობი გაჩნდება. ჩემს მანქანას ასე ჰქონდა.მე ვკეტავდი სარეცხის მანქანის კარს ყოველი გამოყენების შემდეგ. მეჩვენებოდა, რომ მანქანა ასე უფრო მოწესრიგებულად გამოიყურებოდა.თუმცა, ამით მანქანას ვაზიანებდი. ასე რომ, ნუ დაკეტავთ სარეცხი მანქანის კარს მჭიდროდ, დატოვეთ ოდნავ გამოღებული. შედეგად, რეზინი დიდი ხნის განმავლობაში ახალივით იქნება და თქვენ არ მოგიწევთ ობთან ბრძოლა.

და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული შეცდომა – სარეცხის მასის არ გაკონტროლება. შემთხვევითი არ არის, რომ თითოეულ სარეცხ მანქანაზე მითითებულია, რამდენ კილოგრამ თეთრეულზეა გათვლილი ის.

  • თუმცა, ბევრი ამას უბრალოდ უგულებელყოფს – ან ცოტა სარეცხს დებენ, ან, პირიქით, ზედმეტად ტვირთავენ მანქანას. წონის გადამეტება საშიშია, რადგან ნაწილებზე მეტი დატვირთვაა და ძრავზე დატვირთვაც იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მანქანა მალე გაფუჭდება.
  • წონის გადაჭარბების შემთხვევაში ტანსაცმელი კარგად არ ირეცხება, ხოლო თუ დატვირთვა არასაკმარისია, სამრეცხაო განყოფილებაზე დატვირთვა არათანაბარი იქნება, რაც ასევე გამოიწვევს მანქანის გაფუჭებას.

თუ ამ შეცდომებს არ დაუშვებთ, თქვენი სარეცხი მანქანა დიდხანს მოგემსახურებათ და თქვენი სარეცხი ყოველთვის სუფთა იქნება.