12 ხრიკი, რომ თავს მოუაროთ და მილიონები არ დახარჯოთ

0
773

გაცნობიერებული მოხმარების ტრენდი ცხოვრების ყველა სფეროს იპყრობს. დღეს გიამბობთ, როგორ შეიძინოთ ნივთები ისე, რომ სილამაზესა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

ალბათ, ყოველ ჯერზე როცა მოლარეს კოსმეტიკის გადასახდელად ბარათს აძლევთ, გონებაში ფიქრობთ, თუ რაზე მოგიწევთ ეკონომიის გაწევა. რა თქმა უნდა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მის მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით!

იაფი არ ნიშნავს ცუდს

ნედლეული, სამეცნიერო კვლევები, წარმოება, მარკეტინგი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა – ყველა ეს (ზოგჯერ გაუგებარი) სიტყვა ნივთის საბოლოო ღირებულებას განსაზღვრავს. მათემატიკა მარტივია: რაც უფრო მეტი მატერიალური ინვესტიციაა ჩადებული, მით უფრო მაღალია ფასი. რაზე გააკეთოს ეკონომია, თავად მწარმოებელი წყვეტს. სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ, ძირითადად, სუფთა ხელები აქვთ და ხარისხიან ინგრედიენტებზე არ ზოგავენ. ძვირადღირებულ და იაფ პროდუქტებს შორის არჩევანის გაკეთებისას არ იზარმაცოთ და მათი შემადგენლობა შეადარეთ. ფორმულები, ერთი და იმავე აქტიური ინგრედიენტები თითქმის ერთნაირად იმუშავებს მაშინაც კი, თუ პროცენტული თანაფარდობა ოდნავ განსხვავდება. ხშირად ეს პრინციპი შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხ საშუალებებზე: შამპუნი, საშხაპე გელი. მათი მთავარი ფუნქციაა – გაწმენდა. სწორედ ამიტომ, თქვენი კანის ტიპის შესაბამისი ნებისმიერი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. „ძვირია თუ იაფი მნიშვნელობა არ აქვს. ის წყლით ირეცხება, შემდეგ ნარჩენებს ტონიკით ვიშორებთ, საბოლოდ კანზე კომპონენტები არ რჩება. ღირს კი ზედმეტის გადახდა?!“ – ირწმუნება ოლგა მანიხინა, ექიმ–დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი, დერმატოონკოლოგი და Ansaligy-ს ექსპერტი.

„თუ რაღაც ახლის ცდა გსურთ, კონსულტანტს ტესტერი სთხოვეთ. ასეთი პატარა შეფუთვები აფთიაქებშიც აქვთ. თქვენი ამოცანაა – კოსმეტიკის ჩანთა გონივრულად ააწყოთ და ბრმად არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ. ცდის და შეცდომების მეთოდი ჩვენი გზა არაა“.

ზოგიერთი ბრენდი სპეკულირებს ჩვენი რწმენით, რომ რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით უკეთესია. „1000-2000 ლარი ერთ კრემის ქილაში მის ეფექტურობას არ შეესაბამება. უნდა გესმოდეთ, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია“ – აგრძელებს ოლგა. გსურთ კრემის ღირებულების ქვედა ზღვარი გაიგოთ? ექსპერტი თვლის, რომ ხარისხიანი პროდუქტის ფასი 20 ლარიდან იწყება. აქ, საქმე ეხება არა ეფექტურობას, არამედ ზიანის მიყენების გარეშე კანის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საშუალოდ იდეალური კრემის ფასი სადღაც 60–200 ლარის ფარგლებშია – ოქროს შუალედია, რომელიც იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, მშრალი ტექსტურის ყიდვისას მასმარკეტს შეგიძლიათ უსაფრთხოდ გახედოთ. ანა ვაზგოროდნია, L’Oreal Paris-ის ექსპერტი ირწმუნება, რომ თანამედროვე ბიუჯეტური ჩრდილები კარგი ხარისხისაა, მაგრამ გირჩევთ კარგად დაპრესილი პროდუქტები შეარჩიოთ – წასმისას ნაკლებად იფშვნება. „მშრალი რუმიანა ჩვეულებრივ ტალკისგან და პიგმენტისგან შედგება, რაც საშუალებას გაძლევთ დაბალ ფასში კარგი ვარიანტი იპოვოთ“ – ამბობს ანა. – აი, კანის საშუალებებზე ეკონომიის გაწევა არ ღირს. კარგი მაკიაჟის გარანტია ხომ სწორად შერჩეული თავის მოვლის საშუალებები და თანაბარი ტონია. თუ თქვენს კანს ლუქს ბრენდის პროდუქტი უხდება, არ იყოყმანოთ“.

მულტიბიუთი

მრავალფუნქციური კოსმეტიკა თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა ყველა შემთხვევაში არ გამოგადგებათ. მაგალითად, მაკიაჟში ყოველი მეორე საშუალება შეგიძლიათ არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ.

მრავალფუნქციური ფანქარი Kajal InkArtist, Shiseido
ჩრდილების პალიტრა Orgasm Quard Eyeshadow, NARS Cosmetics
პუდრა Facefinity Compact, Max Factor
ტუჩის ტინტი Rouge Signature Tint, L-Oreal Paris

პროფესიონალები ვიზაჟისტები ასე აკეთებენ: თან რომ ქილების დიდი ვაგონი არ ატაროთ, ბიუთი ჩანთებს მრავალფუნქციური პროდუქტებით ავსებენ. ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა – ტუჩსაცხი. ანა ვაზგოროდნია რუმიანას და ჩრდილების ნაცვლად ტუჩსაცხს იყენებს. „თხევადი, გამძლე ტუჩსაცხის ფართო პალიტრა გამოყენების მეტ მეთოდს იძლევა. ყავისფერი და ნაცრისფერი შეფერილობები ძალიან მიყვარს. მკვრივი და გამძლე ტექსტურის წყალობით ტუჩსაცხით შემიძლია ყველაფერი დავხატო: მკაფიო ისრებიდან დაძლებული მყვრილების კორექტირებით დასრულებული“ – ამბობს ის. ასევე ექსპერტი ჩრდილებით ექსპერიმენტების ჩატარებას გირჩევთ. ფერის და ტექსტურის მიხედვით მას შეუძლია ჩაგინაცვლოთ ჰაილაითერი (მბზინავი და პრიალა), ლოყების კორექტორი (მონაცრისფრო–ყავისფერი მატოვი) და რუმიანა (ატმისფერი ან ვარდისფერი).

ფანქრებც საკმაოდ მრავალფეროვანია. „წარბების წვრილი ფანქრით ისრების დახატვა ან ტუჩის კონტურისთვის მოსახერხებელია. თუ ტუჩების რბილ ფანქარს ქუთუთოზე წაისვამთ, უჩვეულო შეფერილობას მიიღებთ, რომელსაც კლასიკურ ჩრდილებში ვერ იპოვით“ – გვიზიარებს ხრიკს ანა.

„კოსმეტიკაზე შეგიძლიათ ფული დაზოგოთ, თუ გონივრულად აირჩევთ“.

აი, კოსმეტოლოგები მრავალფუნქციურ საშუალებებს დიდად არ ენდობიან. მაგალითად, დღის და ღამის სახის კრემი 2–1–ში. „კრემებს აღნიშვნით day და night სხვადასხვა ფუნქცია აქვთ. დღის კრემი შეიცავს კომპონენტებს, რომელიც კანს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს და ქმნის ფირს. ღამის კრემი დეტოქსიკაციის და ფორების გაწმენდის პროცესს რთავს. მრავალფუნქციურ პირობებში ან დაცვის ან განახლების ფუნქცია მოიკოჭლებს“  – განმარტავს ოლგა მანიხინა.

ფასდაკლებები და საჩუქრები არ გამოგრჩეთ

სახის და ტანის ალოეს გელი, Eveline Cosmetics
სახის, ხელის და ტანის გამწმენდი ქაფი, Stop Virus, Librederm
დამატენიანებელი დღის კრემი სახისთვის, Ansaligy

ასე კარგად დაზოგავთ. შეგიძლიათ იპოვოთ საიტები, რომლებიც დიდი ონლაინ განხილვის სანაცვლოდ პრომოკოდებს გთავაზობთ (მათ შორისაა iHerb). საერთოდ, ონლაინ შესყიდვა უფრო მომგებიანი და მოსახერხებელია. საიტებზე სპეციალური შეთავაზებები ხშირად ჩნდება და უფრო ფართო ასორტიმენტია, ვიდრე ოფლაინ. თუ გსურთ ყველა აქციის შესახებ ინფორმაცია გქონდეთ, სიახლეები ელექტრონულ ფოსტაზე გამოიწერეთ. წერილი კი სპამად რომ არ აღიქვათ, ცალკე ფოლდერი გააკეთეთ.

ონლაინ შოპინგში გარკვეული ხრიკები არსებობს. კალათა გაავსეთ, შემდეგ საიტი დატოვეთ. თუ დარეგისტრირებული მომხმარებელი ხართ, დიდი ალბათობით მალე წერილს მიიღებთ ფასდაკლების შესახებ, ოღონდ კი შეიძინოთ.

თუ თქვენი მიზანი ნამდვილად დიდი ფასდაკლება (30-50%) და ყველაზე საინტერესო პროდუქტებთან ექსკლუზიური წვდომაა, მსხვილ მაღაზიაში კონსულტანტის ვაკანსია მოძებნეთ. თანამშრომლებისთვის სპეციალური ფასი მოქმედებს. მთავარია, განურჩევლად ყველაფერი არ შეიძინოთ.

ზოგიერთი კომპანია მზადაა საკუთარი შეფუთვის უტილიზაციაში გადაგიხადოთ

ჩვენს ქვეყანაში ეს მოძრაობა დიდად გავრცელებული არაა, მაგრამ კოსმეტიკური გიგანტები ასე აკეთებენ. როგორც წესი, ისინი გამოყენებული ფლაკონების სანაცვლოდ რაიმე ერთ ახალ ნივთს ან ფასდაკლებას იძლევიან. მოკლედ, პლანეტასაც გადაარჩენთ და ბიუჯეტსაც.

ეს გჭირდებათ?

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ყველა კოსმეტიკურ საშუალებას არ იყენებთ. თეთრებად ნაყიდი ტუშის ბაზა ხელუხლებელი დევს (აღმოჩნდა, რომ თეატრალური წამწამები არ გიხდებათ), ხოლო ბონუსად ნაყიდი თხევადი ლაინერის წასასმელად დილით დრო არ გაქვთ (სწორი ისრები ღვთის საჩუქარია). ზედმეტი რომ არ დახარჯოთ, განსაზღვრეთ, როგორი მაკიაჟი გსურთ და რამდენი წუთის დახარჯვას აპირებთ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინეთ საჭირო კოსმეტიკის სია.

კანის მოვლა ცოტა განსხვავებულია. თქვენს არსენალში უნდა იყოს გამწმენდი და მატონიზირებელი საშუალებები, სახის და თვალის კრემი. თუ მათ კანის ტიპის და მოთხოვნილებების მიხედვით შეარჩევთ, ეს საკმარისია, რომ კანის ხარისხი და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. დანარჩენი საშუალებები დაივიწყეთ, მაგრამ იმ დრომდე, სანამ ახალი პრობლემის გადაჭრა არ დაგჭირდებათ (პიგმენტური ლაქები, ტონუსის დაკარგვა და ა.შ.).

უსასყიდლოდ, ანუ საჩუქრად

მაკიაჟის შემსწავლელი სკოლები, სტილისტების კურსები და სილამაზის სალონებიც კი მოხალისეებზე ოსტატობას ხვეწავენ. პროფესიონალი მაკიაჟის გაკეთება, თმის შეჭრა ან შეღებვა უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ. მართალია, გარკვეული დეტალები არსებობს. პირველ რიგში, კასტინგის გავლა მოგიწევთ. მეორეც, ეს თქვენი არჩევანია, ანუ შედეგზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. მესამეც, თქვენთან სტაჟიორი იმუშავებს, მაგრამ პროფესიონალის მკაცრი ხელმძღვანელობით.

მეორე მხრივ, გარდასახვის უფასო შანსს იღებთ და, სავარაუდოდ, ასეც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ დღეს პარიკმახერის მომსახურება თითქმის ნახევარი სამეფო ღირს.

როგორც ხედავთ, სილამაზეში სერიოზული სახსრების ჩადება საჭირო არაა. ყოველთვის შეგიძლიათ ფული დაზოგოთ. მთავარია, გახსოვდეთ: დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გადის. ინიციატივა გამოიჩინეთ, საინტერესო ვარიანტები მოძებნეთ და ასე ბიუთი–ბედნიერებას მიაღწევთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ