
ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. გასაკვირი არ არის, რომ ძველი ბერძნები ზეთისხილს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების ხეს უწოდებდნენ. Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, რამდენად სასარგებლოა ზეითუნის ზეთი თანამედროვე ადამიანისა და მისი ჯანმრთელობისთვის?ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებები იმდენად მაღალია, რომ ზეთისხილის ზეთს ხშირად ასახელებენ ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს შორის. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, ზეთისხილის ზეთი მსოფლიოში მოხმარებული მცენარეული ზეთის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. და ეს იმის მიუხედავად, რომ დაწნეხვით მიღებული სუფთა ზეთისხილის ზეთი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელიც 100%-ით შეიწოვება ჩვენი ორგანიზმის მიერ.
სანამ ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებებზე ვისაუბრებდეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროდუქტი ჩვენს გარეგნობაზეც დადებითად მოქმედებს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ქალისთვის. ზეთისხილის ზეთი აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას (და ამის გამო, მას არა მხოლოდ ჭამენ, არამედ მკვებავი ნიღბების ინგრედიენტადაც იყენებენ). ზეთისხილის ზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის დაკლებისა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზების პროცესშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად ეს პროდუქტი სხვა არაფერია, თუ არა ცხიმი. მაშინ, რატომ ითხოვენ დიეტოლოგები მის ჩართვას ყველა დიეტაში? საიდუმლო იმაშია, რომ ოლეინის მჟავა, რომელიც ზეთისხილის ზეთშია, ასტიმულირებს ჩვენს ორგანიზმში სპეციალური ნივთიერების გამომუშავებას, რომელიც ტვინს დანაყრების სიგნალს აწოდებს. ამრიგად, ზეთისხილის ზეთი წარმატებით და დიდი ხნით თრგუნავს შიმშილის გრძნობას. ნუთუ ეს არ არის კარგი მიზეზი იმისათვის, რომ თქვენს სამზარეულოში ყოველთვის გქონდეთ სურნელოვანი სამკურნალო ზეთისხილის ზეთი?
ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებები – ახლა კი, უშუალოდ ზეთისხილის ზეთის სარგებლობის შესახებ – ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში, ეს პროდუქტი არის ჩემპიონი ქოლესტერინის დონის შემცირებაში. ასე რომ, ის შეუცვლელია ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ალცჰეიმერის დაავადების და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ზეთისხილის ზეთის კიდევ ერთი სამკურნალო თვისება არის ის, რომ მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ის ძალზე სასარგებლოა ორგანიზმში ნებისმიერი ანთების დროს: დაწყებული ანგინითა და ღრძილების დაავადებით თრომბოფლებიტამდე, კუჭის წყლულამდე ან, ვთქვათ, სქესობრივ ინფექციებამდე. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, სამკურნალო დიეტა №1-ში, რომელსაც ექიმები კუჭის წყლულის დროს უნიშნავენ, ზეთისხილის ზეთი ასრულებს უმთავრეს როლს.ზეთისხილის ზეთი შეიცავს განსაკუთრებით ძვირფას ოლეინის და ლინოლის მჟავეებს, ასევე ვიტამინებს A, D, E, K. ძირითადად, სწორედ ეს ნაკრები უზრუნველყოფს ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებებს. რომელთა შორისაა:
- საჭმლის მომნელებელი პროცესის ნორმალიზება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმეტესი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- იმუნური ფუნქციების გაზრდა;
- ქსოვილებისა და ორგანოების დაბერების პროცესის შენელება (ზეთისხილის ზეთში არსებული ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით გამო);
- გონებრივი აქტივობის გაუმჯობესება, მეხსიერების გაძლიერება, ნერვული დარღვევების ეფექტური პრევენცია;
- აქტიური მონაწილეობა ჭრილობებისა და ტრავმების სწრაფ შეხორცებაში;
- კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვა წყლულების გაჩენისაგან;
- ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერება;
- ონკოლოგიური დაავადებების ეფექტური პრევენცია.
ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებები კარგად მოემსახურება ორსულებს. სარგებელი უზრუნველყოფილია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავეების მაღალი შემცველობის გამო, რომლებიც მონაწილეობს ნაყოფის ტვინისა და ასევე მისი ნერვული სისტემის ფორმირებაში.
რომელ ზეთისხილის ზეთს გააჩნია საუკეთესო სამკურნალო თვისებები? – იმისათვის, რომ იგრძნოთ ზეთისხილის ზეთის სამკურნალო თვისებების სისრულე, უნდა იცოდეთ რომელი პროდუქტია ყველაზე სასარგებლო. უნდა აირჩიოთ ცივი დაწნეხვით მომზადებული ზეთი. ეტიკეტზე უნდა ეწეროს: Extra virgin olive oil. ეს ნიშნავს, რომ ზეთის მისაღებად გამოიყენებოდა მხოლოდ მექანიკური საშუალებები და იგი არ ექვემდებარებოდა რაიმე თერმულ ან ქიმიურ გადამუშავებას. სწორედ, ამ ტიპის ზეთისხილის ზეთს – არარაფინირებულს, რომელიც ცივი დაწურვის შედეგად მიიღება – გააჩნია ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო თვისებები.