ქალწულებმა უნდა ჩართონ დაზოგვის რეჟიმი, ვერძებმა – დაიმსახურონ პრემია. როგორ უნდა მოქცნენ ნიშნები კრიზისის პირობებში?

0
120

ბევრი ადამიანი შეშფოთებულია იმის გამო, თუ როგორ იმოქმედებს ფინანსებზე, ამ წელს, ახალი რეალობა. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ, გადახედოთ ჰოროსკოპს, რათა გაიგოთ, რას უნდა ელოდოთ პლანეტებისგან ფულის თვალსაზრისით: ასტროლოგ გალინა იანკოს რჩევა დაგეხმარებათ აირჩიოთ სწორი გზა ფინანსური სტაბილურობისკენ.დგება დრო, როცა ფინანსებს ძალიან სერიოზულად მივუდგებით. ბევრი ჩვენგანი შენიშნავს საკუთარ თავში ფულის ეკონომიურად დახარჯვის ტენდენციას, ძირითადად საჭირო ნივთებს ვიყიდით. და ეს სწორია: 2022 წელს ფული არ უნდა გაფანტოთ, არ უნდა დახარჯოთ წვრილმანებზე, უნდა დაიზოგოთ რაიმე მნიშვნელოვანი, დიდი ინვესტიციისთვის.

სინამდვილეში, უფრო თავშეკავებული და ასკეტური ცხოვრების წესი მომგებიანი იქნება არა მხოლოდ ფულის დაზოგვის, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. ვისაც ძალიან ბევრი რამ აქვს, უფრო მეტად გაღიზიანებული იქნება, რადგან ყველაფრის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა ყოველდღიურ საქმიანობას გაართულებს. ადამიანები ძირითადად შეიძენენ პროდუქტებს, რომლებიც არის მაღალი ხარისხის და “გრძელვადიანი”, ხოლო მოდურ ნივთებს პრაქტიკული და საიმედო ნივთებით ჩაანაცვლებენ. ადამიანები მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ გაიხსენებენ ანდაზას, რომელიც თითქმის დავიწყებული იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში: მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენს გამოიმუშავებთ, არამედ ის, თუ როგორ ხარჯავთ.

ასრტოლოგ გალინა იანკოს აზრით, მიწის ნიშნებმა (კურო, თხის რქა და ქალწული) უარი უნდა თქვან ფინანსურ საკითხებში ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებზე. ვარსკვლავები სამსახურის შეცვლას კი არ ურჩევენ, არამედ, პირიქით, მთელი ძალით უნდა ჩაეჭიდონ ძველს, პასუხისმგებლობით მიუდგნენ მოვალეობებს და არ დაარღვიონ შრომის რეჟიმი. ასევე, აუცილებელია უარი თქვან დაუგეგმავ ხარჯებზე, ნაჩქარევ ინვესტიციებისა და კრედიტებზე. ასეთმა ხარჯებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ახლა მიზანშეწონილია გადახვიდეთ “დაგროვების რეჟიმში” და დაზოგოთ “დამატებითი” თეთრი – გამომუშავებული თანხებიდან. ეს კარგი დახმარება იქნება სიტუაციის მოულოდნელი ცვლილების შემთხვევაში.

ცეცხლოვანი ნიშნების წარმომადგენლებისთვის, ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, ვარსკვლავებმა მოამზადეს შემდეგი გეგმა: ახლა, თქვენ აქტიურად უნდა განვითარდეთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, შეასრულოთ თქვენი უფროსების ყველა მითითება და გამოავლინოთ ინიციატივა – დამიჯერეთ, ეს ანაზღაურდება. სწორედ, ამ წესების დაცვით მიაღწევთ კარიერულ ზრდას და შედეგად მიიღებთ – შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას. კრიზისის დროს უარი უნდა თქვათ გაუაზრებელ და არასაჭირო ხარჯებზე. ამის ნაცვლად, შეეცადეთ დაზოგოთ ფული მომავლისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაგროვილი კაპიტალი, სასიამოვნოდ გააკვირვებს და გაახარებს ცეცხლოვან ნიშნებს.

მორიელებისთვის, თევზებისთვის და კირჩხიბებისთვის (წყლის სტიქია), როგორც გალინა იანკო ამბობს, კრიზისის დროს საუკეთესო გამოსავალი იქნება დამატებითი შემოსავლის მიღება. რეკომენდირებულია მთავარის გარდა კიდევ სხვა სამუშაოს პოვნა, რომელიც მოგიტანთ თუნდაც უმნიშვნელო თანხას. კარგი ვარიანტი იქნება ფულის გამომუშავება ჰობისა და გატაცების დახმარებით – დროა თავისუფლება მისცეთ თქვენს ნამდვილ მოწოდებას. საჭიროა, რაიმე ნებისმიერი სამსახური, თქვენი კაპიტალის გასაზრდელად. ასევე აუცილებელია ხარჯების გამოთვლა და უარის თქმა იმ ნივთების შეძენაზე, რომელთა გარეშეც მარტივად შეგიძლიათ გაძლება.

ჰაერის ნიშნები (სასწორი, ტყუპები და მერწყული) კრიზისულ პერიოდში, პირიქით, რისკზე უნდა წავიდნენ. არის შანსი, რომ მომავალში მიიღოთ კარგი მოგება ამ რთულ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციებიდან. თქვენ უნდა მოძებნოთ მომგებიანი პროექტები და ვა-ბანკზე წახვიდეთ. თუმცა, ვარსკვლავების კეთილგანწყობის შემთხვევაშიც კი, ასეთ ავანტიურებს გონივრულად უნდა მივუდგეთ. საქმიანობის სფეროს შეცვლა, მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად უკმაყოფილო ხართ ამჟამინდელი სამუშაო ადგილით. ძველი ადგილიდან წასვლამდე აუცილებელია ნიადაგის მომზადება, ანუ ახალი სტაბილური სამსახურის პოვნა.