
პრობლემა, როგორიცაა ფანჯრის გაყვითლებული რაფები, ბევრისთვისაა ნაცნობი. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია მეთოდზე, რომელიც დაგეხმარებათ რაფებიდან ლაქების მოშორებასა და მათ გათეთრებაში.ამისთვის დაგვჭირდება ჰიდროპერიტის აბები. ეს საშუალება აფთიაქში იყიდება და საკმაოდ იაფი ღირს. კოლოფში 8 აბია. ფანჯრის ერთი რაფის გასაწმენდად, საკმარისი იქნება 2 აბი.
საჭიროა აბების ფხვნილად გადაქცევა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სანაყი. ამის შემდეგ, მიღებულ ფხვნილს ვყრი ჯამში, ვამატებ რამდენიმე ჩაის კოვზ წყალს და ვურევ.საშუალება მზადაა, შეგვიძლია ვიმოქმედოთ.თავდაპირველად, რაფას უნდა მოვაშოროთ მტვერი. შემდეგ, შეგვიძლია წავუსვათ ჩვენს მიერ მომზადებული ნაზავი და თანაბრად გადავანაწილოთ პლასტიკის მთელ ზედაპირზე.თუ ზედაპირზე არის ჩაღრმავება ან სხვა ძნელად მისაწვდომი ადგილი, გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი ხერხი. აიღეთ ბამბის დისკო, დაასველეთ მიღებულ ნარევში და მოათავსეთ ძნელად მისაწვდომ ადგილებში.
მნიშვნელოვანია! – უნდა იმუშაოთ ხელთათმანებით. ნარევი კონცენტრირებულია და შეიძლება ავნოს თქვენი ხელების კანს. თუმცა, პლასტიკისთვის საშუალება სრულიად უსაფრთხოა.რაფაზე ნარევის წასმის შემდეგ, საჭიროა დატოვოთ იგი 1 საათის განმავლობაში, რათა მან კარგად იმოქმედოს.მიაქციეთ ყურადღება. გაყვითლებულ ადგილებთან და ლაქებთან კონტაქტის დროს, ეს საშუალება ოდნავ ქაფდება. ეს ნორმალური რეაქციაა.
ერთი საათის გასვლის შემდეგ, ვიღებთ სუფთა წყალსა და ხელსახოცს და ვიწყებთ რაფის გაწმენდას. მაშინვე შეინიშნება შესანიშნავი შედეგი. რაფა ბევრად უფრო თეთრია და სუფთა.ეს მეთოდი ყველაზე მეტად, ალბათ, ოთახის მცენარეების მოყვარულთ გამოადგებათ. ფანჯრის რაფებზე ხშირად რჩება ქოთნებისა და წყლის კვალი და ამ უბრალო და იაფი საშუალების წყალობით, თქვენი რაფები ყოველთვის სისუფთავით იპრიალებს.