
მცენარეების ყვავილები გამოიყენება ხალხურ და ჰომეოპათიურ მედიცინაში. მათი გამოყენება ხელს უწყობს მცირე დარღვევებისა და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მკურნალობას. რა სასარგებლო თვისებები გააჩნია გვირილის ჩაის, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად? ამის შესახებ წაიკითხეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
ძილის მოწესრიგება – ეს მცენარეული სასმელი არ შეიცავს კოფეინს, მის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტი, რომელიც მოქმედებს, როგორც რბილი საძილე საშუალება. მისი გამოყენება რეკომენდებულია უძილობისა და ღამის კოშმარების დროს.
სასარგებლოა მეორე ტიპის დიაბეტის დროს – გვირილის ჩაი იცავს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინსულინის გამომუშავებაზე. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. კვლევის მიხედვით, სასმელის დალევიდან 8 კვირის შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებოდათ ინსულინის დონის, მის მიმართ რეზისტენტობის მაჩვენებლების და “ცუდი” ქოლესტერინის დონის დაქვეითება.
გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ჩაის დალევის შემდეგ, უმჯობესდება ძილის ხარისხი, რაც ხსნის დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს. ანალოგიური ეფექტი აქვს გვირილის ეთერზეთებს.
აღმოფხვრის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს – მცენარის ყვავილები გამოიყენება მეტეორიზმის, დიარეის, ანორექსიის, ზღვის ავადმყოფობის, გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ. ჩაი სასარგებლოა მჟავა რეფლუქსის დროს, ის ხსნის მდგომარეობის უსიამოვნო სიმპტომებს.
ამცირებს გულის შეტევათა სიხშირეს – გვირილა არის ანტიოქსიდანტების წყარო, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და ანთებისგან. ეს არის გულის დაავადების მთავარი მიზეზი. სასმელი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას. ჩაის დალევა ამცირებს ჰიპერტენზიითა და გულის შეტევით გამოწვეულ სიკვდილიანობას.
აფერხებს დაავადების გაჩენას – გვირილის სასმელის გამოყენება ზრდის იმუნური სისტემის ანტიბაქტერიულ აქტივობას. ეს ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კიბოს პრევენცია – მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, გვირილის ჩაი ანელებს კარცეროგენული უჯრედების ზრდას. სხვა მეთოდებთან კომბინაციაში, მას შეუძლია შეამციროს კანის, პროსტატის და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
წონის დაკლება – სასმელი არ შეიცავს კალორიებს, მასში არ არის შაქარი. მისი მუდმივი გამოყენებით, წვენებისა და ტკბილი გაზიანი სასმელის ნაცვლად, შესაძლებელია წონაში დაკლება.