
გსურთ თქვენს თმაში „თხევადმა ოქრომ“ იბრწყინოს, მაგრამ თმის გაფუჭებაც არ გსურთ? მაშინ ტრენდი smoky gold hair თქვენთვისაა! თბილი და ცივი ჩრდილების ბალანსით თმა მდიდრულად გამოიყურება და მისი შენარჩუნება სახლში დამოუკიდებლად ადვილია. შავგრემანების საყვარელ ტრენდზე კოლორისტი გიამბობთ.
მომდევნო 2 წლის განმავლობაში მოდური ტრენდის „გაცნობიერებული სიცხადე“ პოპულარულობა გაიზრდება. და ეს არა მხოლოდ გარდერობს შეეხება: სულ უფრო მეტი მოდის მიმდევარი მაკიაჟსა და თმის შეღებვაში ბუნებრიობას ირჩევს!
პირველ რიგში, გაცნობიერება ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს. ქერად გახდომის სურვილის მქონე შავგრემანები თმის სიმშრალის პრობლემას აწყდებიან – სრული გაღიავებისას თმა იტანჯება, ბოლოები საერთოდ იყოფა. თუმცა სტილისტებმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მოიფიქრეს, რომ შავმა თმამ სიგრძეში ქერა ჩრდილებით იბრწყინოს, ხოლო ძირები მუქი ფერის დარჩეს.
შეღებვა „კვამლიანი ოქრო“ საშუალებას იძლევა მიაღწიოთ ოქროსფერის ულამაზეს გრადიენტს – ამასთან თმა მხოლოდ სამი ტონით უნდა გაღიავდეს. ამის გაკეთება შეგიძლიათ საღებავით, ფხვნილის გამოყენების გარეშე.
Smoky gold-ის ჩრდილები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. მაგალითად, თუ თქვენი თმის ფერი ყავისფერთან ახლოსაა, თაფლისფერი ელფერი ვარდისფერი ქვეტონით თბილი და ამავდროულად ცივი ჩრდილების შეგრძნებას მოგცემთ. მრავალფეროვანი, ღრმა ჩრდილები გამოვა! თუ თქვენი თმა კაკლისფერია, შერბეთის ჩრდილები შეარჩიეთ. ამ რთულ ფერს ყვითელ ან სპილენძისფერთან საერთო არ აქვს, თუმცა თბილი ფერია. ამ შემოდგომა–ზამთრის სეზონზე კი თბილი და დახშული ჩრდილები ტრენდის პიკშია! გარდა ამისა, მისი მოვლა უფრო ადვილია – ჩრდილები არ ირეცხება, ყოველთვე ტონირება არ დაგჭირდებათ, რითაც ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ.
კვამლიანი ოქროს პასტელური შეფერილობები შავგრემანის გარეგნობაში კონტრასტებს შეარბილებს და რბილ აქცენტებს დაამატებს. კანის ფერი უფრო გარუჯული გამოჩნდება, ხოლო თითქოსდა მზეზე მოციმციმე თმა სახიდან დაღლილობის კვალს გააქრობს.
როგორც უკვე ვთქვით, smoky gold-ის შენარჩუნება ადვილია. ხარისხიანი თმის შესანარჩუნებლად შეღებილი თმის შამპუნი და ბალზამი, ასევე მკვებავი ნიღაბი შეიძინეთ. თუ ფერის კორექციისთვის სტილისტთან მისვლას აპირებთ, სახლში გამოსაყენებლად კაკლისფერი ან ოქროსფერი მატონიზირებელი და შეფერილობის მიმნიჭებელი თმის საშუალებები წამოიღეთ. ისინი თმას პიგმენტით კვებავენ და დამატებით ბზინვარებას ანიჭებენ. მკვებავ ნიღბებთან მორიგეობით გამოიყენეთ და მოდური ფერით დატკბით.