გააკონტროლეთ ჰორმონები. სიგამხდრის საიდუმლო, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ

0
322

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია, თემაზე: სიგამხდრის საიდუმლო, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ.დიეტოლოგები ხშირად ისმენენ: ”მე არაფერი მესმის. ნაკლებს ვჭამ, მეტს ვვარჯიშობ, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვიკლებ წონაში“. მოდი გავერკვეთ ამ პარადოქსში დოქტორ ჯეისონ ფანგთან, მსოფლიო ბესტსელერის “სიმსუქნის კოდი”-ს ავტორთან ერთად.დოქტორი ჯეისონ ფანგი არის პრაქტიკოსი ენდოკრინოლოგი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი სიმსუქნისა და დიაბეტის მკურნალობაში და ავტორია წიგნებისა “დიაბეტის კოდი” და “ინტერვალური შიმშილი”.მისი წიგნი “სიმსუქნის კოდი” უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო ბესტსელერია, რომელიც ათასობით ადამიანს ეხმარება წონის ეფექტურად დაკლებასა და რეალური ნორმის შენარჩუნებაში.

დოქტორ ფანგის რევოლუციური იდეა ასეთია:

ჭარბ წონაში დამნაშავეა ჰორმონები, კერძოდ კი ინსულინი და თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, წონის დაკლების ვერც ერთი ახალი მეთოდი ვერ დაგეხმარებათ.დასაწყისისთვის, ცოტაოდენი თეორია. პუბერტატულ პერიოდამდე ბიჭებსა და გოგოებს აქვთ კანქვეშა ცხიმის ერთნაირი რაოდენობა. მაგრამ, პუბერტატული პერიოდის შემდეგ ქალის სხეულში უკვე 50%-ით მეტი ცხიმია, ვიდრე მამაკაცის სხეულში. ეს იმის მიუხედავად, რომ საშუალოდ მამაკაცები მეტ კალორიას მოიხმარენ.

რატომ? საქმე ისაა, რომ წონის მატებას უფრო რთული მექანიზმები განაპირობებს, ვიდრე თქვენს ცხოვრებაში კალორიებისა და სპორტის თანაფარდობის ბალანსი. ჰორმონალური კოქტეილი, რომელიც მამაკაცებსა და ქალებს ერთმანეთისგან განასხვავებს, ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ქალები აგროვებენ ჭარბ კალორიებს ცხიმის სახით და არ წვავენ მათ.წონის მატებას (პირდაპირი მნიშვნელობით) იწვევს ის ფაქტი, რომ ქალებში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში. ამასთანავე, ყველა ადამიანში მეტაბოლიზმი ასაკთან ერთად ნელდება: ყოველ 10 წელიწადში 2-3%-ით.წონის დასაკლებად საჭიროა დაალაგოთ არა კალორიები და სპორტული აქტივობების გრაფიკი, არამედ ჰორმონები, რადგან ისინი არეგულირებენ მეტაბოლურ მაჩვენებელს და აკონტროლებენ ცხიმების დაგროვებასა და ხარჯვას.

რატომ არ მუშაობს ჩვეულებრივი სქემები – წიგნში “სიმსუქნის კოდი” დოქტორი ფანგი არღვევს ბევრ მითს წონის დაკლების შესახებ. მაშ ასე, აღმოჩნდა რომ:

  • დაბალკალორიულმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ჰორმონალურ სისტემაში. დიეტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაც კი ორგანიზმი ინარჩუნებს შიმშილის ჰორმონის – გრელინის მაღალ კონცენტრაციას და სიმაძღრის ჰორმონების შემცირებულ შემცველობას.
  • დაბალკალორიული დამატკბობლები საზიანოა. ამერიკის ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებამ ჩაატარა გამოკითხვა 78 694 ქალში: შედეგებმა აჩვენა, რომ სასმელები და საკვები პრეფიქსით მსუბუქი – 0% ცხიმი და სხვა – ხელს არ უწყობს წონის დაკლებას. უფრო მეტიც, ისინი 43%-ით ზრდის ინსულტისა და ინფარქტის რისკს.
  • ყველა დამატკბობელი აძლიერებს შიმშილის გრძნობას: ტვინი, რომელმაც მიიღო სიტკბო კალორიების გარეშე, საჭიროებს დამატებით საკვებს – და შედეგად, თქვენ ჭარბად იკვებებით.
  • ექვსჯერადი კვება არ უწყობს ხელს წონის დაკლებას. მეტაბოლიზმი სრული ძალით მუშაობს სრული ჭამის შემდეგ და წახემსებებით, თქვენ ანელებთ ამ პროცესს.
  • “საუზმე თავად მიირთვით“ მთლად სწორიც არ არის. სიგამხდრით ცნობილი ფრანგები საუზმის დროს ყავას ანიჭებენ უპირატესობას. იმ რწმენის გავლენით, რომ საუზმე სასარგებლოა, ხალხი ვისაც დილით ეჩქარება, მიირთმევს მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებს, ძირითადად რაფინირებული ნახშირწყლებით, რაც სარგებელს მოუტანს არა მათ, არამედ მათ მწარმოებლებს.
  • სპორტი არ არის პანაცეა. ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც შეისწავლიდა ქალთა ჯანმრთელობას, 39 876 ქალი დაყვეს სამ ჯგუფად: პირველი დაკავებული იყო სპორტით დღეში ერთ საათზე მეტ ხანს, მეორე – კვირაში რამდენჯერმე და მესამე – შემთხვევიდან შემთხვევამდე, მაგრამ ყოველ კვირას. მომდევნო ათი წლის განმავლობაში მაღალი დატვირთვის ჯგუფის წევრებმა წონაში დაკლება ვერ მოახერხეს, ფაქტობრივად, ცხიმი კუნთადაც კი არ გადაიქცა.

მშიერი თამაშები – ჭარბი წონისა და, კერძოდ, ვისცერული ცხიმის წარმოქმნის მთავარი დამნაშავე არის ჰორმონი ინსულინი. სწორედ, მისი აქტივობა ანიჭებს ტვინს წონის არასწორ მნიშვნელობას: ტვინი იწყებს ჭარბი წონის ნორმად მიჩნევას და ცდილობს მის შენარჩუნებას.დოქტორ ფანგის წიგნიდან ვიგებთ, რომ ყველა საკვები გარკვეულწილად ზრდის ინსულინს – თუნდაც ჯანსაღი. ეს ნიშნავს, რომ კვების ნორმალიზება (მაგალითად, მეტი ჯანსაღი ცხიმებისა და ბოჭკოების ჭამა) მხოლოდ საქმის ნახევარია.

წარმატების მისაღწევად, თქვენ უნდა დაარღვიოთ ინსულინრეზისტენტობის ციკლი. როგორ? უზრუნველყავით ორგანიზმი ძალიან დაბალი ინსულინის პერიოდებით. დიახ, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ ჭამოთ 24-დან 36 საათის განმავლობაში.შიმშილი იყო განკურნების უძველესი მეთოდი. ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ჭამა – ნიშნავს თქვენი დაავადების გამოკვებას.თუ როგორ უნდა დაიცვათ სწორად ინტერვალური შიმშილი (შეგიძლიათ უწოდოთ მარხვა), ამის შესახებ დოქტორი ფანგი დეტალურად საუბრობს საკუთარ წიგნში. გთავაზობთ, რამოდენიმე რჩევას:

  • 1.დაიწყეთ დილა – 1 ჭიქა სუფთა გრილი წყლით.
  • 2. იყავით დაკავებული: ასე თავს აარიდებთ საჭმელზე ფიქრს. ამისთვის იდეალურია დატვირთული სამუშაო დღე.
  • 3. დალიეთ ყავა: ის თრგუნავს შიმშილის გრძნობას. მწვანე ჩაი, შავი ჩაი ან ბულიონი ასევე კარგად მუშაობს. ბულიონის სწორად მომზადების რეცეპტი იხილეთ წიგნში “სიმსუქნის კოდი”.
  • 4. დაიჭირეთ ტალღა: შიმშილი ტალღებად მოდის, ის ყოველთვის არ გვძლევს. როცა იგრძნობთ მის მოახლოებას, ნელა დალიეთ ჭიქა წყალი ან ფინჯანი ყავა.
  • 5. მიეცით საკუთარ თავს ერთი თვე: ორგანიზმს სჭირდება დრო შიმშილთან შესაგუებლად. პირველი რამდენიმე მომენტი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მოემზადეთ ამისთვის მორალურად. უკან არ დაიხიოთ. შემდეგ, ბევრად უფრო ადვილი იქნება.
  • 6. “არასამარხვო” დღეებში იკვებეთ ჯანსაღად: ინტერვალური შიმშილი არ არის მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი მიირთვათ. მოერიდეთ შაქარს და რაფინირებულ ნახშირწყლებს.
  • 7. ინტერვალური შიმშილის დამთავრების შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ არ გიშიმშილიათ. იკვებეთ ჩვეულებრივად, ნუ იკვებებით ზედმეტად.
  • 8. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: აქციეთ ინტერვალური შიმშილი თქვენი ცხოვრების ნაწილად. გადაანაწილეთ შიმშილის დღეები თქვენი განრიგის მიხედვით. მაგალითად, არდადეგები და ოჯახური დღესასწაულები არ არის საუკეთესო დრო გმირობისათვის. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო გამხდარი და ჯანმრთელი ცხოვრებით ტკბობისას!

სტრესის შესახებ – “მე შემიძლია ნებისმიერი ადამიანის გასუქება”, – ამბობს დოქტორი ფანგი. – როგორ? უბრალოდ, დავუნიშნავ მას პრედნიზოლონს, ადამიანის ჰორმონის კორტიზოლის სინთეზურ ასლს. პრედნიზოლონი გამოიყენება მრავალი დაავადების – ასთმის, ართრიტის, ფსორიაზის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, მიასთენიის სამკურნალოდ.მაგრამ ისინიც კი, ვინც არ ღებულობენ მედიკამენტებს, ყოველდღიურად ღებულობენ ნამდვილი და არა ხელოვნური კორტიზოლის პორციას. ის ზრდის გლუკოზის დონეს და შემდგომში ინსულინს. ინსულინის დონის გაზრდა უდრის წონის მატებას.

ჩვენ გარშემორტყმული ვართ ქრონიკული სტრეს-ფაქტორებით: ჩხუბი ოჯახში, სირთულეები სამსახურში, მოუწესრიგებელი ცხოვრების განცდა და ასევე… იგივე დიეტა.მკაცრი დიეტის დროს ორმაგდება სტრესის ჰორმონის გამომუშავება, რის გამოც ორგანიზმი იწყებს ცხიმის დაგროვებას ძირითადად მუცლის არეში (ხოლო შიმშილი გულისხმობს ჯილდოს, ჩვეულ საკვებზე სწრაფ დაბრუნებას და არ იწვევს ისეთ სტრესს, როგორსაც დიეტა).ასევე, ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველა ძალისხმევის გასაუქმებლად, თქვენ უბრალოდ არ უნდა გამოიძინოთ: არასაკმარისი ძილი ასტიმულირებს სტრესის ჰორმონის დონეს და ზრდის შიმშილის გრძნობას.

სტრესული ფაქტორების შემცირება, ჯანსაღი საკვების არჩევა და ინტერვალური შიმშილი, როგორც ცხოვრების წესი – საიმედო ფორმულაა იდეალური ფიგურის პოვნისა და შენარჩუნებისთვის.კვების წესისა და ცხოვრების წესის შეცვლამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.