მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ ადამიანებს თვლიან გარშემომყოფები მოსაწყენ ადამიანებად

0
117

აღქმაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პიროვნული თვისებები, არამედ პროფესიაც.დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რა ნიშნების მიხედვით თვლიან ადამიანები გარშემომყოფებს მოსაწყენ ადამიანებად. ამისათვის, მათ ჩაატარეს ხუთი კვლევა და გამოკითხეს 500-ზე მეტი ადამიანი. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.პირველი ორი გამოკითხვა ეძღვნებოდა პროფესიების, ჰობებისა და ხასიათის თვისებების იდენტიფიცირებას, რომლებსაც მონაწილეები მოსაწყენად მიიჩნევდნენ. მესამეში, ყურადღება დაეთმო “მოსაწყენი“ მახასიათებლების მქონე ადამიანების გულწრფელობისა და კომპეტენტურობის აღქმას. დანარჩენი ორი დაეთმო რესპონდენტთა პასუხების შესწავლას: მოსაწყენი ადამიანების თავიდან აცილების სურვილს და გადახდის მზადყოფნას, რათა მათთან აღარ მოუწიოთ კომუნიკაცია.შედეგად, ავტორებმა შეადგინეს მახასიათებლების რეიტინგი, რომლებსაც კვლევის მონაწილეები ყველაზე ხშირად უკავშირებდნენ მოსაწყენ ადამიანებს.

  • პროფესიები: მონაცემთა ანალიტიკოსი, ბუღალტერი, საგადასახადო ან დაზღვევის სპეციალისტი, დასუფთავების, ბანკის თანამშრომლები, კლერკები, ოფისის თანამშრომლები, გამყიდველები და მოლარეები.
  • ჰობი: ძილი, რელიგიური აქტივობები, ტელევიზორის ყურება, ცხოველებზე დაკვირვება, მათემატიკა, ალკოჰოლისა და სიგარეტის გამოყენება, სწავლა, კოლექციონირება.
  • ხასიათის თვისებები: სიმშრალე, საკუთარი ინტერესების, იუმორის გრძნობის და საკუთარი აზრის არ ქონა, პესიმიზმი, კომუნიკაციის ცუდი უნარი (დაუსრულებლად საუბარი და/ან თანამოსაუბრის არ მოსმენა) და ვიწრო აზროვნება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის აღქმა შეიძლება შეიცვალოს მასთან კომუნიკაციის დროს, ყველა არ დაუთმობს დროს საუბარს მასთან, ვისაც აშკარად აქვს “მოსაწყენი“ ჰობი ან სამუშაო. უმეტესობას ურჩევნია უბრალოდ მოერიდოს ასეთ ადამიანს.აღსანიშნავია, რომ გამოკითხვები ჩატარდა ადამიანების საკმაოდ მცირე ჯგუფში და მათი უმეტესობა იყო ერთი ქვეყნიდან – ამერიკიდან. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვადასხვა რეგიონში მოსაწყენი პროფესიების, ჰობებისა და ხასიათის თვისებების შესახებ გაგება განსხვავებულია.თქვენ, რომელი ნიშნები მიგაჩნიათ მოსაწყენი ადამიანების ინდიკატორად?