მეორე სიცოცხლე პროდუქტებისთვის, როდესაც მათი ვარგისიანობის ვადა დასასრულს უახლოვდება

0
84

გაფუჭებულ ხორცს უკვე ვეღარ გადაარჩენ, მაგრამ “დაღლილ” ხილი ან გამხმარ ყველი კიდევ შეგიძლია რომ გადაარჩინო.სანამ საკვების რეანიმაციას შეუდგებით, გულახდილად უნდა შეაფასოთ მისი მდგომარეობა. პროდუქტები, რომლებსაც უკვე ასდის მკვეთრი უსიამოვნო სუნი, დაფარულია ობით, თეთრი ნადებით ან წებოვანი ფენით, უმჯობესია მოათავსოთ ნაგვის ურნაში. ეს არ არის მფლანგველობა, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუ საკვებმა ახლახან დაიწყო იერის დაკარგვა, მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული ხრიკების გამოყენებით, რომლებსაც გთავაზობთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ხილი და ბოსტნეული – იმისთვის, რომ ოდნავ დანაოჭებული ვაშლი, კიტრი, სტაფილო და პომიდორი კვლავ გაგლუვდეს, ჩაალაგეთ ისინი ცივ, მარილიან წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. არ ინერვიულოთ, ხსნარში არსებული მარილი არანაირად არ იმოქმედებს ხილისა და ბოსტნეულის გემოზე.გამხმარი ციტრუსი შეგიძლიათ თხელ ნაჭრებად დაჭრათ და საყინულეში მოათავსოთ. ასეთი ნაჭრები მოსახერხებელია ჩაისა და კოქტეილებში დასამატებლად – ეს დამატებით გემოს შემატებს და გააგრილებს სასმელს. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ყურძნის შემთხვევაშიც.დამჭკნარი სტაფილო, ბოლოკი და ნიახური გახდება ხრაშუნა, თუ მოათავსებთ ცივ წყალში უმი კარტოფილის ნაჭრებთან ერთად და გააჩერებთ ერთი საათის განმავლობაში.

მწვანილი – კამა, ოხრახუში და ქინძი შეგიძლიათ გაახლოთ, თუ მოათავსებთ ჭიქაში ცივი წყლითა და ლიმონის წვენით და გააჩერებთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში. ერთ ჭიქაზე უნდა დაამატოთ 1 ჩაის კოვზი წვენი.სალათის ფოთლებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს თბილი წყალი. წყალში გარკვეული დროის გატარების შემდეგ, ფოთლები გამოიკვებება და დაიბრუნებს ძველებურ ელასტიურობას.ნებისმიერი დამჭკნარი მწვანილი შეგიძლიათ წვრილად დავჭრათ, შევურიოთ კარაქს, შეფუთოთ ცელოფანში „ძეხვის“ ფორმით და მოათავსოთ საყინულეში. ასეთი პროდუქტი ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ კარაქს: მაგალითად, შეგიძლიათ წაუსვათ პურს, ჩაამატოთ ფაფას ან რაიმეს ცხობისას გამოიყენოთ.გამხმარი მწვანილით მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი სოუსი სალათებისთვის. მწვანილს მოაშორეთ ღეროები, ფოთლებს კი დაასხით 6 ან 9%-იანი სუფრის ძმარი და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას. ორ კვირაში მზად იქნება.

ყველი – იმისთვის, რომ ყველის გამხმარი ნაჭერი ისევ დარბილდეს, შეგიძლიათ საათნახევრით გააჩეროთ იგი თბილ რძეში.გამაგრებული ყველი გახეხეთ სახეხზე და მოათავსეთ ცელოფანში. გახეხილი ყველი შეგიძლიათ მოაყაროთ მაკარონს ან დაუმატოთ წვნიანს შესქელებისთვის. ხოლო თუ ბლენდერში ცოტაოდენ რძესთან ერთად შეურევთ, მიიღებთ შესანიშნავ სოუსს მაკარონისა და რიზოტოსთვის.

პური და ნამცხვრები – გამხმარი პური ისევ დარბილდება, თუ მას ქაღალდის ხელსახოცს მოახვევთ, რომელიც ზედმეტ კონდენსატს შეაგროვებს და მოათავსებთ მიკროტალღურ ღუმელში – რამდენიმე წუთის განმავლობაში. იგივე შედეგს მიაღწევთ, თუ ქვაბზე, რომელშიც მდუღარე წყალია, მოათავსებთ საწურს, ჩადებთ მასში პურს და დაახურავთ თავსახურს. პროცესს მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდება, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ პურს წყალი არ მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დასველდება.გამომშრალი პური შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ბლენდერში და გამოიყენოთ, როგორც საფანელი. ან შეგიძლიათ დაჭრათ კუბებად და გახუხოთ წინასწარ გახურებულ მშრალ ტაფაზე. ასეთი კუბები გამოგადგებათ სალათების მოსამზადებლად. თუ პურს მარილს და სანელებლებს დაუმატებთ, მიიღებთ მაღაზიაში ნაყიდი სნექის კარგ ალტერნატივას.

თუ პროდუქტები ჯერ კიდევ წესრიგშია, მაგრამ გესმით, რომ ვადის გასვლამდე ყველაფრის ჭამას უბრალოდ ვერ მოასწრებთ, შედგით საყინულეში. ამ გზით, შეგიძლიათ შეინახოთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, პური, ხორცი და თევზის პროდუქტები, მათ შორის წითელი ხიზილალა და მრავალი სხვა.