
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს თვისებებზე, რომლებიც ვიზუალურად გვმატებს ასაკს.მოდი შევადგინოთ დაბერების ნიშნების სრული ჩამონათვალი, ანუ მტერს პირადად უნდა იცნობდე!ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნე სტატია დაბერების ნიშნების შესახებ, მაგრამ სტატიის კომენტარებში ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული დამატებები იყო, რომ ჩემს მოვალეობად მივიჩნიე აქცენტი გადამეტანა პირველ სტატიაში გამოტოვებულ მომენტებზე! და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა კომენტატორებს ასეთი ღირებული აზრებისათვის!
1. სევდა – თქვენ არაერთხელ გსმენიათ ფრაზა “კუნთების მეხსიერება”, მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ კუნთების ეს მეხსიერება შეიძლება იყოს მიმიკური? თუ სახეზე გამუდმებით ასახავთ სევდას ან კიდევ უფრო უარესს, უკმაყოფილო ზიზღს, მაშინ სახე ამ ფორმას მიიღებს… და მოდუნებულ მდგომარეობაშიც კი სახეზე ამ ემოციის ანაბეჭდი დარჩება.უკმაყოფილო ზიზღი – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ემოციაა. ხალხი ეჭვიანია, იფიქრებენ, რომ არ მოგწონთ ისინი და ავტომატურად მათაც არ მოეწონებით.გარდა ამისა, როდესაც სახის კუნთების დიდი ნაწილი დაძაბულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება, ლიმფის დაგუბება, არასაკმარისი სისხლის მიწოდება.რა უნდა ვქნათ? მასაჟი, მიკროდენები და მიმიკის გაკონტროლება. უფრო ხშირად უნდა გაიღიმოთ. სხვათა შორის, ხშირმა ღიმილმა შესაძლოა საგრძნობლად აგიჭიმოთ სახე.
2. მავნე ჩვევები – მიწისფერი კანი, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები… ეს ყველაფერი მავნე ჩვევების შედეგია, თუნდაც ეს იყოს ცოტა და იშვიათად.
3. მერყევი წონა – როდესაც კანი გაუჩერებლად იჭიმება და ეკიდება, რაღაც მომენტში ის შეწყვეტს დაჭიმვას და სამუდამოდ ჩამოეკიდება.შიმშილი ისეთივე მავნეა, როგორც ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობა… ეს ყველაფერი საშინლად მოქმედებს არა მარტო კანის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე.
4. არასწორად შერჩეული ვარცხნილობა – თმის ფერი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სახის ფერი მასზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე თავად სახეზე!ზოგიერთი ფერი და ვარცხნილობა აშკარად ასოცირდება სიბერესთან და ცუდ გემოვნებასთან. არის ფერები, რომლებიც უბრალოდ ყვირის, რომ ქალბატონი პატარა ქალაქიდანაა და 20 წელია, რაც მოდით არ დაინტერესებულა. ახლა არ ვიტყვი რომელი ფერებია, რომ არავის ვაწყენინო, მაგრამ თუ თქვენ ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ასეთი თმის ფერი, მაშინ მე მართალი ვარ!
5. მოძველებული მაკიაჟი – აქ ყველაფერი მარტივია… ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაკიაჟს, რომელიც მოდური იყო მათი ახალგაზრდობის დროს. ამიტომ, თუ ქალი წლიდან წლამდე აგრძელებს ასეთი მაკიაჟის გაკეთებას, მაშინ მისი ახალგაზრდობა წარსულშია დარჩენილი.ახლა, მოდური ტექნიკების ნახევარზე მეტი განკუთვნილია სახის განახლებისა და გაახალგაზრდავებისთვის, მაგრამ ბევრი ქალი უარყოფს მათ და წარბებს ისე იხატავს, როგორც ამას ბულანოვა აკეთებდა 1992 წელს… იცით, რამდენი წელი გავიდა 1992 წლიდან?!
თუ ამჯერადაც გამოგვრჩა რაიმე, აუცილებლად მოგვწერეთ კომენტარებში!