კეფირის 7 დღიანი დიეტა. მკაცრია, მაგრამ ეფექტური!

0
258

კეფირის 7 დღიანი დიეტა, სრულად შეესაბამება მის სახელწოდებას: მასში მთავარი პროდუქტია კეფირი – ცნობილი რძემჟავა სასმელი. საბედნიეროდ, 7 დღიანი კეფირის დიეტის 6 დღის განმავლობაში, უცხიმო კეფირს ემატება კიდევ ერთი დაბალკალორიული საკვები (ყოველდღე განსხვავებული!). მაგრამ, ამის მიუხედავად, კეფირის დიეტა მაინც სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ და მკაცრ დიეტად. სწორედ, ამ დიეტაზეა საუბარი, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.7 დღიანი კეფირის დიეტა, მთელი მისი სიმძიმის მიუხედავად, ფორმალურად არ მიეკუთვნება მკაცრი მონო-დიეტების რიცხვს – ანუ კვირის განმავლობაში შეგიძლიათ კეფირს ყოველდღიურად დაამატოთ ერთი ან ორი სხვა დაბალკალორიული პროდუქტი. მაგალითად: კიტრი და მწვანილი, გამომცხვარი კარტოფილი, ხილი. ყოველდღიური რაციონია – 1500 მლ კეფირი + 100-დან 400 გ-მდე დამატებითი პროდუქტი. მსგავსი მენიუ, რკინის ნებისყოფასთან ერთად, შთამბეჭდავ შედეგს იძლევა: კვირაში მინუს 7 კგ-მდე.

როგორ შევარჩიოთ კეფირი დიეტისთვის – მაშ ასე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ 7 დღიანი კეფირის დიეტა წარმატებული აღმოჩნდეს? ყურადღებით დავაკვირდეთ თავად პროდუქტს. 100 გრ მაღალი ხარისხის კეფირი უნდა შეიცავდეს:

  • 2,8 გ ცილა;
  • 0,5-დან 8,9%-მდე ცხიმი.

ვარგისიანობის ვადის განმავლობაში, სასარგებლო ბაქტერიების კოლონიების წარმომქმნელი ერთეულების რაოდენობა არ შეიძლება ჩამოვიდეს 10-დან მეშვიდე ხარისხამდე, ხოლო საფუარი – 10-დან მეოთხე ხარისხამდე.კეფირში შემავალი მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურა 7 დღიანი კეფირის დიეტის მთავარი ღირებულებაა. კეფირის საფუარი წარმოადგენს ორი ათეული რაოდენობის “სოკოების” სიმბიოზს, რომელიც GOST-ის მიერ ცალკე აღწერილი საფუარის გარდა შეიცავს რძემჟავა სტრეპტოკოკებს, ბაცილებს და ძმარმჟავას ბაქტერიებს.კეფირში, რომელიც გაყიდვაშია პრეფიქსით “ბიო”, გამოიყენება ეგრეთ წოდებული პირდაპირი შეყვანის ოდნავ განსხვავებული პრეპარატები, მათ შორის, მაგალითად, აციდოფილური ჩხირები და ბიფიდობაქტერიები. ითვლება, რომ ისინი განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და არ იშლება დიდი ხნის განმავლობაში, ასწრებს, რომ ხარისხიანად იმოქმედოს ნაწლავის ფლორაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გავლის დროს. ასეთი “ბონუსი” ასევე პლიუსია კეფირის დიეტისთვის.

კეფირის ვარგისიანობის ვადა მისი რეალური ხარისხის პირდაპირი მაჩვენებელია და ძირითადი პროდუქტის ხარისხი ძნელად შეიძლება გადაჭარბებული იყოს, თუ მოგიწევს კეფირის დიეტის დაცვა 7 დღის განმავლობაში ან უფრო მეტ ხანს.ხანგრძლივი შენახვის ვადა, დიდი ალბათობით, მიუთითებს, რომ წარმოებაში გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული სტოპ დანამატები, რომლებიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების განვითარებას. ასეთ კეფირში ბაქტერიები ერთგვარ შეჩერებულ ანაბიოზში იმყოფებიან, რომელიც ბოთლის გახსნისთანავე ჩერდება, როდესაც კეფირს ხვდება ჟანგბადი. მაშასადამე, ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე “კეფირები“, გახსნის შემდეგ, ფაქტიურად ერთ დღეში ფუჭდება, თუნდაც მაცივარში იყოს მოთავსებული.კეფირის 7 დღიანი დიეტის დროს გამოიყენება არაუმეტეს 1%-იანი ცხიმიანობის მქონე კეფირი. სასარგებლო თვისებების მიხედვით, ის კლასიკური 2,5%-იანი კეფირის ტოლფასია, მაგრამ ოდნავ განსხვავებული კონსისტენცია აქვს და შესაბამისად, ნაკლებ ცხიმს და კალორიებს შეიცავს. 100 მლ 1%-იანი კეფირის კალორიულობაა – 40 კკალ.

კეფირის ექსპრეს-დიეტის სახეობები – არსებობს კეფირის დიეტის რამდენიმე სახესხვაობა, მაგრამ ყველა მათგანს 3 ზოგადი პრინციპი აერთიანებს:

  • 1. ხანგრძლივობა 7 დღე;
  • 2. ძირითადი პროდუქტი დღის განმავლობაში არის კეფირი, დამატებითი პროდუქტი არის გარკვეული რაოდენობის დაბალკალორიული ცილოვანი ან ნახშირწყლოვანი საკვები;
  • 3. კვების მკაფიო განრიგი (დღეში 6-ჯერ თანაბარი ინტერვალებით, ბოლო – დაძინებამდე 2 საათით ადრე მაინც).

კეფირის 7 დღიანი დიეტა, ზოგიერთ სქემაში, ითვალისწინებს სითხის შეზღუდვას 500 მლ კეფირამდე დღეში. ჩვენ გირჩევთ, თავი შეიკავოთ ასეთი კეფირის დიეტისგან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია მძიმე ან შეუქცევადი შედეგებით.კეფირის დიეტის განმავლობაში უარი უნდა თქვათ შაქარზე, მარილზე, შავ ჩაისა და ყავაზე. შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ დალიოთ უბრალო სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი.

კეფირის 7 დღიანი დიეტა (საბაზისო)

  • პირველი დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ გამომცხვარი კარტოფილი (მარილის გარეშე).
  • მეორე დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ ხაჭო ცხიმის დაბალი პროცენტით.
  • მესამე დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).
  • მეოთხე დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ მოხარშული ქათმის მკერდი.
  • მეხუთე დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).
  • მეექვსე დღე. განტვირთვის დღე. მხოლოდ, 1,5 ლიტრი წყალი.
  • მეშვიდე დღე. ნახევარი ლიტრი კეფირი 1%-იანი ცხიმიანობით და 400 გრ ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).

7 დღიანი კეფირის დიეტა პროტეინებით – ეს დიეტა აგებულია იმავე სქემით, როგორც საბაზისო, მაგრამ ხილის მიღების დღეებიდან ორი (შეგიძლიათ აირჩიოთ მესამე და მეხუთე ან მეხუთე და მეშვიდე დღე) დღე უნდა ჩანაცვლდეს მჭლე ხორცის ან ქათმის ფილეს მიღების დღეებით (დაახლოებით 400 გრ დღეში).

კეფირის “მშიერი” დიეტა 7 დღის განმავლობაში – კეფირის რაოდენობა იზრდება დღეში 2 ლიტრამდე, ხოლო დამატებითი პროდუქტების ნაწილი, პირიქით, მცირდება 400-დან 100 გრამამდე.

ვაშლის და კეფირის დიეტა 7 ან 9 დღის განმავლობაში – ძალიან მკაცრი დიეტა, რომელიც ნამდვილად არ არის შესაფერისი კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.

დღის მენიუ: კვება დღეში 6-ჯერ, თითოეულ ჯერზე 1 ჭიქა კეფირი + 1 ვაშლი ნებისმიერი ზომის.

ვაშლისა და კეფირის დიეტის კიდევ ერთი ვერსია: 3 დღე მხოლოდ კეფირი (1,5 ლიტრი დღეში), 3 დღე მხოლოდ ვაშლი (1,5 კგ-მდე), 3 დღე მხოლოდ კეფირი. შეგიძლიათ დალიოთ ჩვეულებრივი წყალი.ძირითადი ინგრედიენტების მირთმევის ფორმა მნიშვნელოვანი არ არის – ვაშლი შეგიძლიათ გახეხოთ და კეფირს შეურიოთ ან გამოაცხოთ უშაქროდ (თუ ტკბილის გარეშე ძალიან გიჭირთ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 კოვზი თაფლი).უფრო მსუბუქი ვარიანტია – ვაშლისა და კეფირის დიეტის მენიუს გამოყენება განტვირთვის დღის მოსაწყობად, ჩვეულებრივი რაციონის ჩარჩოებში.

როგორ გამოვიდეთ კეფირის დიეტიდან – 7 დღიანი კეფირის დიეტადან გასვლა უნდა მოხდეს მაქსიმალურად თანდათან. ორგანიზმი, მართალია დიდი ხნის განმავლობაში არა, მაგრამ მაინც მიეჩვია საკვების მცირე ულუფების მიღებას. ამიტომ, წინა რაციონზე მკვეთრი დაბრუნება შეიძლება იყოს არა მხოლოდ საზიანო, არამედ გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების მიზეზიც.კეფირის 7 დღიანი დიეტის დასრულების შემდეგ, სასურველია უარი ითქვას თეთრი ფქვილის, ცხიმოვანი და ტკბილი საკვების მიღებაზე – მინიმუმ ასეთივე პერიოდის განმავლობაში – ეს, სხვათა შორის, დაეხმარება მეტაბოლიზმს მეტ-ნაკლებად ნაზად დაუბრუნდეს მუშაობის ნორმალურ რეჟიმს და ასევე გაახანგრძლივებს კეფირის დიეტის ეფექტს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მონო-დიეტა და დიეტა, რომელიც ითვალისწინებს მოხმარებული საკვების შემადგენლობის ან რაოდენობის მკაცრ შეზღუდვას, შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მონო-დიეტების და ექსპრეს-დიეტების ბოროტად გამოყენება და ასევე, ასეთი დიეტის დაცვა შეიძლება ნახევარ წელიწადში მხოლოდ ერთხელ.