ახალგაზრდობის გამტაცებლები. თვისებები, რომლებიც ვიზუალურად გვაბერებს, იმასთან შედარებით, როგორებიც სინამდვილეში ვართ

0
270

იყო მუდმივად ახალგაზრდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ ღირსეულად გამოიყურებოდე შენი ასაკის შესაბამისად – ეს ძალიან კარგი მიზანია. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი საუბრობს ახალგაზრდობის “გამტაცებლებზე”, თვისებებზე, რომლებიც ვიზუალურად გვაბერებს.

1. ცუდი პოზა – დაშვებული თავი მაშინვე გვაძლევს “ახალგაზრდობის გამტაცებლების” მთელ თაიგულს! ვეცდები არაფერი გამომჩრეს…

  • 1. სახის ქსოვილები არ დევს თავის ქალას ძვლებზე, არამედ ჩამოკიდებულია. ამიტომ, კანი უფრო დაჭიმულია და სახე თანდათან დაბლა ჩამოდის.
  • 2. კისრის კუნთების დაძაბულობა არღვევს სისხლის მიმოქცევას და ეს იწვევს – სახის ცუდ ფერს, თმის ცვენას, დაბინდული გონებას, შეშუპებისკენ მიდრეკილებას და ა.შ.
  • 3. მოხრილი ზურგი კი, თავისთავად – არ გვაახალგაზრდავებს.

2. შეშუპება – შეშუპება, მხოლოდ ვიზუალურად არ გვაბერებს… სახის ქსოვილებში ჩარჩენილმა შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს ტომსიკების გაჩენა… და ლოკალიზაციის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ცხვირ-ტუჩის ნაკეცი, ტომსიკები თვალების ქვეშ ან ყვრიმალებზე და დაშვებული ლოყები…

3. დეჰიდრატაცია – მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები, ცუდი თმა, სახის და თავის კანის ცხიმიანობისკენ მიდრეკილება, ჭარბი წონა, შეშუპება და ა.შ. ეს არის დეჰიდრატაციით გამოწვეული პრობლემების ნაწილობრივი სია.

4. რეტროს სიყვარული – რეტრო ელეგანტურად გამოიყურება გარკვეულ ასაკამდე… მერე შთამბეჭდავი აღარ არის და ქმნის მორალურად წარსულში ჩარჩენის შთაბეჭდილებას.ამიტომ, მოდური ქალი ყოველთვის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება… აქტიურობა, თანამედროვე აზროვნება – ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს გარეგნობაზე.

5. ჭარბი წონა – ცოტაოდენი ცხიმი აახალგაზრდავებს, რადგან არ აძლევს კანს დანაოჭების საშუალებას. ძალიან გამხდარი სახეების მქონე ქალები, ხშირად უფრო ასაკოვნად გამოიყურებიან, თავიანთ ასაკთან შედარებით.წონის უეცარმა კლებამ შეიძლება ვიზუალურად დააბეროს ქალი, თუ კანი ჩამოიწელება და სახე გახდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, დეიდა გოგონად გადაიქცეს.ზედმეტად ჭარბი წონა კი, არა მხოლოდ ვიზუალურად აბერებს, არამედ დროზე ადრე აბერებს ორგანიზმსაც.

6. ზოგადი მოუვლელობა – სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, ბევრი ქალი სრულიად წყვეტს თავის მოვლას… ამას ზედმეტად, ასაკისთვის შეუფერებლად, უაზრობად მიიჩნევენ… და კარგავენ პოტენციური ახალგაზრდობის 5 – 10 – 15 წელს.ორგანიზმი, ზოგადად ეშმაკია, როგორც კი მიუთითებ, რომ ძალიან მოხუცია, ის წყვეტს ახალგაზრდობის მდგომარეობის შენარჩუნებას!

7. ცუდი კბილები – კარგი კბილების გარეშე შეუძლებელია სახის ფორმის დიდხანს შენარჩუნება. ზოგადად, ცუდი კბილებით ძალიან რთულია შექმნა შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად უვლი თავს.