პლუტონი კვადრატში. რთული დრო 1981-დან 1984 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის

0
279

ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახლა 37-41 წლისაა, დადგა არც თუ ისე მარტივი დრო. მესმის, რომ ამა თუ იმ ხარისხით ახლა არავისთვის არის მარტივი დრო, მაგრამ მათთვის, ვინც 1981 წლიდან 1984 წლამდე დაიბადა, განსაკუთრებით რთულია. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ისინი ახლა გადიან თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს, როდესაც გარე გარემოებები მათ სრულიად ართმევს სტაბილურობას, მომავლის ნდობას, როდესაც ის, რაზეც ფსონი დადეს, იკარგება ან ექვემდებარება ძლიერ ეჭვებს. სოციალური და ეკონომიკური კუთხით საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფენა ახლა ბევრს კარგავს და უფრო მეტიც, ამ დანაკარგებს ისინი წარმოუდგენლად მტკივნეულად განიცდიან. ბევრი ნებდება, ბევრს იპყრობს დეპრესია, ჩნდება რაღაც დაუძლეველი სიბნელის განცდა. თითოეულს საკუთარი სირთულეები და დაბრკოლებები აქვს, რომლებსაც აწყდებიან ამ პერიოდში დაბადებულები, მაგრამ მათი ღრმა შინაარსი ერთი და იგივეა – ტრანსფორმაციის აუცილებლობა თითქმის ყველა დონეზე, ფასეულობების, პრიორიტეტების დამკვიდრებული სისტემის გარდაქმნა, ჩვეული დამოკიდებულებების, პრინციპების და შეხედულებების გადახედვა. უნდა გახდნენ უფრო მოქნილები, შესაძლოა, სრულიად უარყონ ყველაფერი, რაც უცვლელი, ფუნდამენტური, სწორი და ეფექტური ეჩვენებოდათ. რაც უფრო მალე მივიღებთ იმ ფაქტს, რომ გავხდით გლობალური ცვლილებების ეპოქის აქტიური მონაწილეები, გავაცნობიერებთ, რომ მოვიდა დრო ფაქტიურად ყველაფრის შეცვლისა, რაც უფრო მალე მივხვდებით, რომ ის, რაც იყო ჩვენი პიროვნების, ჩვენი ცხოვრების საფუძველი, შესაძლოა ახლა არ იყოს შესაფერისი, იყოს მოძველებული, უშედეგო, მით უფრო მალე შევიძენთ ახლა ჩვენთვის უკვე აუცილებელ მოქნილობას, ლაბილურობას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო სწრაფად მოვერგებით ახალ გარემოებებს, მივიღებთ ახალ პირობებს და შევძლებთ ჩვენი ცხოვრების მოწესრიგების დაწყებას, ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას და ხელიდან არ გავუშვათ მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და შანსებს.

ასტროლოგიაში არის ახსნა, თუ რატომ უჭირთ ახლა მათ ვინც 37-41 წლისაა. საქმე ისაა, რომ ტრანზიტული პლუტონი, რომელიც ახლა თხის რქასა და მერწყულს შორის საზღვრამდე მიცურდა, მიზანმიმართულად “ურტყამს“ ამ ადამიანებს ნატალურ პლუტონს და აიძულებს მათ შეიცვალონ, პირველ რიგში შინაგანად. როგორც იცით, ნებისმიერი გარეგანი ცვლილება ყოველთვის იწყება შინაგანი ცვლილებებითა და გარდაქმნებით. ასე რომ, ძვირფასო “დატანჯულებო”, დადგა თქვენი დრო, გეძლევათ დიდი შანსი გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მიაღწიოთ განვითარების ახალ დონეს და უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თქვენ უბრალოდ უნდა გაიაზროთ თქვენი ზრდის ზონები, ის თვისებები, რომლებიც ხელს გიშლით თქვენ იყოთ უფრო ჰარმონიულები და წარმატებულები. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ნებისყოფა და ხასიათი, განთავისუფლდეთ იმ დამოკიდებულებებისა და იდეებისგან, რომლებიც ახლა აღარ არის აქტუალური, მაგრამ როგორც ქვა გითრევთ დაბლა, ხელს გიშლით სასურველი სიმაღლეების მიღწევაში. მოქნილობა – არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ცოცხალ არსებას განვითარდეს და ამით შეინარჩუნოს მთელი სახეობის, პოპულაციის სიცოცხლე.

ვინაიდან პლუტონი არის უმაღლესი და ძალიან შორეული პლანეტა, ის იწვევს ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ გარემოებებს, რაც გვაიძულებს გადახედოთ საკუთარ თავს და წარსულს, გვაიძულებს გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები, შევქმნათ ღირებულებების, პრიორიტეტების, პრინციპების ახალი სისტემა, მოგვიწოდებს ცხოვრების აბსოლუტურად ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ პლუტონი წარმოუდგენლად ნელა მოძრაობს ზოდიაქოს წრის გასწვრივ, გადის მას თითქმის 250 წლის განმავლობაში, თითოეულ ნიშანში დაახლოებით 21 წელს ჩერდება, გლობალური ტრანსფორმაციების თემა მათთვის, ვინც ახლა 37-41 წლისაა, აქტუალური იქნება 2026 წლის ბოლომდე. ასე რომ, საკმარისი დრო გექნებათ საკუთარი თავის და თქვენი ცხოვრების სრული გარდაქმნისათვის. სამაგიეროდ წარმოიდგინეთ, რამდენად განახლებული იქნებით ამ ათწლეულის შუა პერიოდისთვის?

სხვათა შორის, სწორედ ეს თაობა განიცდის ახლა ყველაზე მეტად პროტესტის თემას, წინააღმდეგობის გაწევას გარკვეული გარე გარემოებების მიმართ, უბრალოდ, ამის გამოვლენის მექანიზმი ყველას სხვადასხვანაირი აქვს, უარყოფიდან დაწყებული არარეალურ აგრესიულობამდე და მებრძოლობამდე.

იმის გასაგებად, თუ ცხოვრების რომელი სფეროები დაექვემდებარება უფრო მეტად ტრანსფორმაციას, უნდა ნახოთ ჰოროსკოპის რომელ სახლშია თქვენი ნატალური პლუტონი და რომელ სახლშია ტრანზიტული პლუტონი. სწორედ, ამ მიმართულებებით მოხდება უფრო აქტიურად როგორც თქვენი პიროვნების, ასევე თქვენი ცხოვრების გარდაქმნა.